ვენახი

მევენახეები კადასტრის ამონაწერის გარეშე ყურძენს ვერ ჩააბარებენ

130
10 ტონაზე მეტი რაოდენობის ჩასაბარებელი ყურძენი შეფასდება როგორც ჯიშური ღვინის მასალა.

თბილისი, 18 აგვისტო — Sputnik.  ფერმერების მიერ მიკროზონების კადასტრის ამონაწერის მიღების ვადა ორი კვირის შემდეგ გადის, ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

კახეთსა და საქართველოს რიგ რეგიონებში ყურძნის მოსავლის აღება დაიწყო. წელს მარტო კახეთის რეგიონში 250 ტონამდე მოსავალია მოსალოდნელი.

2019 წლის რთველის დროს  დროს „ქინძმარაულის“, „ახაშენის“, „ყვარლის“ და „მუკუზნის“ მიკროზონებიდან ყურძნის ჩაბარება მხოლოდ ვენახების კადასტრის ამონაწერის საფუძველზე მოხდება.  

კადასტრის ამონაწერის დასამოწმებლად, მევენახემ მუნიციპალიტეტების სოფლებში არსებულ შესაბამის სამსახურებს მიმდინარე წლის 1 სექტემბრამდე უნდა მიმართოს, რომლებიც განთავსებულია საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურებში ყვარელსა და გურჯაანში, ასევე გურჯაანის მუნიციპალიტეტის შემდეგი სოფლების საკრებულოებში: ველისციხე, კალაური, ვაჩნაძიანი, ჩუმლაყი, ვაზისუბანი, ახაშენი, მუკუზანი და შაშიანი.

ასევე შექმნილია კადასტრის მობილური ჯგუფი, რომელიც გადაადგილდება გურჯაანისა და ყვარლის მუნიციპალიტეტების სოფლებში.

აღნიშნული მიკროზონებიდან ჩასაბარებელი ყურძნის რაოდენობა განსაზღვრულია: 1 ჰექტრიდან არაუმეტეს 10 ტონა. 10 ტონაზე მეტი რაოდენობის ჩასაბარებელი ყურძენი, შეფასდება როგორც ჯიშური ღვინის მასალა. ამონაწერი გაიცემა უფასოდ.

 „რთველი 2019“–ის ორგანიზებულად ჩატარებისთვის თელავში საკოორდინაციო შტაბია გახსნილი, სადაც უკვე მუშაობს ღვინის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები, რომლებიც კონსულტაციას უწევენ ფერმერებს. საკოორდინაციო სტაბი 24–საათიან რეჟიმში მუშაობს.

ამასთან, მიმდინარე წელს ყურძენზე დაბალი მოთხოვნაა მოსალოდნელი.

130
თემები:
ღვინის კულტურა და მეღვინეობა (44)