ღრუბლიანი ცა თბილისის ზღვაზე

უსაფრთხოა თუ არა თბილისის ზღვაში ცურვა? სპეციალისტებმა წყლის ხარისხი შეამოწმეს

85
(განახლებულია 19:02 16.08.2019)
სპეციალისტებმა წყალსატევში რამე მავნე ნივთიერებები ვერ აღმოაჩინეს

თბილისი, 16 აგვისტო — Sputnik. თბილისის წყალსაცავში, ე. წ. თბილისის ზღვაში წყალი სუფთაა და იქ ცურვა უსაფრთხოა, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

მაისიდან აგვისტოს ჩათვლით სააგენტოს სპეციალისტები თბილისის წყალსაცავის ქიმიურ და მიკრობიოლოგიურ შემადგენლობას ამოწმებდნენ. ამ პერიოდში დაშვებული ნორმების გადაჭარბების არც ერთი შემთხვევა დაფიქსირებული არ ყოფილა.

უფრო ადრე სპეციალისტებმა წყლის ხარისხი ლისისა და კუს ტბებზე შეამოწმეს, სადაც ასევე არ არის აღმოჩენილი მავნე ნივთიერებები.

კვლევები გარემოს ეროვნული სააგენტოს ლაბორატორიაში ჩატარდა.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ სააგენტოს სპეციალისტები განაგრძობენ წყლის ხარისხის შემოწმებას მთელი საცურაო სეზონის განმავლობაში - მაისიდან სექტემბრის ჩათვლით პერიოდში.

წყლის სინჯები რეგულარულად მოწმდება 29 კომპონენტზე, მათ შორის 26 ქიმიურ და 3 მიკრობიოლოგიურ პარამეტრზე.

85
თემები:
გარემოს დაცვა და ეკოლოგია (107)
ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე:  ჯარიმების მთლიანად ჩამოწერა ალბათ მიუღებელი იქნება

6
(განახლებულია 11:26 28.05.2020)
გავრცელებული ინფორმაციით, საგანგებო მდგომარეობის მოქმედების დროს გამოწერილი ჯარიმების საერთო მოცულობამ 25 მილიონ ლარს გადააჭარბა.

თბილისი, 28 მაისი - Sputnik. ჯარიმების მთლიანად ჩამოწერა მიუღებელია, რადგან  ეს არ არის პირველი და უკანასკნელი საგანგებო მდგომარეობა, რომელიც გამოცხადდა, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატმა ირაკლი კობახიძემ  საგანგებო მდგომარეობის დროს მოსახლეობის ჯარიმების ჩამოწერის საკითხთან დაკავშირებით. 

საგანგებო მდგომარეობის დროს, რომელიც საქართველოში 21 მარტიდან 23 მაისამდე მოქმედებდა, 7 777 ჯარიმა გამოიწერა. საგანგებო მდგომარეობის რეჟიმისა და კომენდანტის საათის დარღვევისთვის ჯარიმა ფიზიკური პირებისთვის შეადგენდა 3 ათას ლარს, იურიდიული პირებისთვის – 15 ათას ლარს.
გავრცელებული ინფორმაციით, საგანგებო მდგომარეობის მოქმედების დროს გამოწერილი ჯარიმების საერთო მოცულობამ 25 მილიონ ლარს გადააჭარბა.

კობახიძის განმარტებით, ჯარიმების ჩამოწერის საკითხზე აუცილებელია მსჯელობა, რა დროსაც გათვალისწინებული უნდა იყოს როგორც მოსახლეობის ინტერესები, ასევე ისიც, რომ მომავალში საგანგებო მდგომარეობა იყოს სწორად მართული.

„შეზღუდვების რეალიზების აუცილებელი პირობა ჯარიმებია, ამიტომაც თუ საზოგადოებას ეცოდინება, რომ  სანქციები არაფერს ნიშნავს და მათი ჩამოწერა შეიძლება ერთი ხელის მოსმით მოხდეს, პრევენციული თვალსაზრისით ეს, რა თქმა უნდა, პრობლემას წარმოადგენს. ჩვენ ასევე გვესმის, რომ ეს ჯარიმები ჩვენი მოქალაქეებისთვის მძიმე ტვირთია, ამიტომაც საკითხი სიღრმისეულ მსჯელობას საჭიროებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე. 

ოპოზიციურმა პარტია „ევროპულმა საქართველომ“   პარლამენტში უკვე დაარეგისტრირა კანონპროექტი, რომელიც მოქალაქეებისთვის 3000-ლარიანი ჯარიმების ჩამოწერას ითვალისწინებს.

მმართველ გუნდში კი აღნიშნავენ, რომ ჯარიმების პრობლემა ყველაზე არაპოპულარულია, თუმცა,  პრობლემის განხილვა საინტერესო იქნება.

„ოპოზიცია ითხოვს ზუსტად არჩევნების წინ ამ დავალიანებების ჩამოწერას. თუმცა, ჩვენ ვიმსჯელებთ არა იქიდან გამომდინარე, თუ როდის ტარდება არჩევნები, არამედ იმის გათვალისწინებით, თუ რა არის საჭირო მომავალში საგანგებო მდგომარეობის  სწორად მართვისთვის“, – აღნიშნა  კობახიძემ.

საქართველოს მოქალაქეებმა, რომლებიც საგანგებო მდგომარეობის მოქმედების დროს სხვადასხვა ადმინისტრაციული დარღვევისთვის დაჯარიმდნენ, 23 მაისიდან ყველა ჯარიმა და საურავი უნდა გადაიხადონ.

საგანგებო მდგომარეობის დროს, რომელიც საქართველოში 21 მარტიდან 23 მაისამდე მოქმედებდა, ყველა ადმინისტრაციული ჯარიმის გადახდა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე გადაიდო.

6
თემები:
COVID-19 საქართველოში
წერილი

„ძალიან გვენატრება დედა...“- ნახეთ რას წერს 18 წლის ანა სალომე ზურაბიშვილს

20
(განახლებულია 10:58 28.05.2020)
სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მსჯავრდებულის შვილის წერილი ვრცელდება, სადაც ის საქართველოს პრეზიდენტს მიმართავს

თბილისი, 28 მაისი – Sputnik. ადვოკატი ლექსო კობაიძე 18 წლის ანას წერილს აქვეყნებს, რომელიც საქართველოს პრეზიდენტს 2018 წელს ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული დედის გათავისუფლებას სთხოვს.

წერილიდან ირკვევა, რომ ქალს 4 წელი აქვს მისჯილი.

გოგონა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მიმართავს და სთხოვს, რომ დედამისი შეიწყალოს. მისი თქმით, პატიმარმა ბევრჯერ დაწერა წერილი შეწყალებასთან დაკავშირებით, მაგრამ არ შეიწყალეს.

20