გრიპის აფეთქება

რომელი სოფლების მოსახლეობა მიიღებს წამლებს ერთ ლარად

110
(განახლებულია 17:56 31.08.2019)
საქართველოში ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა უახლოეს დღეებში გაფართოვდება

თბილისი, 31 აგვისტო — Sputnik. აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობა 35 დასახელების მედიკამენტებს 1 ლარად მიიღებს, ნათქვამია მთავრობის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ვინ შეძლებს მედიკამენტების 1 ლარად შეძენას? >>

საუბარია პრეპარატებზე, რომლებიც გამოიყენება გულსისხლძარღვთა, მეორე ტიპის დიაბეტის, ფარისებრი ჯირკვლის, ეპილეფსიისა და პარკინსონის დაავადებების სამკურნალოდ.

მთავრობის გადაწყვეტილებით, შეღავათებით ისარგებლებს  გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში მცხოვრები ყველა მოქალაქე, განურჩევლად ასაკისა, სოციალური თუ ჯანმრთელობის სტატუსისა.

„მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი ჯანდაცვის სერვისების უზრუნველყოფა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მედიკამენტების შესაძენად საჭირო თანხები მოქალაქეებისთვის  წარმოადგენდა მნიშვნელოვან  ტვირთს, რომლის შესამსუბუქებლად მთავრობამ აამოქმედა ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამა“, - ნათქვამია განცხადებაში.

ჯანდაცვის სამინისტრომ ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა 2017 წლის 1 ივლისს აამოქმედა. მანამდე 1 ლარად წამლების შეძენა შეეძლოთ მხოლოდ სოციალურად დაუცველი პირის სტატუსის მქონე მოქალაქეებსა და ვეტერანებს, დანარჩენი პენსიონრები და შშმ-პირები 50%-იანი შეღავათით სარგებლობდნენ.

პროგრამა რამდენიმე დღეში გაფართოვდება.

პროგრამის მონაწილეები წამლებს შეღავათიან ფასად შეიძენენ ხუთ სააფთიაქო ქსელში - „ავერსი“, „პსპ“, „ჯპს“, „ფარმადეპო“ და „სახალხო აფთიაქში“.

110
თემები:
ჯანდაცვა საქართველოში (88)