ელიავას ბაზრობა

საშიში გაზდანადგარები: კომპანია ქსელიდან მასიურ ჩახსნას აგრძელებს

28
(განახლებულია 10:47 08.09.2019)
გაფრთხილების მიუხედავად, თბილისელები კუსტარულად დამონტაჟებული გაზდანადგარებით სარგებლობას აგრძელებენ

თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. გაზგამანაწილებელი კომპანია „თბილისის ენერჯის" თანამშრომლებმა აგვისტოში ქსელიდან 2,4 ათასზე მეტი საშიში გაზდანადგარი ჩახსნეს, ნათქვამია კომპანიის პრეს-სამსახურის განცხადებაში.

კომპანიის ცნობით, მათ შორის, უმეტესობა კუსტარულად დამონტაჟებული და სიცოცხლისთვის სახიფათო გაზის დანადგარებია. აღნიშნული დანადგარების დიდი ნაწილი ხელმეორედ ჩაიხსნა, რადგანაც კონკრეტულმა აბონენტებმა არ გაითვალისწინეს კომპანიის თანამშრომლების რეკომენდაციები და გაფრთხილებები და თვითნებურად დააერთეს ქსელს.

„კომპანია კიდევ ერთხელ გაფრთხილებთ: კუსტარულად და თვითნებურად მიერთებული, განსაკუთრებით კი ღია კამერიანი გაზის დანადგარები საშიშია, როგორც თქვენი ოჯახის წევრებისთვის, ასევე – თქვენს მეზობლად მცხოვრები სხვა ადამიანებისთვისაც", - ნათქვამია განცხადებაში.

კომპანიამ მადლობა გადაუხადა აბონენტებს, რომლებმაც სპეციალისტების რჩევები გაითვალისწინეს, შეცვალეს ან შეამოწმეს შიდა კომუნიკაციები და გაზდანადგარები.

აგვისტოს მონაცემების თანახმად, უსაფრთხოების დარღვევის ყველაზე მეტი ფაქტი დაფიქსირდა ისანი-ვაზისუბნის რაიონში, ყველაზე ნაკლები კი წყნეთში.  

თბილისის რაიონი ჩახსნილი გაზდანადგარების რაოდენობა
ისანი-ვაზისუბანი 492
სანზონა 308
ჩუღურეთი 294
სამგორი 653
წყნეთი 9
გლდანი 42
კრწანისი 81
საბურთალო 42
ნაძალადევი 219
ნუცუბიძე 84
დიდუბე 55
დიღომი 64
ვაკე 78
მთაწმინდა 34

   

 

28
თემები:
თბილისი დღეს (1704)
ბლოკპოსტი ლენჯერში

Covid-19 სვანეთში: რა ვითარებაა მესტიის მუნიციპალიტეტში

335
(განახლებულია 23:24 14.08.2020)
დაავადებათა კონტროლისა და  საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი სვანეთში 4 ათასამდე მცხოვრების ტესტირებას გეგმავს

თბილისი, 14 აგვისტო - Sputnik. სვანეთში ეპიდსიტუაცია კონტროლს ექვემდებარება და სიტუაცია აღარ გაუარესდება,  განაცხადა რეგიონულ საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა სოზარ სუბარმა.

რამდენიმე დღის წინ სვანეთში, კერძოდ, მესტიის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით ინფიცირების 17 შემთხვევა დაფიქსირდა, ყველა შემთხვევა უკავშირდებოდა სოფელ ლენჯერს. ამის შემდეგ საქართველოს მთავრობამ მესტიაში საკარანტინო შეზღუდვების დაწესების გადაწყვეტილება მიიღო და ახალი ინფიცირებულების გამოსავლენად რეგიონში ეპიდემიოლოგები გაგზავნა.

როგორც სუბარმა განაცხადა, მესტიის მუნიციპალიტეტში ძალიან სწრაფად იქნა მიღებული ეფექტური და გადამჭრელი ზომები.

„ბოლო სამი დღის განმავლობაში იყო სამი საქმე, რომელიც ძალიან საყურადღებოა – ორი გუშინ და ერთი გუშინწინ. ეს შემთხვევები ლენჯერს გასცდა და მესტიაში მოხდა მათი იდენტიფიცირება. თუმცა ყველა კონტაქტის დადგენა და ყველა პირის გამოკვლევა მოხდა“,- განაცხადა პრემიერის მრჩეველმა.

მისი თქმით, დაბა მესტიაში არ უნდა დარჩეს არცერთი ადამიანი, რომლის ტესტირება არ მოხდება.

„ვფიქრობ, რომ მალე მოხდება ამ აფეთქების ლოკალიზება. საბოლოოდ, დღევანდელი და ხვალინდელი პასუხები იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, ამის შემდეგ შეგვეძლება სრული სურათის შექმნა“, - განაცხადა სუბარმა.

