საქართველოს გული იწვის ამაზონის ტყეებთან ერთად – სალომე ზურაბიშვილი

© Sputnik / Vladimir Umikashviliსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამაზონის ტროპიკულ ტყეებში ხანძარი მძვინვარებს. წლის დასაწყისიდან იქ 74-ზე მეტი ხანძრის კერა დაფიქსირდა, რაც გასული წლის მაჩვენებელს 85%-ით აღემატება.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამაზონის ტროპიკულ ტყეებში ხანძარს ეხმაურება და წერს, რომ საქართველო დედამიწის გადასარჩენ ბრძოლას უერთდება.

„საქართველოს გული იწვის ამაზონის ტროპიკულ ტყეებთან ერთად. ვუერთდებით ბრძოლას ჩვენი დედამიწის გადასარჩენად და მოვუწოდებთ ყველას, ამაზონის გადასარჩენად ვიმოქმედოთ“, – წერს სალომე ზურაბიშვილი Twitter-ის საკუთარ გვერდზე.

ამაზონის ტროპიკულ ტყეებში ხანძარი მძვინვარებს. წლის დასაწყისიდან იქ 74-ზე მეტი ხანძრის კერა დაფიქსირდა, რაც გასული წლის მაჩვენებელს 85%-ით აღემატება.

20 აგვისტოს ხანძრის კვამლმა ქალაქ სან-პაულუს მიაღწია. ამაზონის ტყეებში ხანძრის გამო მთელი მსოფლიო განიცდის, Twitter-ზე ჰეშთეგი #PrayforAmazonia შეიქმნა, ჰოლივუდის მსახიობმა ლეონარდო დი კაპრიომ კი ამ ფაქტს Instagram-ზე პოსტი მიუძღვნა.

ყველა ახალი ამბავი
0