ემზარ კვიციანი

„მაგარი ხარ, მეამაყები...“ - „ფეისბუქ“-რეაქციები ემზარ კვიციანის ქმედებაზე

440
(განახლებულია 11:43 09.09.2019)
მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცების ფორმატში ვიდრე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი გიორგი გახარია და დეპუტატები სიტყვით გამოდიან, პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია ლოზუნგით „სირცხვილია" იმართება

სოციალურ ქსელში აქტიურად განიხილავენ პარლამენტის დეპუტატის ემზარ კვიციანის ქმედებას, რა დროსაც მან რამდენიმე წუთის წინ პოლიციელსა და აქცია #სირცხვილია-ს აქტივისტებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. TV პირველის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს კვიციანის მიერ მოქნეული ხელი როგორ ხვდება პოლიციელს და როგორ ურტყამს ის ფეხს აქტივისტს.

ემზარ კვიციანი პარლამენტის შენობიდან მას შემდეგ გამოვიდა, რაც აქციის ორგანიზატორებმა შენობასთან უმრავლესობის დეპუტატების განსასახიერებლად ცხვრები მიიყვანეს.

ინციდენტის შემდეგ კვიციანმა „ფეისბუქის“ პირად გვერდზე დაწერა, რომ რაც მოხდა, კონკრეტულად მის წინააღმდეგ, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ დაგეგმილი პროვოკაციაა, ცოტა ხნის შემდეგ, კი სავარაუდოდ უარყოფითი კომენტარების შემდეგ, სტატუსი წაშალა.

„სირცხვილი ხარ ქვეყნის ემზარ სირცხვილი“, „იმედია დაგიჭერენ და ღარიბაშვილი ვეღარ გამოგათრევს ციხიდან“, „მონა ხარ, როცა კოდორში იბრძოდი, მაშინაც მონა იყავი და შენი ხალხის წინააღმდეგ იდექი, ახლაც მონა ხარ მონად ჩაძაღლდები, შენ რა იცი თავისუფლების ფასი“, - უწერენ დეპუტატს, თუმცა გამოჩნდნენ ისეთებიც, რომლებიც მას საქციელს უწონებენ.

„გაიხარე ძალიან მაგარო კაცო. მაგარი ხარ ემზარ და მეამაყები“, - უწერს კვიციანის სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი.

მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცების ფორმატში ვიდრე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი გიორგი გახარია და დეპუტატები სიტყვით გამოდიან, პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია ლოზუნგით „სირცხვილია" იმართება.

440
თემები:
ცხელი პოლიტიკური ზაფხული: ახალი საპროტესტო ტალღა თბილისში (371)
ნიკოლოზ ბასილაშვილი

ვინ არის ნიკოლოზ ბასილაშვილის უმშვენიერესი საცოლე - ფოტოები სოციალური ქსელიდან

203
(განახლებულია 15:13 25.05.2020)
ნიკოლოზ ბასილაშვილი შეყვარებულია და მისი რჩეული ულამაზესი გერმანელი სპორტსმენია. ნახეთ წყვილის ფოტოები სოციალური ქსელიდან

ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილისა და მისი მეუღლის სკანდალზე საინფორმაციო სააგენტო „პრაიმტაიმი“ ახალ დეტალებს აქვეყნებს. გამოცემის ინფორმაციით, ნეკა დოროყაშვილი ყოფილი ქმრის მიმართ აგრესიული მას შემდეგ გახდა, როდესაც გაიგო, რომ მსოფლიოს 27-ე ჩოგანი შეყვარებულია და მალე დაქორწინებასაც აპირებს.

View this post on Instagram

would u like a little love?🌞

A post shared by 𝐂𝐀𝐑𝐋𝐎 🦁 (@carlottahelena) on

ნიკოლოზ ბასილაშვილის რჩეული, უმშვენიერესი გერმანელი სპორტსმენი შარლოტა ჰელენია, რომელიც ბასილაშვილმა ნათესავებს გააცნო და გოგონა ახლა საქართველოში იმყოფება.

View this post on Instagram

for professional photographer dm @nikolozbasilashvili

A post shared by 𝐂𝐀𝐑𝐋𝐎 🦁 (@carlottahelena) on

სოციალურ ქსელებში ორი დღეა აქტიურად განიხილავენ ცნობილი ჩოგბურთელის ცხოვრებას. თბილისის საქალაქო სასამართლომ ყოფილი მეუღლის მიმართ ძალადობაში ბრალდებულ ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილს აღკვეთის ღონისძიებად გირაო 24 მაისს შეუფარდა.

