Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„თუ მართლა გინდათ დაკლება, სცადეთ“ – ნუკი კოშკელიშვილის დაპირებული დიეტის რეცეპტი

© courtesy of Nuki Koshkelishviliნუკი კოშკელიშვილი
ნუკი კოშკელიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცოტა ხნის წინ მოდელმა და ტელეწამყვანმა თავის Instagram-ზე დააანონსა, რომ ხელმომწერებს გაუმხელდა როგორ მიაღწია სასურველ ნიშნულს.

ტელეწამყვანმა და მოდელმა ნუკი კოშკელიშვილმა დიეტამდე მასაჟებსა და ცელულიტის მოყინვის პროცედურასაც მიმართა. მოდელმა ქალბატონებს ურჩია კონკრეტული პიროვნებაც, ვინც მას სპეციალური რაციონი შეურჩია. ასევე აღნიშნა, რომ კარგი იქნება, თუ ქალბატონები თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით გაარკვევენ, რომელი რაციონი სჭირდებათ.

აქვე აღნიშნა ისიც, რომ წონაში დასაკლებად მისი მეუღლეც მივიდა, რომელსაც განსხვავებული რაციონი დაუნიშნეს, რადგან ანალიზების მიხედვით ბევრი რამ განისაზღვრება.

აი, რას წერს ნუკი, ამავდროულად თავის რეცეპტს გვიმხელს, რომელიც გამოსცადა და წარმატებით დაიკლო:

„პირდაპირ გეუბნებით, სასწაულები არ ხდება, უნდა მართლა გქონდეს ნებისყოფა, რომ შედეგი მიიღო. მე ყველა დიეტა ვცადე რაც კი არსებობს და არაფერს მაძლევდა.

ნინო ჩხეიძე - Sputnik საქართველო
„კიდევ ვინ იწყებთ?“ - ნინო ჩხეიძე ენძელა მაჭავარიანთან ერთად დიეტაზეა

მივედი დიეტოლოგთან და მას შემდეგ დაიძრა ჩემი საქმე. თავიდან ადვილია, მერე უფრო და უფრო რთულდება. მე კიდევ ძალიან მაგრად მომიხდა ეს მოყინვა და ანტიცელულიტური მასაჟი. მე საერთოდ ძალიან თონთლო ვარ წელს ქვემოთ და ცელულიტიანი, ხოდა ამ მასაჟებმა ამილაგა ყველაფერი.

დაგიწერთ მე რა დამიწერა ლაშამ და თუ გინდათ დაიცავით, თუმცა გირჩევთ მიხვიდეთ და თქვენთვის პერსონალურ პროგრამას შეგირჩევთ.

პირველი ათი დღე:
დილას
10 სთზე 100 გ ხაჭო + 150 გ ხილი
1 საათზე ერთი კვერცხი + ყველი + 200 გ ბოსტნეული
4 საათზე მოხარშული ხორცი 150 გ + ბოსტნეულის სუპი
7 საათზე 1 ნაჭერი ყველი + ორი კიტრი
9 საათზე 300 გ კეფირი
ყველაფერი უმარილოდ და უშაქროდ – ეს პირველი 10 დღე

ოდრი ჰეპბერნი - Sputnik საქართველო
ოდრი ჰეპბერნის დიეტა — ნატიფი აღნაგობის მარტივი საიდუმლო

მერე
10- 1 ც იოგურტი
13- 300 გ ხილი
16- 150 გ ხორცი, 1 ნაჭერი ყველი, 2 ც კიტრი
19- 250 გ ბოსტნეულის სალათი
21- 300 მლ კეფირი
ყველაფერი უშაქროდ და უმარილოდ, დღის განმავლობაში მინიმუმ 2 ლიტრი წყალი – ეს შემდეგი 10 დღე გაგრძელება“, – წერს ტელეწამყვანი.

ყველა ახალი ამბავი
0