ნანუკა ჟორჟოლიანი

„ფეხზე დგომით ვართ...“ - რა სიტუაციაა „მთავარ არხზე“

3487
(განახლებულია 09:51 08.09.2019)
ახალი ტელევიზია „ახალი არხი“ ტელეკომპანია „იბერიის“ ყოფილ შენობაში 9 სექტემბრიდან დაიწყებს მაუწყებლობას

ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი ერთ-ერთი მათგანია, რომელიც ტელეკომპანია „რუსთავის 2“-ის ახალმა გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ სამსახურიდან გაუშვა.

ის ტელეკომპანიის ყოფილ დირექტორთან, ნიკა გვარამიასთან სამუშაოდ გვარამიასავე გახსნილ „მთავარ არხზე“ გადავიდა. ნანუკა „ფეისბუქის“ პირად გვერდზე აქტიურად წერს როგორც მიმდინარე ამბებზე, ასევე ახალი ტელევიზიის სამზადისის პროცესზე.

მისი თქმით, იმხელა ადრენალინი ჰქონია ახლის შენებას, იმდენად დიდი, რომ ამხელა დანაკარგის ფასადაც კი ღირდა.

„ფეხზე დგომით ვართ. ადგილი არაა არსად. ეზოში რომ სკამებია, რიგში დგომითაა. ისიც კაცმა არ იცის მოგიწევს თუ არა. ვინ გაჯს ლესავს, ვინ ჩაქუჩით დადის. არადა სულ რაღაც ორი კვირა გვქონდა. თან უნდა გვეომა, თან პროკურატურაში ნიკას დაკითხვები, ახალი გამოძიებები, აქეთ საკუთარ კოლეგებთან განშორება, ემოციები, სტრესი. იქეთ ადვოკატები. (მოგვიანებით მოგიყვებით რაში გვჭირდება ადვოკატები)

ყველა სტუდია პარალელურად კეთდება. ყველა კომპიუტერი ერთად ლაგდება, ყველაფერი ერთად შენდება. ყველა ერთად გავრბივართ სადღაც. გიჟებივით გავრბივართ, რომ 9 სექტემბერს, თქვენთან შეხვედრაზე არ დავაგვიანოთ. როგორი ადრენალინი ქონია ახლის შენებას. იმდენად დიდი, რომ ამხელა დანაკარგის ფასადაც კი ღირდა“, - წერს ჟურნალისტი.

ახალი ტელევიზია „ახალი არხი“ 9 სექტემბრიდან დაიწყებს მაუწყებლობას, რაც შეეხება ნანუკას, მისი გადაცემა როგორც უკვე იცით ყოფილ სამსახურშივე დასრულდა და ნანუკამ სექტემბრიდან ახალი თოქ-შოუ დააანონსა. თუმცა რა თოქ-შოუზეა საუბარი და როდიდან ვიხილავთ მას, ჯერ-ჯერობით უცნობია.

3487
თემები:
დავა „რუსთავი 2"-ის ირგვლივ (194)
ამირან გამყრელიძე

„კიდევ უფრო მეტი იქნება“ - გამყრელიძე ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდას პროგნოზირებს

35
საქართველოში შექმნილი რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, ხელისუფლება ინფიცირების შემთხვევების დროულად გამოვლენისთვის შესაბამის ზომებს მიმართავს

თბილისი, 4 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში კორონავირუსზე გაფართოებულ ტესტირებასთან ერთად, უახლოეს დღეებში ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზრდება, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე. 

გასულ დღე-ღამეში საქართველოში 17 ათასი სწრაფი და PCR-ტესტი გაკეთდა, რაც ქვეყნისთვის აბსოლუტური რეკორდია. მანამდე ქვეყანაში დღეში დაახლოებით ათი ათას ტესტს აკეთებდნენ. სწორედ ტესტების რაოდენობის ზრდის შედეგად გამოვლინდა ქვეყანაში  ინფიცირებულთა რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი - 5068 ადამიანი ბოლო 24 საათში.

 „ვლინდება სულ უფრო მეტი ადამიანი. თუ ჩვენ ყოველდღე ანგიტენზე დაფუძნებული ტესტით ვავლენდით დაახლოებით 700-800 დადებით შემთხვევას, დღევანდელი მონაცემებით - ესაა 1442 მხოლოდ ანტიგენზე დაფუძნებული და 3600 PCR–ტესტით გამოვლენილი. ზრდა დაკავშირებულია გაფართოებულ ტესტირებასთან“, - აღნიშნა გამყრელიძემ.

ამ მომენტისთვის საქართველოში დაახლოებით 350-370 ათასი  PCR–ტესტია. შეკვეთილია ნახევარი მილიონი ტესტი, რომელიც, სავარაუდოდ, ქვეყანაში ორ კვირაში შემოვა. 

 „ჩვენი მიზანია დღეში 20 ათას ტესტამდე გავაკეთოთ, აქედან ნახევარი იქნება PCR–ტესტი. მეორე ნახევარი კი - ანტიგენზე დაფუძლებული“, - ხაზი გაუსვა გამყრელიძემ. 

გამყრელიძემ ასევე აღნიშნა, რომ თბილისში მოიმატებს იმ პუნქტების რაოდენობა, სადაც შესაძლებელი იქნება კორონავირუსზე ტესტის ჩაბარება.

