თიანეთსა და ახმეტას ახალი გზა დააკავშირებს

© The Roads Department of Georgiaახმეტა-თიანეთის გზა
ახმეტა-თიანეთის გზა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ასფალტ-ბეტონის საფარიანი გზა და ახალი ხიდების მშენებლობა კახეთიდან მცხეთა-მთიანეთის მიმართულებით მოძრაობას სწრაფსა და უსაფრთხოს გახდის.

თბილისი, 26 აგვისტო — Sputnik. აქტიურად მიმდინარეობს თიანეთისა და კახეთის დამაკავშირებელი 28-კილომეტრიანი გზის მშენებლობა, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

© The Roads Department of Georgiaახმეტა-თიანეთის გზა
თიანეთსა და ახმეტას ახალი გზა დააკავშირებს - Sputnik საქართველო
ახმეტა-თიანეთის გზა

უწყების ინფორმაციით, ამ დროისთვის მიმდინარეობს გზის საფუძვლის ქვედა ფენისა და რკინა-ბეტონის მილების მოწყობა. დაგეგმილია არსებულ გრუნტის გზაზე სრული რეაბილიტაციის ჩატარება და ასფალტ-ბეტონის საფარიანი გზის მოწყობა.

© The Roads Department of Georgiaახმეტა-თიანეთის გზა
თიანეთსა და ახმეტას ახალი გზა დააკავშირებს - Sputnik საქართველო
ახმეტა-თიანეთის გზა

გარდა ამისა, პროექტის მიხედვით, აღადგენენ არსებულ ხიდს და ააშენებენ ორ ახალ ხიდს.

რიკოთის უღელტეხილზე გზის მონაკვეთის მშენებლობა იწყება>>

პროექტის განხორციელების შემდეგ თიანეთსა და ახმეტას განახლებული და კომფორტული გზა დააკავშირებს. ამჟამად გზა დაზიანებულია და ამის გამო ავტომობილებს გადაადგილება უჭირს.

პროექტის ღირებულება 19 მილიონი ლარია.

ყველა ახალი ამბავი
0