თელასი

„თელასი": თბილისის რომელ უბნებს შეეზღუდება ელექტროენერგიის მიწოდება 2 სექტემბერს

114
(განახლებულია 15:04 02.09.2019)
გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 2 სექტემბერი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 2 სექტემბერს გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

საბურთალოს რაიონი

10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ახალშენის, ნასიძის, სიმონ ჩიქოვანის, ბალანჩივაძის, დოლიძის, იოსელიანის და ბზვანელის ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 II, IV მიკრორაიონების და გახოკიძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), ნავთლუღის დასახლების, სამხედრო ქალაქის (ნაწილობრივ), საექიმოს, ნავთლუღის, ლობჟანიძის და დოდაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კრწანისის, შოთა ნიშნიანიძის და კაციტაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ჭალას, სოფელი ფონიჭალას, ჭალადიდის და მარნეულის (ნაწილობრივ) ქუჩების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ) და ქსნის ქუჩის მაცხოვრებლებს.

15:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების IV მიკრორაიონის, გურამიშვილის გაზირის (ნაწილობრივ), დავით სარაჯიშვილის გამზრის (ნაწილობრივ), თემქის, გურამიშვილის, სარაჯიშვილის, ხევძმარის და შეშელიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

13:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) და ატენის ქუჩის მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

114
თემები:
თბილისი დღეს (1704)
ბლოკპოსტი ლენჯერში

Covid-19 სვანეთში: რა ვითარებაა მესტიის მუნიციპალიტეტში

346
(განახლებულია 23:24 14.08.2020)
დაავადებათა კონტროლისა და  საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი სვანეთში 4 ათასამდე მცხოვრების ტესტირებას გეგმავს

თბილისი, 14 აგვისტო - Sputnik. სვანეთში ეპიდსიტუაცია კონტროლს ექვემდებარება და სიტუაცია აღარ გაუარესდება,  განაცხადა რეგიონულ საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა სოზარ სუბარმა.

რამდენიმე დღის წინ სვანეთში, კერძოდ, მესტიის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით ინფიცირების 17 შემთხვევა დაფიქსირდა, ყველა შემთხვევა უკავშირდებოდა სოფელ ლენჯერს. ამის შემდეგ საქართველოს მთავრობამ მესტიაში საკარანტინო შეზღუდვების დაწესების გადაწყვეტილება მიიღო და ახალი ინფიცირებულების გამოსავლენად რეგიონში ეპიდემიოლოგები გაგზავნა.

როგორც სუბარმა განაცხადა, მესტიის მუნიციპალიტეტში ძალიან სწრაფად იქნა მიღებული ეფექტური და გადამჭრელი ზომები.

„ბოლო სამი დღის განმავლობაში იყო სამი საქმე, რომელიც ძალიან საყურადღებოა – ორი გუშინ და ერთი გუშინწინ. ეს შემთხვევები ლენჯერს გასცდა და მესტიაში მოხდა მათი იდენტიფიცირება. თუმცა ყველა კონტაქტის დადგენა და ყველა პირის გამოკვლევა მოხდა“,- განაცხადა პრემიერის მრჩეველმა.

მისი თქმით, დაბა მესტიაში არ უნდა დარჩეს არცერთი ადამიანი, რომლის ტესტირება არ მოხდება.

„ვფიქრობ, რომ მალე მოხდება ამ აფეთქების ლოკალიზება. საბოლოოდ, დღევანდელი და ხვალინდელი პასუხები იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, ამის შემდეგ შეგვეძლება სრული სურათის შექმნა“, - განაცხადა სუბარმა.

სოზარ სუბარმა ასევე ისაუბრა სურსათით მომარაგების თემაზე მესტიაში. მისი თქმით, სურსათის დეფიციტი მუნიციპალიტეტში არ შექმნილა.

