ნოდარ მელაძე

ვინ არის ქალი, რომელმაც ნოდარ მელაძეს ტყუპები გაუჩინა ჟურნალისტი შვილების ფოტოს აქვეყნებს

24843
(განახლებულია 13:06 26.08.2019)
„რუს­თა­ვი 2“-ის სა­ინ­ფორ­მა­ციო სამ­სა­ხუ­რის ყო­ფი­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლი ტყუპი ქალიშვილის მამა გახ­და.

„რუს­თა­ვი 2“-ის სა­ინ­ფორ­მა­ციო სამ­სა­ხუ­რის ყო­ფი­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლი ნო­დარ მე­ლა­ძე მამა გახ­და. ჟურნალისტი „ფეიბუქის“ პირად გვერდზე შვილების ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ მან გოგონებს ნა­ტა­ტა და თი­ნა­ნო და­არ­ქვა.

„სხვა ცხოვ­რე­ბა, სხვა გან­ცდა, სხვა გრძნო­ბა. დღე­ი­დან ორი შვი­ლის მამა ვარ. ნა­ტა­ტა და თი­ნა­ნო მე­ლა­ძე­ე­ბი და­ი­ბად­ნენ. Tea Tsetskhladze მად­ლო­ბა ამ დღის­თვის“, – წერს მე­ლა­ძე.

რამდენიმე დღეში რომ ტყუპებს ელოდებოდა, ნოდარ მელაძემ თანამდებობიდან გათავისუფლების დროს გამართულ ბრიფინგზეც განაცხადა და აღნიშნა, რომ მის ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყებოდა.

ბავ­შვე­ბის დედა აჭარელი ჟურნალისტი თეა ცე­ცხლა­ძეა, რო­მე­ლიც ასე­ვე წლე­ბია მე­დი­ა­ში მოღ­ვა­წე­ობს. ის „ნაციონალური მოძრაობის“ აქტიური მხარდამჭერია და ამას „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზეც ღიად გამოხატავს. თეა ცეცხლაძე რამდენიმე წლის წინ აჭა­რის ტე­ლე­ვი­ზი­ის დი­რექ­ტო­რი იყო, ბო­ლოს კი „რუს­თა­ვი 2“-ში მუშაობდა.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ „რუსთავი 2″-ის გენერალური დირექტორის პაატა სალიას გადაწყვეტილებით ნოდარ მელაძე, გიორგი გაბუნია, ნანუკა ჟორჟოლიანი და არხის სხვა თანამშრომლები სამსახურიდან გაათავისუფლეს.

24843
თემები:
სელებრითების ცხოვრება (2079)
სასწრაფო დახმარება

საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა უმრავლესობა უსიმპტომოა ან მსუბუქი სიმძიმისაა

16
ეპიდემიოლოგები პაციენტების მკურნალობს სახლის პირობებში გეგმავენ - მიმდინარეობს ექიმების გადამზადება

თბილისი, 19 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა შორის ჭარბობენ მსუბუქი, უსიმპტომო ან საშუალო სიმძიმის პაციენტები, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ.

საქართველოში ამ დროისათვის 1657 პაციენტი მკურნალობს. მათგან 13-ის მდგომარეობა კრიტიკულია, ხუთი კი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა ჩართული.

„ზოგადად ბოლო ორ კვირაში გვაქვს ახალი შემთხვევების მზარდი დინამიკა და ეს ძირითადად ხდება აჭარის რეგიონის ხარჯზე, სადაც გვაქვს ეპიდაფეთქება, მაგრამ სიტუაცია სრულად მართვადია და მათ შორის აჭარის რეგიონში“, – განაცხადა გამყრელიძემ.

გამყრელიძემ არ გამორიცხა, რომ აჭარაში პაციენტების მართვა სახლში დაიწყოს. მისი თქმით, უახლოეს დღეებში პირველადი ჯანდაცვის ექიმები კიდევ ერთხელ გადამზადდებიან, რათა პაციენტებს სახლის პირობებში უმკურნალონ.

გამყრელიძის თქმით, 30 იანვრიდან საქართველოში 534 ათასი PCR-ტესტი და დაახლოებით 301 ათასი სწრაფი ტესტი გაკეთდა.

ეპიდემიოლოგმა მოუწოდა ყველას ცხელების შემთხვევაში შესაბამის სამსახურებს მიმართონ. მისი თქმით, ეს პირველი წელიწადია, როდესაც გრიპთან და სხვა რესპირატორულ დაავადებებთან ერთად, რომლებიც შემოდგომით აქტიურდება, იარსებებს ასევე კორონავირუსი. საჭიროა მაქსიმალური სიფრთხილე და რეკომენდაციების შესრულება.

გურიაში კორონავირუსი პედაგოგებს დაერია >>

ოქტომბრის დასაწყისში საქართველოს ექნება გრიპის ოთხკომპონენტიანი ვაქცინის 135 ათასამდე დოზა. დაავადებათა კონტროლის ცენტრი ვაქცინის დამატებითი დოზების შემოტანაზე მუშაობს.

„როგორც წესი, ვაქცინა გაუკეთდება რისკჯგუფებს და ეს რისკჯგუფები ყოველწლიურად ისაზღვრება იმუნიზაციის საბჭოს დადგენილებით. ვცდილობთ მაქსიმალურად, გავზარდოთ სახელმწიფოს მიერ შესყიდული ვაქცინის მარაგი. ძალიან ბევრ ბაზარზე და ბევრ მწარმოებელთან გვაქვს კონტაქტი და შესაძლებელია, წელს გრიპის აცრებზე მოთხოვნა იყოს მეტი, ვიდრე ოდესმე ყოფილა. რა თქმა უნდა, ვაქცინა ექნებათ კერძო კომპანიებსაც“, - განაცხადა გამყრელიძემ.

გასულ დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა 182-ით გაიზარდა. სამთავრობო ვებგვერდ StopCov-ის მონაცემებით, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა ქვეყანაში 3119-ე შეადგენს.

 

16
თემები:
COVID-19 საქართველოში

არავითარი დღესასწაული: როგორ იმოქმედა პანდემიამ რთველზე - ვიდეო

203
საქართველოში აქტიურ ფაზაში შევიდა ყურძნის მოსავლის აღების სეზონი. იხილეთ Sputnik-საქართველოს ვიდეოში, როგორ იღებენ მოსავალს კახეთში COVID-19-ის ფონზე

რთველი საქართველოში ყოველთვის ნამდვილ და ხანგრძლივ დღესასწაულად მიიჩნეოდა, რომელიც უყვართ სოფლის მკვიდრებსაც და ქალაქელებსაც. მაგრამ პანდემიამ მასზეც იქონია გავლენა.

ლოკდაუნმა, ტურისტების არყოფნამ, დაკეტილმა ბარებმა და რესტორნებმა ძლიერი დარტყმა მიაყენა ღვინის ბაზარს. 2020 წელს ღვინის ქარხნები იძულებულები გახდნენ ყურძნის ყველა ჯიშზე შესასყიდი ფასი დაეწიათ. ფერმერებს ახლა არჩევანის საშუალება არ აქვთ - პანდემიის მიუხედავად, უამრავი საქმეა.

ამ დროისათვის კახეთში უკვე მოიკრიფა და გადამუშავდა 40 ათასი ტონა ყურძენი. ჯამში წელს 300 ათასო ტონა მოსავლის აღება იგეგმება.

203