ძმებს, რომლებიც დედის დასახმარებლად „ტაქსაობენ“, 8 წლის ანასტასიამ დანაზოგი გადასცა

გამოწერა
დედა ამჟამად თურქეთში, კლინიკა Florence Nightingale Istanbul-ში იმყოფება, მას მა­ღალ­დო­ზი­რე­ბუ­ლი ქი­მი­ის კურ­სი და ღე­რო­ვა­ნი უჯრე­დე­ბის ტრან­სპლან­ტა­ცია ესაჭიროება, რაც 150 000$ ღირს.

შვილებს, რომლებმაც დედის გადასარჩენად „ტაქსაობა“ დაიწყეს, 8 წლის ანასტასიამ თავისი დანაზოგი გადასცა, ინფორმაციას ნიკა ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

ნიკა თავის ძმასთან ერთად ლეიკემიით დაავადებული დედისთვის თანხას აგროვებს.

„დღეს ჩვენი ტაქსი გამოიძახეს. აღმოჩნდა, რომ ჩვენმა პატარა გულშემატკივარმა, 8 წლის ანასტასიამ დედას გამოატანა თავისი დანაზოგი. ამ პატარა ანგელოზს უნდა, რომ ყველა კარგად ვიყოთ. რა უნდა დავწერო არ ვიცი, რა უნდა ვთქვა, რომ გადმოგცეთ ეს ყველაფერი. მგონი ეს ის შემთხვევაა, როდესაც ლაპარაკს აზრი არ აქვს. თბილისში რომ ჩამოვალ, პირველი, რასაც გავაკეთებ, ანასტასიას გაცნობა იქნება, მე დავუმეგობრდები ამ პატარას და მთელ ქვეყანას მოვუყვები, როგორი საოცარი ბავშვია“, – წერს ნიკა ქართველიშვილი.

ია ფარულავა - Sputnik საქართველო
„ფულს არ ვითხოვთ...“ - ია ფარულავას დახმარება სჭირდება

თბილისის ქუჩებში ტაქსი წარწერით „#მაიასთვის“ დაახლოებით ერთი თვის წინ გამოჩნდა. ეს შვილების ერთობლივი წამოწყებაა, რომლებმაც ლეიკემიით დაავადებული დედისთვის თანხის შეგროვება დაიწყეს.

დედა ამჟამად თურქეთში, კლინიკა Florence Nightingale Istanbul-ში იმყოფება, მას მა­ღალ­დო­ზი­რე­ბუ­ლი ქი­მი­ის კურ­სი და ღე­რო­ვა­ნი უჯრე­დე­ბის ტრან­სპლან­ტა­ცია ესაჭიროება, რაც 150 000$ ღირს.

დახმარების მსურველებმა თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ საქართველოს ბანკი GEL- EUR- USD GE95BG0000000161310779, TBC ბანკი GEL - EUR - USD - GE28TB7739345064300013 TBC

მიმღები რატი ქართველიშვილი, პ/ნ 01019072195, 591 819 819

ყველა ახალი ამბავი
0