მაკო გომური

„შრამი რომ არა, ვერც კი გაარჩევდით“ მაკო გომურს ხელოვნური თვალი ჩაუსვეს

2023
(განახლებულია 14:05 30.08.2019)
20 ივნისს მაკო გომური სამსახურის შემდეგ ღამით სახლში ბრუნდებოდა, როდესაც პარლამენტის შენობის წინ აქციის დარბევის დროს პოლიციელების ნასროლი ტყვია თვალში მოხვდა.

18 წლის მაკო გომურმა, რომელმაც 20 ივნისს პარლამენტთან აქციის დაშლის დროს თვალში მოხვედრილი რეზინის ტყვიის გამო თვალი დაკარგა, გერმანიაში ოპერაცია გაიკეთა და ხელოვნური თვალი ჩაისვა. ფოტოს თავად მაკო სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

20 ივნისს მაკო გომური სამსახურის შემდეგ ღამით სახლში ბრუნდებოდა, როდესაც პარლამენტის შენობის წინ აქციის დარბევის დროს პოლიციელების ნასროლი ტყვია თვალში მოხვდა. გოგონას ექიმებმა თვალი ვერ შეუნარჩუნეს.
იმ საღამოს პარლამენტთან აქციის დროს მომიტინგეების ნაწილმა შენობაში შეჭრა სცადა. სპეცრაზმმა აქციის დაშლა დაიწყო და რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები. შედეგად საავადმყოფოში გადაიყვანეს 240 ადამიანი, მათგან 80 სამართალდამცველი, 30-ზე მეტი ჟურნალისტი.
2023
თემები:
ცხელი პოლიტიკური ზაფხული: ახალი საპროტესტო ტალღა თბილისში (371)