 „არ არის გამორიცხული აფთიაქების დამატებაც, მაგრამ ტესტირების ჩასატარებლად საჭიროა სათანადო სივრცე. თუ დავინახავთ, რომ 40 დაწესებულება, რომელიც თბილისის მასშტაბითაა, არ არის საკმარისი, იქ არის რიგები და ტესტებზე დიდი მოთხოვნილება, შესაძლოა, ეს ვარიანტი განხილული იქნეს, მაგრამ არა ყველა აფთიაქში, რასაკვირველია“, - აღნიშნა გამყრელიძემ.

საქართველო კორონავირუსის მეორე ტალღას ებრძვის. პანდემიის დაწყებიდან 152 ათასზე მეტი ლაბორატორიულად დადასტურებული ინფიცირების შემთხვევა გამოვლინდა, 126 ათასზე მეტი გამოჯანმრთელდა, 1,4 ათასი გარდაიცვალა.

35
თემები:
COVID-19 საქართველოში
112–ის სამსახური

„112"-ის სამსახურში ოპერატორების რაოდენობა გაიზრდება

23
ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევიდან დღემდე კორონავირუსით ინფიცირების 152.704 შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 126.904, გარდაცვლილია 1.425 პაციენტი.

თბილისი, 4 დეკემბერი - Sputnik. უახლოეს მომავალში საგანგებო სიტუაციების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“–ში ოპერატორების რაოდენობა 50%–ით გაიზრდება, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა.

ვახტანგ გომელაურმა კორონავირუსის მართვის პროცესთან დაკავშირებით დღეს ჯანდაცვის  მინისტრ, ეკატერინე ტიკარაძესთან  ერთად „112“-ში სამუშაო შეხვედრა გამართა და კორონავირუსის პანდემიის პირობებში ცენტრის სამუშაო პროცესს გაეცნო.

როგორც გომელაურმა განაცხადა,  ბოლო პერიოდში ინფიცირების რაოდენობისა და მოქალაქეთა ტესტირებების ზრდასთან ერთად „112"-ის დატვირთვა გაიზარდა. 

„112–ში სულ უფრო მეტი ადამიანი რეკავს, შესაბამისად თითოეული მოქალაქისთვის ლოდინის რეჟიმი 5, 6 და 7 წუთამდე გაიზარდა. არის შემთხვევები როცა ეს დრო უფრო დიდია. დღეს ცენტრში 24 საათის განმავლობაში 300 ოპერატორი მუშაობს, უახლოეს ერთ კვირაში 140-150 ოპერატორს კიდევ დავამატებთ და უფრო მეტი ოპერატორი მოემსახურება ჩვენს მოქალაქეებს“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

კორონავირუსის მართვის პროცესში, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრს ახალი ფუნქცია დაემატა. კერძოდ, თითოეულ მოქალაქეს კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებისა და ვირუსის დადასტურების შემთხვევაში შეუძლია დარეკოს 112-ზე. ვირუსთან დაკავშირებული შეტყობინებები, ჯანდაცვის პროტოკოლის მიხედვით, ოპერატორების მხრიდან კლასიფიცირდება და მწვავე შემთხვევები - სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს, ხოლო არამწვავე გამოძახებები - ოჯახის ექიმებს გადაეცემა.

ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევიდან დღემდე კორონავირუსით ინფიცირების 152.704 შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 126.904, გარდაცვლილია 1.425 პაციენტი.

23
ტაქსი

კოვიდინფიცირებულ ტაქსის მძღოლს თბილისში მგზავრები გადაჰყავდა

0
შინაგან საქმეთა სამინისტრო ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, COVID-19-ის გავრცელების წინააღმდეგ მიმართული წესებისა და რეკომენდაციების აღსრულების მონიტორინგს განაგრძობს.

თბილისი, 4 დეკემბერი – Sputnik. სამართალდამცველებმა ვაკეში, აბაშიძის ქუჩაზე, ტაქსის კოვიდინფიცირებული მძღოლი და მისი თანმხლები პირი დააჯარიმეს, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.

გავრცელებული ინფორმაციით, ორივე  მოქალაქე პოლიციამ იმ დროს დააჯარიმა, როდესაც ისინი ავტომანქანით გადაადგილდებოდნენ. 54 და 60 წლის მამაკაცები კოვიდაღრიცხვაზე 2020 წლის 27 ნოემბრიდან იმყოფებიან.

„ორივე მამაკაცი, იზოლაციის ნაცვლად, ქალაქის ქუჩებში ბ.ჭ.-ს სარგებლობაში არსებული ავტომანქანით – ტაქსით გადაადგილდებოდა, რაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას წარმოადგენს. ამასთანავე, ინფიცირებულ ბ.ჭ.-ს აღნიშნული ტაქსით მგზავრები სისტემატურად გადაჰყავდა“, -აღნიშნულია განცხადებაში.

ღნიშნული პირები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42-ე პრიმა-10 მუხლით  დაჯარიმდნენ, რაც იზოლაციის ან კარანტინის წესების დარღვევას გულისხმობს და ფიზიკური პირის 2000 ლარით დაჯარიმებას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა, დაიცვან კანონი და დაემორჩილონ დაწესებულ რეგულაციებს.

0
თემები:
შემთხვევები საქართველოში