სოზარ სუბარმა ასევე ისაუბრა სურსათით მომარაგების თემაზე მესტიაში. მისი თქმით, სურსათის დეფიციტი მუნიციპალიტეტში არ შექმნილა.

„მსგავსი პრობლემა არ არსებობს და თუ არსებობს, თუ რომელიმე პროდუქტზე გაჩნდა მოთხოვნა, ეს არის საათების თემა, რომელშიც ეს მოგვარდება. უშუალოდ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი ხელმძღვანელობს, ჩართულია საქმეში. მესტიაში პროდუქტებით მომარაგების პრობლემა არ არსებობს. მაგალითად, დღეს დაიწერა, რომ სოფელ ბეჩოში არის პროდუქტების ნაკლებობა. ზუსტად 15 წუთში ჩამიყარეს იმავე სოფლიდან, ბეჩოდან მაღაზიის სურათები, სადაც მსგავსი პრობლემა არ არსებობს. შეიძლება, რამე ერთ კონკრეტულ პროდუქტზე გაჩნდეს სადმე პრობლემა, მაგრამ ეს დისკომფორტს ნამდვილად არ შექმნის“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

დღეს საქართველოში კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევა დადასტურდა, აქედან 6 უკავშირდება მესტიის მუნიციპალიტეტს. დღეისათვის სვანეთში კორონავირუსის უკვე 38 შემთხვევა გამოვლინდა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული  ცენტრი სვანეთში 4 ათასამდე მცხოვრების ტესტირებას გეგმავს. მესტიის მუნიციპალიტეტის საავადმყოფოს სწრაფი PCR-ტესტის აპარატი გადაეცა.

კორონავირუსის ახალი შემთხვევები და ინფიცირების წყაროები >>

მესტიის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა, 2018 წლის 1 იანვრის მონაცემებით, 9 511 ადამიანს შეადგენდა. მუნიციპალიტეტში 132 დასახლებული პუნქტია, მათ შორის ქალაქის ტიპის ერთი დასახლება – მესტია.

საქართველოში, ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის 1306 შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 1085, გარდაიცვალა – 17, კარანტინში იმყოფება 7597 ადამიანი, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 261 პაციენტია.

335
თემები:
COVID-19 საქართველოში
სოფო ნიჟარაძე

„გაგაფრთხილე, ნუ მკოცნი ტუჩებში“ - რა მოხდა სოფო ნიჟარაძესა და გიორგი ვარდოსანიძეს შორის?

4922
(განახლებულია 14:58 31.07.2020)
სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, სადაც მომღერალი სოფო ნიჟარაძე და მსახიობი გიორგი ვარდოსანიძე ჩხუბობენ. ნახეთ, რა მოხდა წყვილს შორის.

სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, რომელიც მუსიკისა და დრამის თეატრში სპექტაკლის მიმდინარეობისას არის გადაღებული, თუმცა მნახველს უჭირს იმის გარჩევა, სოფო ნიჟარაძემ და გიორგი ვარდოსანიძემ სერიოზულად იჩხუბეს, თუ ეს სპექტაკლის ნაწილია.

ზურაბ ანტონოვის პიესაში „მზის დაბნელება საქართველოში“ მთავარ როლს სოფო ნიჟარაძე ასრულებს, რომელიც ცოტა ხნის წინ გარკვეული პერიოდით მიუზიკლში მომღერალმა ლიზა ყენიამ ჩაანაცვლა. პიესა „მზის დაბნელება საქართველოში“ საფუძვლად დაედო სპექტაკლს „შეყრა“, რომელიც მუსიკისა და დრამის თეატრის რეპერტუარში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს.

სოფოს პატრნიორობას სპექტაკლში მსახიობი გიორგი ვარდოსანიძე უწევს. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ინტიმური სცენაა ასახული, სადაც ვარდოსანიძე სოფოს კოცნის, ეს უკანასკნელი კი მას ურჩევს, რეპეტიციაზე აღარ აკოცოს და სილას აწნის. სოციალური ქსელის მომხმარებლები ირწმუნებიან, რომ სცენა სპექტაკლის ნაწილია, თუმცა მომხმარებლების ნაწილს ამის დაჯერება უჭირს.

4922
თემები:
სელებრითების ცხოვრება
ვალუტის გადამცვლელი პუნქტი

ლარის კურსი 15 აგვისტოს

0
(განახლებულია 09:10 15.08.2020)
წინა ნიშნულთან შედარებით ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,001 ლარით გაუფასურდა.

თბილისი, 15 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 3,0738 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა.

წინა ნიშნულთან შედარებით ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,001 ლარით გაუფასურდა. 

ლარის კურსი 15 აგვისტოს
0
თემები:
ლარის კურსი დღეს