Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ნიკოლა კალაძის ახალი ფოტო - სოციალური ქსელის მომხმარებლები აღფრთოვანებას ვერ მალავენ

© Facebook / Kakha kaladzeკახა კალაძე ანუკი არეშიძე
კახა კალაძე ანუკი არეშიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
წარმატებული ქართველი დიზაინერი ანუკი არეშიძე და თბილისის ყველაზე მოდური მერი კახი კალაძე უმცროს ვაჟს ნიკოლას საგულდაგულოდ მალავდნენ

გასული წლის ოქტომბერში თბილისის მერს კახა კალაძესა და მის მეუღლეს ანუკი არეშიძეს ვაჟი – ნიკოლა შეეძინათ. ის წყვილისთვის მეოთხე ვაჟია. პირველი სამი ვაჟი ანუკი არეშიძემ იტალიაში, მილანში გააჩინა. უფროსი შვილი ლევან კალაძე 12 წლისაა, მეორე – კახაბერ კალაძე – 7 წლის, ვაჩე კალაძე კი – 5-ის.

View this post on Instagram

❤️

A post shared by Kakha Kaladze (@kakhakaladze) on

კახა კალაძის პოლიტიკური კარიერიდან გამომდინარე, შვილებთან ურთიერთობისთვის ნაკლები დრო რჩება. მიუხედავად ამისა, ყველა კარგად ხედავს, რომ ოჯახი თავს იყრის საზღვარგარეთ სხვადასხვა მდიდრულ კურორტებსა თუ ევროპის გამორჩეულ ქალაქებში.

View this post on Instagram

❤️❤️❤️

A post shared by Kakha Kaladze (@kakhakaladze) on

ანუკისა და კახის მეოთხე ვაჟი ერთი წლის გახდა. სავარაუდოდ, ამიტომ გადაწყვიტეს მშობლებმა მისი ფოტოს გასაჯაროება, რომელსაც გამორჩეული ოჯახის თაყვანისმცემლები დიდი მოთმინებით ელოდნენ. ნიკოლა თბილისის მერსა და მის მეუღლეს 2018 წლის 4 სექტემბერს შეეძინათ. ახალშობილი 3.290 კგ დაიბადა.

View this post on Instagram

❤️❤️

A post shared by Kakha Kaladze (@kakhakaladze) on

კახიმ თავის Instagram-ზე რამდენიმე ვიდეო გამოაქვეყნა, მაგრამ პატარა ოქროსფერთმიანი ბიჭუნას სახე არსად ჩანდა და ეს ხალხის ინტერესს უფრო მეტად იწვევდა.

ყველა ახალი ამბავი
0