„მსგავსი პრობლემა არ არსებობს და თუ არსებობს, თუ რომელიმე პროდუქტზე გაჩნდა მოთხოვნა, ეს არის საათების თემა, რომელშიც ეს მოგვარდება. უშუალოდ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი ხელმძღვანელობს, ჩართულია საქმეში. მესტიაში პროდუქტებით მომარაგების პრობლემა არ არსებობს. მაგალითად, დღეს დაიწერა, რომ სოფელ ბეჩოში არის პროდუქტების ნაკლებობა. ზუსტად 15 წუთში ჩამიყარეს იმავე სოფლიდან, ბეჩოდან მაღაზიის სურათები, სადაც მსგავსი პრობლემა არ არსებობს. შეიძლება, რამე ერთ კონკრეტულ პროდუქტზე გაჩნდეს სადმე პრობლემა, მაგრამ ეს დისკომფორტს ნამდვილად არ შექმნის“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

დღეს საქართველოში კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევა დადასტურდა, აქედან 6 უკავშირდება მესტიის მუნიციპალიტეტს. დღეისათვის სვანეთში კორონავირუსის უკვე 38 შემთხვევა გამოვლინდა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული  ცენტრი სვანეთში 4 ათასამდე მცხოვრების ტესტირებას გეგმავს. მესტიის მუნიციპალიტეტის საავადმყოფოს სწრაფი PCR-ტესტის აპარატი გადაეცა.

კორონავირუსის ახალი შემთხვევები და ინფიცირების წყაროები >>

მესტიის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა, 2018 წლის 1 იანვრის მონაცემებით, 9 511 ადამიანს შეადგენდა. მუნიციპალიტეტში 132 დასახლებული პუნქტია, მათ შორის ქალაქის ტიპის ერთი დასახლება – მესტია.

საქართველოში, ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის 1306 შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 1085, გარდაიცვალა – 17, კარანტინში იმყოფება 7597 ადამიანი, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 261 პაციენტია.

346
თემები:
COVID-19 საქართველოში
სოფო ნიჟარაძე

„გაგაფრთხილე, ნუ მკოცნი ტუჩებში“ - რა მოხდა სოფო ნიჟარაძესა და გიორგი ვარდოსანიძეს შორის?

4936
(განახლებულია 14:58 31.07.2020)
სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, სადაც მომღერალი სოფო ნიჟარაძე და მსახიობი გიორგი ვარდოსანიძე ჩხუბობენ. ნახეთ, რა მოხდა წყვილს შორის.

სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, რომელიც მუსიკისა და დრამის თეატრში სპექტაკლის მიმდინარეობისას არის გადაღებული, თუმცა მნახველს უჭირს იმის გარჩევა, სოფო ნიჟარაძემ და გიორგი ვარდოსანიძემ სერიოზულად იჩხუბეს, თუ ეს სპექტაკლის ნაწილია.

ზურაბ ანტონოვის პიესაში „მზის დაბნელება საქართველოში“ მთავარ როლს სოფო ნიჟარაძე ასრულებს, რომელიც ცოტა ხნის წინ გარკვეული პერიოდით მიუზიკლში მომღერალმა ლიზა ყენიამ ჩაანაცვლა. პიესა „მზის დაბნელება საქართველოში“ საფუძვლად დაედო სპექტაკლს „შეყრა“, რომელიც მუსიკისა და დრამის თეატრის რეპერტუარში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს.

სოფოს პატრნიორობას სპექტაკლში მსახიობი გიორგი ვარდოსანიძე უწევს. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ინტიმური სცენაა ასახული, სადაც ვარდოსანიძე სოფოს კოცნის, ეს უკანასკნელი კი მას ურჩევს, რეპეტიციაზე აღარ აკოცოს და სილას აწნის. სოციალური ქსელის მომხმარებლები ირწმუნებიან, რომ სცენა სპექტაკლის ნაწილია, თუმცა მომხმარებლების ნაწილს ამის დაჯერება უჭირს.

4936
თემები:
სელებრითების ცხოვრება
ვალუტის გადამცვლელი პუნქტი

ლარის კურსი 15 აგვისტოს

0
(განახლებულია 09:10 15.08.2020)
წინა ნიშნულთან შედარებით ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,001 ლარით გაუფასურდა.

თბილისი, 15 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 3,0738 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა.

წინა ნიშნულთან შედარებით ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,001 ლარით გაუფასურდა. 

ლარის კურსი 15 აგვისტოს
0
თემები:
ლარის კურსი დღეს