View this post on Instagram

qualität iz da @calvinlbr

A post shared by 𝐂𝐀𝐑𝐋𝐎 🦁 (@carlottahelena) on

ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი 22 მაისს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, 21 მაისს თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.

View this post on Instagram

🌼🌼

A post shared by 𝐂𝐀𝐑𝐋𝐎 🦁 (@carlottahelena) on

გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს ნომერ პირველი ჩოგანი მას შემდეგ დააკავეს, რაც ბასილაშვილი და მისი მამა, ჩოგბურთელის ყოფილ ცოლს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამ ფაქტს შეესწრო მათი არასრულწლოვანი შვილიც.

View this post on Instagram

to the moon and back 🌔

A post shared by 𝐂𝐀𝐑𝐋𝐎 🦁 (@carlottahelena) on

ცნობილი ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი მეუღლე ნეკა დოროყაშვილი ერთმანეთს დაახლოებით ერთი წლის წინ დაშორდნენ, თუმცა ამაზე ოფიციალურად არც ერთს არ უსაუბრია. წყვილი ქორწინებაში 2013 წლიდან იმყოფებოდა, მათ 2015 წლის 4 მაისს ვაჟი შეეძინათ.

ოჯახური ძალადობა – საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დანაშაულია. კერძოდ, 2019 წელს ოჯახური ძალადობის ბრალდებით სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრა 4,6 ათას ადამიანს, რომელთა უმეტესობა დაკავებულია. სულ 2019 წელს გამოძიება დაიწყო ოჯახური ძალადობის 6 ათას ფაქტზე, მაშინ, როცა 2018 წელს ეს მაჩვენებელი 5,6 ათასი იყო.

203
ნინი გოგიჩაიშვილი

„მის საქართველო 2018“ კულინარიულ ტელეშოუ „მასტერ–შეფში“ გამარჯვებისთვის იბრძოლებს

24
(განახლებულია 13:52 25.05.2020)
ორგანიზატორები პირობას დებენ, რომ სეზონი ყველაზე საინტერესო იქნება, წელს პროექტში მონაწილეობის სურვილი ათასამდე ადამიანმა გამოთქვა.

 

თბილისი, 25 მაისი — Sputnik.  „მის საქართველოს 2018“–ის ტიტულის მფლობელი, მოდელი და ტელეწამყვანი ნინი გოგიჩაიშვილი კულინარიულ პროექტ „მასტერ–შეფში“ მიიღებს მონაწილეობას. პროექტის მესამე სეზონში გამარჯვებისთვის მონაწილეობას ქართველ ლამაზმანთან ერთად კიდევ 11 კონკურსანტი მიიღებს. 

ქასთინგზე ნინიმ იაპონური სამზარეულოს კერძი – მისო–სუფი მოამზადა, თუმცა არა ტრადიციული წესით. გოგონამ გემოვნური თვისებების გამრავალფეროვნებისთვის კერძს ბოსტნეული და კრევეტები დაამატა. მოდელის მცდელობა შესაბამისად დაფასდა – შეფებს კერძი მოეწონათ, შესაბამისად, გოგიჩაიშვილი პროექტის შემდეგ ტურში გადავიდა. 

მასთან ერთად „მასტერ–შეფის“ წინსაფრის მფლობელები გახდნენ სპორტსმენი ნინი სტურუა, ჟურნალისტი რამილია ალიევა, ბარმენი თემო კაკუჩია, ოლიმპიური ჩემპიონი ნანა ნებიერიძე, პიარ–მენეჯერი პაატა ჭონიაშვილი, ასევე ყველაზე ახალგაზრდა კონკურსამიტი – 18 წლის მზარეული ლიკა ესაიაშვილი, დამწყები მზარეული ქეთო ბექაური და სხვები. 

ორგანიზატორები პირობას დებენ, რომ სეზონი ყველაზე საინტერესო იქნება – წელს განაცხადების რაოდენობა რეკორდული იყო – პროექტში მონაწილეობის სურვილი ათასამდე ადამიანმა გამოთქვა.

24
თემები:
საქართველო და კულტურა