ფორსაჟის რეჟისორმა ცხოველთა თავშესაფარი დაათვალიერა

„ფორსაჟის" ექშნ-სცენების რეჟისორმა თბილისში ცხოველთა თავშესაფარი მოინახულა

96
(განახლებულია 19:54 03.09.2019)
გადაღების ადგილებს ცხოველები მოაშორეს, პროცესის დასრულების შემდეგ კი მათ ჩვეულ გარემოში დააბრუნებენ.

თბილისი, 3 სექტემბერი — Sputnik. ყოფილმა კასკადიორმა, ამჟამად მძაფრსიუჟეტიანი ჰოლივუდური ფილმი „ფორსაჟი 9"-ის ექშნ-სცენების რეჟისორმა გადამღები ჯგუფის რამდენიმე წევრთან ერთად თბილისში არსებული ცხოველების მუნიციპალური თავშესაფარი დაათვალიერა.

მსახიობმა სპირო რაზატოსიმ (Spiro Razatos), რომელიც ასევე იყო „ფორსაჟი 8"-ის რეჟისორის დამხმარე, თავშესაფარში ძაღლები მოინახულა, რომლებიც მათი უსაფრთხოების მიზნით კინოლოკაციის ტერიტორიაზე შეკრიბეს და დროებით თავშესაფარში მოათავსეს.

Режиссер экшн сцен Форсажа навестил приют для животных в Тбилиси
"ფორსაჟის" რეჟისორმა ცხოველთა თავშესაფარი მოინახულა

გადაღებების პროცესის დასრულების შემდეგ ცხოველებს ჩვეულ გარემოში დააბრუნებენ.

როგორც ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო აცხადებს, სტუმრები თავშესაფრის მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ. სააგენტოს დირექტორმა ვახტანგ ლომჯარიამ კი მათ საქართველოში მიუსაფარი ცხოველების პოპულაციის მართვის პოლიტიკა გააცნო და ცხოველების კეთილდღეობისათვის განხორციელებული პროექტების შესახებ უამბო.

გარდა ამისა, სპირო რაზატოსიმ ცხოველებისთვის საკვები და სათამაშოები მიიტანა.

Режиссер экшн сцен Форсажа навестил приют для животных в Тбилиси
"ფორსაჟის" რეჟისორმა ცხოველთა თავშესაფარი მოინახულა

საქართველოში ცნობილი ფრენჩაიზის გადაღებები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროგრამის „აწარმოე საქართველოში" პროექტის „გადაიღე საქართველოში" ფარგლებში ხორციელდება.

როგორც ცნობილია, ამერიკული ბლოკბასტერი „ფორსაჟი 9"-ის გადაღებები (Fast and Furious) სახელმწიფო ბიუჯეტს 32 მლნ ლარით შეავსებს. თანხაში შედის ტექნიკის, შენობების იჯარა და დასაქმებული პერსონალის ანაზღაურება.

96