Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ანგელოზები ხართ!“ – თამო ვაშალომიძე პატარა ქალიშვილთან ერთად პოზირებს

© photo: Tamo Tamo Vashalomidze / FBთამო ვაშალომიძე
თამო ვაშალომიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
სკანდალურმა თამო ვაშალომიძემ შვილი 2018 წელს საზოგადოებისთვის უცნობი მამაკაცისგან გააჩინა. ბავშვის მამის ვინაობას თამო დღემდე არ ამხელს. ნახეთ თამო ვაშალომიძის ულამაზესი შვილის უახლესი ფოტო...

საზოგადოებისთვის ცნობილი ფოტომოდელი სოციალური ქსელის მომხმარებლებს ლამაზი ფოტოსესიებით ანებივრებს. ქართველი ცნობადი სახის სექსუალური ხასიათის სურათებს უამრავი მოწონება აქვს. მიუხედავად ამისა, ფოტომოდელს ფოტოშოპის ჭარბ გამოყენებაში ადანაშაულებენ და ამის რამდენიმე ფაქტი არსებობს.

თამო ვაშალომიძე ყურადღების მიქცევას მიმზიდველი ფორმებით, გამომწვევი ჩაცმულობით და ეპატაჟურობით ცდილობს. მის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოებს 40 000-მდე ნახვა, ხოლო ფოტოებს 4 000-ზე მეტი მოწონება აქვს. თამო ვაშალომიძე სხვადასხვა თოქ-შოუებში რეიტინგულობით გამოირჩევა და სასურველი სტუმარია. რამდენიმე თვის წინ მან ორი ხმაურიანი ფოტოსესია წამოიწყო. პირველი – ცნობილი ხინკლებიანი ფოტოგადაღება, ხოლო მეორე „რობერტო მავანთან“ სტუმრობა აღმოჩნდა, სადაც მოდელის არც ისე მიმზიდველი უკანალი ვიდეოკამერის ობიექტივში მოხვდა. ამ გახმაურებულმა ფოტოსესიებმა თამო არ შეაჩერა და ფერმაში გადაღებული ვიდეო გავრცელდა.

გავრცელებულ ვიდეოზე ჩანს, თუ როგორ ჩამოვარდა თამო თივის ზვინიდან საცურაო კოსტიუმში გამოწყობილი. ამ ვიდეომ რამდენიმე დღეში მთელი სოციალური ქსელი მოიცვა და ადამიანები გაამხიარულა. მიუხედავად იმისა, რომ თამოს Instagram-გვერდი აჭრელებულია მისი ფუმფულა ფორმებით, მკერდით და შიშველი ტანით, შვილთან გატარებულ დროს და გამოქვეყნებულ პოსტებს საზოგადოება განსხვავებული ემოციებით ეპყრობა.

თამომ შვილი 2018 წლის 10 თებერვალს გააჩინა. სხვადასხვა ჟურნალები წერდნენ, რომ თამოს გოლიათი ეყოლა, რადგან პატარა სოფია 4 კილოგრამი დაიბადა. შვილთან ერთად პირველად თოქ-შოუ "პროფილში" გამოჩნდა და თქვა, რომ შვილის მამის ვინაობას მამაკაცის ოჯახის გამო არ ავლენს, რათა მას პრობლემები არ შეექმნას. ქალიშვილთან ერთად გადაღებულ ახალ სურათს ასეთი გამოხმაურებები მოჰყვა: „გაპრანჭული საყვარელი სოფია“, „საუკეთესო დედა-შვილი“, „თაკო, მე პირადად ძალიან მომწონხართ...“, „რა თბილი ფოტოა...“

ყველა ახალი ამბავი
0