სასწრაფო დახმარების მანქანა

„სახალხო არტისტის ოჯახის წევრია...“ ვინ არის ქალი, რომელმაც პეკინზე 3 წლის ბავშვი დაჭრა

8771
(განახლებულია 17:07 29.08.2019)
პოლიციამ შუახნის ქალი შემთხვევიდან რამდენიმე საათში დააკავა. ბრალდებულს 10-წლიანი პატიმრობა ემუქრება.

თბილისი, 29 აგვისტო — Sputnik. 3 წლის ბავშვზე თავდასხმაში ბრალდებული ქალის შესახებ დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი. ირკვევა, რომ ბრალდებული 51 წლის თამარ საძაგლიშვილია.

ჟურნალისტებთან საუბრისას მეზობლები ამბობენ, რომ ქალს რამდენიმე წლის წინ ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, თუმცა შარშან მკურნალობა შეწყვიტა. ერთ-ერთი მეზობლის ცნობით, ბრალდებული ცნობილი სახალხო არტისტის მარეხ გოძიაშვილის ოჯახის წევრია.

საძაგლიშვილის მეზობლები ამბობენ, რომ მას სამხატვრო აკადემია აქვს დამთავრებული და წლების განმავლობაში ხატავდა.

„არ ვიცით, რა დაემართა. ჯანმრთელობის პრობლემები კი ჰქონდა, მაგრამ შარშან მკურნალობა შეწყვიტა. მეზობლებთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა. არც კონფლიქტური იყო. ოჯახში დედასთან ერთად ცხოვრობდა“, – ამბობს ერთ-ერთი მეზობელი.

ბრალდებულმა მიმდინარე წლის 27 აგვისტოს თბილისში, პეკინის გამზირზე 2015 წელს დაბადებულ მცირეწლოვანს ცივი იარაღით სახეზე დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ შუახნის ქალი შემთხვევიდან რამდენიმე საათში დააკავა. ბრალდებულს 10-წლიანი პატიმრობა ემუქრება.

8771
თემები:
შემთხვევები საქართველოში (1360)