ნანუკა ჟორჟოლიანის გადაცემა „მთავარ არხზე“ არ გავა – რა გადაწყვეტილება მიიღო ტელეწამყვანმა

© photo: Nanuka Zhorzholiani's Show / FBნანუკა ჟორჟოლიანი
ნანუკა ჟორჟოლიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახალი ტელეკომპანია „მთავარი არხი“ მაუწყებლობას 9 სექტემბერს დაიწყებს.

თბილისი, 29 აგვისტო — Sputnik. ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი „ნანუკას შოუს“ აღარ წაიყვანს, მისი მომავალი გადაცემა სოციალური თემატიკის იქნება, განაცხადა თავად ნანუკა ჟორჟოლიანმა ნიკა გვარამიას „ფეისბუქ–Live“-ში.

ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის მიკროფონი - Sputnik საქართველო
„რუსთავი 2“-ის საინფორმაციოს ახალი უფროსი ეყოლება

როგორც ნანუკამ აღნიშნა, „მთავარ არხზე“, რომელიც მაუწყებლობას 9 სექტემბრიდან დაიწყებს, „ყვითელი“ გადაცემები აღარ იქნება.

„მექნება სოციალური გადაცემა და ვისაუბრებთ ადამიანების პრობლემებზე, და, რა თქმა, უნდა იქნება პირდაპირი ეთერი“, – აცხადებს ნანუკა ჟორჟოლიანი.

ახალი ტელეკომპანია „მთავარი არხი“ მაუწყებლობას 9 სექტემბერს დაიწყებს. „მთავარი არხი“ მაუწყებლობას „კომედი არხის“ სიხშირეზე ტელეკომპანია „იბერიას“ შენობიდან განახორციელებს. საღამოს საინფორმაციო გამოშვებას (21:00) ერქმევა „მთავარი“ და მას დიანა ჯოჯუა და პაატა იაკობაშვილი წაიყვანენ.

ტელეკომპანია რუსთავი 2 - Sputnik საქართველო
სად აპირებენ საქმიანობის გაგრძელებას „რუსთავი 2"-ის ყოფილი ჟურნალისტები

ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის მიერ „რუსთავის 2“-ის გადაფორმებიდან ერთი თვის თავზე არხიდან გაათავისუფლეს საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე, საზოგადოებრივი და პოლიტიკური თოქ-შოუს მთავარი პროდიუსერი გიორგი ლაფერაშვილი, პოლიტიკური გადაცემების წამყვანები გიორგი გაბუნია და ეკა კვესიტაძე, გასართობი გადაცემის ავტორი და წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი. ახალმა დირექტორმა პაატა სალიამ მათი გათავისუფლების მიზეზად „ინტერესთა კონფლიქტი" და „შიდა ომები" დაასახელა.

ამ გადაწყვეტილების შემდეგ ტელეკომპანია საინფორმაციო გადაცემა „კურიერის" ძირითადმა გუნდმა დატოვა. „რუსთავი 2“ ასევე დატოვეს რამდენიმე პროდიუსერმა, გადაცემების „შაბათის შუადღის“ და „კვირის სხვა შუადღის“ წამყვანებმა, გადაცემა „პოსტ-სკრიპტუმის“ გუნდმა და რეგიონულმა ჟურნალისტებმა.

ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის მფლობელი ქიბარ ხალვაში არხზე საინფორმაციო მაუწყებლობის აღდგენას სექტემბრიდან ვარაუდობს.

ქიბარ ხალვაში და პაატა სალია - Sputnik საქართველო
ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ზე საინფორმაციო მაუწყებლობა, სავარაუდოდ, სექტემბრიდან აღდგება

1994 წელს დაფუძნებულმა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-მა არაერთხელ შეიცვალა მფლობელი. ხალვაშმა 2015 წელს სასამართლოში სარჩელი შეიტანა და განაცხადა, რომ წინა ხელისუფლებამ 2006 წელს მას ტელეკომპანია წაართვა. რამდენიმე წლის განმავლობაში ბიზნესმენმა საქმე სამივე ინსტანციის სასამართლოში მოიგო. ამის შემდეგ საქმის განხილვა გაგრძელდა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში, რომელმაც საქართველოს სასამართლოს საქმისწარმოებაში დარღვევები ვერ აღმოაჩინა.

ხალვაშმა ტელეკომპანია 18 ივლისს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე დაიბრუნა. მალევე თანამდებობიდან გაათავისუფლა კომპანიის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, რომელიც, ხალვაშის აზრით, „რუსთავი 2"-ს მხოლოდ პოლიტიკურ ინსტრუმენტად იყენებდა.

ყველა ახალი ამბავი
0