ვიდეოსათვალთვალო კამერა

ფრთხილად, მძღოლებო! საქართველოში „ჭკვიანი კამერების" რიცხვი გაიზარდა

405
(განახლებულია 19:03 05.09.2019)
დღეისათვის ქვეყნის მასშტაბით სულ ჩართულია 3 952 ვიდეოკამერა, მათ შორის, 1345 ნომრის ამომცნობი და 2607 ზოგადი ხედვის ვიდეოკამერა.

თბილისი, 5 სექტემბერი — Sputnik. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების დაცვისა და ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენციის მიზნით სიჩქარის მზომი სექციური "ჭკვიანი" კამერები თბილისი–წითელი ხიდის გზის ოთხ ლოკაციაზე ამოქმედდა, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„ჭკვიანი კამერების“ მთავარი უპირატესობა, რომლებიც საქართველოში 2017 წელს ამოქმედდა, მდგომარეობს იმაში, რომ მათ შეუძლიათ გამოავლინონ სამართალდამრღვევი ავტომობილის სანომრე ნიშანი და ავტომატურ რეჟიმში გამოწერონ ჯარიმა.

დღეისთვის ქვეყნის მასშტაბით სულ ჩართულია 3 952 ვიდეოკამერა, მათ შორის, 1345 ნომრის ამომცნობი და 2607 ზოგადი ხედვის ვიდეოკამერა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გეგმაში აქვს 2019 წლის ბოლომდე ვიდეოკამერების რაოდენობის დაახლოებით 5 ათასამდე გაზრდა, მათ შორის 2,1 ათასი „ჭკვიანი კამერა“ იქნება. რადარები საავტომობილო გზების დაახლოებით 700 კილომეტრს დაფარავს.

შსს-მ გზებზე კონტროლის გამკაცრება ავარიების შედეგად სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებლის გამო გადაწყვიტა.

შსს-ს მონაცემებით, წლის პირველ ნახევარში 17,5 ათასზე მეტი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც გარდაიცვალა 224 და დაშავდა 3,7 ათასზე მეტი ადამიანი. აღნიშნულ პერიოდში სიჩქარის გადაჭარბების მიზეზით 134 ავარია მოხდა, რის შედეგადაც გარდაიცვალა 27, ხოლო დაშავდა 214 ადამიანი.

საგზაო მოძრაობის მიმართულებით სტატისტიკის გაანალიზების და სიტუაციის შესწავლის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეიმუშავა სამოქმედო გეგმა, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა ღონისძიებებს ავტოსაგზაო შემთხვევათა რიცხვის შესამცირებლად და მოძრაობის გასაუმჯობესებლად.

405
თემები:
ტრანსპორტი საქართველოში (308)
მდინარე არაგვი

სვანეთში მაშველებმა მამაკაცის ცხედარი იპოვეს

14
(განახლებულია 15:36 16.07.2020)
ავტომობილი, რომელსაც გარდაცვლილი მართავდა, მდინარეში 12 ივლისს გადავარდა. მაშველებმა ავტომობილის წყლიდან ამოყვანა შეძლეს, თუმცა, მასში მძღოლი არ იმყოფებოდა.

თბილისი, 16 ივლისი — Sputnik. მაშველებმა მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მულახში მდინარე მულხურაში მამაკაცის ცხედარი იპოვეს.

როგორც საგანგებო სიტუციების მართვის სამსახური იუწყება, გაუჩინარებული მამაკაცის სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები სვანეთში ხუთი დღის განმავლობაში გრძელდებოდა.

პროცესში ჩართული იყო 40-მდე მაშველი, გამოყენებული იქნა ექოლოტი.

ავტომობილი, რომელსაც გარდაცვლილი მართავდა, მდინარეში 12 ივლისს გადავარდა. მაშველებმა ავტომობილის წყლიდან ამოყვანა შეძლეს, თუმცა, მასში მძღოლი არ იმყოფებოდა.

ცხედარს სამედიცინო ექსპერტიზაზე გადაასვენებენ. მომხდარ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.

14
თემები:
შემთხვევები საქართველოში
სოფია კვინიკაძე

„ძალიან ლამაზი სასიძო გვყავს ქუთაისლებს“ - კორეაში მცხოვრები ქართველი ვლოგერი შეყვარებულია

77
(განახლებულია 17:26 16.07.2020)
ქართველი ვლოგერი სოფია კვინიკაძე, რომელიც კორეაში ცხოვრობს და მისი ვიდეოები სოციალურ ქსელში ძალიან პოპულარულია, საკუთარ რჩეულთან გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს

დღესდღეობით ინტერნეტ სივრცეში პოპულარობის მოპოვება არც თუ ისე მარტივია. აუდიტორის გაზრდისთვის აუცილებელია სწორად შერჩეული კონტექტი, ხარისხიანი და საინტერესო ვიდეოები, რომელიც გათვლილი იქნება ნებისმიერი ასაკის მაყურებლისთვის.

წელიწადზე მეტია „ფეისბუკზე“ ახალი გვერდი Depressed Georgian in South Korea გამოჩნდა, რომელმაც პოპულარობა ძალიან მალე მოიპოვა და ქართული ინტერნეტ სივრცე დაიპყრო. ქართველი დები – სოფია და ანა სამხრეთ კორეაში სწავლობენ და ცხოვრობენ. ისინი იღებენ საინტერესო ვიდეოების კორეულ ფილმებზე, სამზარეულოზე, კულტურაზე, მუსიკაზე და ა.შ.

View this post on Instagram

💏💙

A post shared by 소피아🍂 (피아 🤎) (@sophiaaa.kv) on

დები, რომელთაგან სოფია უფრო აქტიურია, ყოველდღიურ ცხოვრებაზე სახალისო ვიდეოებს იღებენ და ქართულ აუდიტორიას სთავაზობენ. მათი ვიდეოები დიდი პოპულარობით სარგებლობს და ახლა უკვე მათ გვერდს 189 821 გამომწერი ჰყავს.

View this post on Instagram

💙

A post shared by 소피아🍂 (피아 🤎) (@sophiaaa.kv) on

სოფიას თქმით გვერდის შექმნის მიზანი ის არის, რომ კორეაში ცხოვრების მანძილზე თავისი პირადი გამოცდილების საშუალებით საზოგადოებას გააცნოს კორეული კულტურა და გაუზიაროს თავისი იუმორისტული თავგადასავლები.

View this post on Instagram

#친동생♡ . . . . #외국인 #자매 #depressedgeorgianinsouthkorea

A post shared by 소피아🍂 (피아 🤎) (@sophiaaa.kv) on

სოფია კვინიკაძე წარმოშობით ქუთაისიდანაა. ფიზიკა-მათემატიკური სკოლის დამთავრების შემდეგ ჩააბარა თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტში, საერთაშორისო ურთიერთობებზე, სადაც კორეული ენის შესწავლა დაიწყო. სოფიამ კორეული ენის ერთ-ერთ კონკურსში გაიმარჯვა, რის შედეგადაც მოიპოვა სრული დაფინანსება სამხრეთ კორეის ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტში.

ამით მან ბავშვობის ოცნება აიხდინა და კორეაში მალევე გაემგზავრა. ამჟამად სოფო მაგისტრატურას გადის, ამასთან ასწავლის ბაღსა და სკოლაში ინგლისურ ენას. ასევე მუშაობს მსახიობად ტელევიზიაში. პარალელურად მონაწილეობას იღებს სხვადასხვა გადაღებაში.

77
თემები:
სელებრითების ცხოვრება