საქართველოს ვარსკვლავი

საქართველოში „ევროვიზია 2020"-ისთვის შესარჩევი ტურები იწყება

92
(განახლებულია 13:35 15.08.2019)
მალე კასტინგები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩატარდება

თბილისი, 15 აგვისტო — Sputnik. საქართველო სიმღერის კონკურს „ევროვიზია 2020"-ზე ქვეყნის წარმომადგენლის შერჩევას იწყებს - იგი მეგაპოპულარული მუსიკალური პროექტ "საქართველოს ვარსკვლავის" გამარჯვებული გახდება, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე გავა.

„ევროვიზია 2020" ნიდერლანდების სამეფოში 2020 წლის 5-11 მაისის პერიოდში ჩატარდება. კონკურსის გამართვაზე უფლება ნიდერლანდებმა 2019 წელს გამართულ კონკურსზე დუნკან ლოურენსის (სიმღერა Arcade ) გამარჯვების შემდეგ მოიპოვა, რომელიც თელ-ავივში გაიმართა.

„საქართველოს ვარსკვლავი" ცნობილი ბრიტანული მუსიკალური კონკურს Pop Idol-ის ანალოგია. გასულ წლის სეზონში პროექტის გამარჯვებული გახდა მომღერალი ოთო ნემსაძე, რომელმაც „ევროვიზია 2019"-ზე საქართველო წარადგინა.

ტელეპროექტ „საქართველოს ვარსკვლავის" კასტინგი თბილისში 16, 17, 23 და 24 აგვისტოს ჩატარდება. კანდიდატების ფინალური შერჩევა პირველი არხის შენობაში (კოსტავას ქუჩა, 69) 30-31 აგვისტოს გაიმართება.

პროექტის პრე-კასტინგები უკვე ჩატარდა ქუთაისსა და ბათუმში. სექტემბერში შოუს პროდიუსერები კონკურსანტების შერჩევას საქართველოს სხვა რეგიონებშიც შეუდგებიან.

„საქართველოს ვარსკვლავის" ჟიურის შემადგენლობაშია The Voice of Germany 2017-ის გამარჯვებული ნათია თოდუა, მუსიკოსი და მომღერალი სტეფანე მღებრიშვილი, მედიისა და კომუნიკაციების ბლოკის დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი და ხმისჩამწერი სტუდია "ბრავო რეკორდსის" პრეზიდენტი ზაზა შენგელია.

პროექტის მეორე სეზონი პირველ არხზე ოქტომბერში დაიწყება.

92
თემები:
ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები (55)
შატილი

შატილამდე მისასვლელი გზა უსაფრთხო და კომფორტული გახდება

8
(განახლებულია 16:17 05.08.2020)
საერთო ჯამში, შატილის მიმართულებით მიმდინარე 12 პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდება გზის 86 კილომეტრ მონაკვეთსა და 15 ხიდს

თბილისი, 5 აგვისტო - Sputnik. შატილის მიმართულებით გზის რეაბილიტაციის სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დეპარტამენტის ცნობით, მიუხედავად გეოლოგიური გამოწვევებისა, წელს შატილის მიმართულების გზაზე სამუშაოები ფაქტობრივად არ გაჩერებულა.

„პროექტის მიზანია, შატილამდე მისასვლელ გზაზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება გახდეს ბევრად უსაფრთხო, ვინაიდან არსებული გზა არის გრუნტის, ხშირად ვითარდება მეწყრული პროცესები და ორი ავტომანქანისთვის გვერდის ავლა პრაქტიკულად შეუძლებელია“, -აღნიშნულია განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, გზის რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ შატილის მიმართულებით გზის პარამეტრები გაუმჯობესდება, გაფართოვდება გზის სავალი ნაწილი, მოეწყობა ბაგიროვანი ზღუდარები და გადაადგილება გაცილებით უსაფრთხო და კომფორტული გახდება.

გზის რეაბილიტაციის ერთი მონაკვეთი, „მთის გზების“ პროექტის ფარგლებში, სნო-ჯუთა- როშკა-შატილი-ომალო-ხადორის ხეობა-ბაწარა-ახმეტას   საავტომობილო გზის მშენებლობის შემადგენელი ნაწილია.

„მთის გზების“ პროექტის პარალელურად, გზის რეაბილიტაციის ორი  პროექტი მსოფლიო ბანკის, სამი პროექტი კი  სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით მიმდინარეობს.

ყველაზე პრობლემური – თუშეთის გზა ორ წელიწადში უსაფრთხო გახდება>>

საერთო ჯამში, შატილის მიმართულებით მიმდინარე 12 პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდება  86 კმ. გზასა და 15 ხიდს. აღნიშნული პროექტების განხორციელებაზე  59 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯება.

შატილი შუასაუკუნეების ციხე-სოფელია, რომელიც 60–ზე მეტ კოშკს აერთიანებს, მდებარეობს ზღვის დონიდან 1400 მეტრზე. 2007 წლიდან შატილის კოშკები იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის საცდელ ნუსხაშია შეტანილი.

8
თემები:
საქართველოს ეკონომიკა

განახლებული ილია ჭავჭავაძის გამზირი თბილისის ცენტრში - ფოტო

12
  • ილია ჭავჭავაძის გამზირი სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ მართლაც განსხვავებულად გამოიყურება
  • მთავარი სიახლე საზოგადოებრივი ტრანსპორტის ზოლის გზის შუა ნაწილში განთავსებაა
  • ახლა ჭავჭავაძის გამზირი ასე გამოიყურება
  • მოვლენათა ასე განვითარების გამო ბევრი ავტომობილისტი უკმაყოფილოა
  • ქალაქის ცენტრში საზოგადოებრივი ტრანსპორტის გზის შუა ნაწილში გაშვებით და გაჩერებების იქვე განთავსებით, მერიამ მნიშვნელოვნად შეამცირა დანარჩენი ტრანსპორტისათვის განკუთვნილი გზა
  • ავტობუსები და სამარშუტო ტაქსები მთელ გამზირზე ახლა უპირატესობით სარგებლობენ
  • გზის შუა ნაწილში განთავსებული გაჩერება
  • საზოგადოება თითქოს უკვე მიეჩვია სიახლეს - ქვეითების გადაადგილებისათვის ყველა გაჩერებასთან ზებრა გადასასვლელი დაიხაზა და შუქნიშანი განთავსდა
  • ხანდახან ამ გაჩერებებზე ისვენებენ კიდეც
  • საზოგადოებრივი ტრანსპორტი აქ შეფერხების გარეშე გადაადგილდება - სოცქსელებში წერენ, რომ თავისუფლების მოედნიდან ვაკის პარკემდე მისვლა ათ წუთშია შესაძლებელი
  • ვაკის პარკის შესასვლელი ასევე მოწესრიგდა
  • პარკის გვერდით, გზის ცენტრალურ ნაწილში დასვენების ზონა მოეწყო
  • გზებზე წესრიგს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები იცავენ
  • დარღვევა აქ ძალზე იშვიათია, მაგრამ მოძრაობის სქემა ჯერ მხოლოდ ახლა ამოქმედდა
  • ჭავჭავაძის გამზირზე გაფართოვდა ტროტუარები
  • ახლა ტროტუარებზე მანქანის გაჩერება უკვე შეუძლებელია
  • ჭავჭავაძეზე ორივე მხარეს მოეწყო ორბორბლიანი ტრანსპორტის სამოძრაო ბილიკი
  • ზოგ ადგილზე ეს ბილიკი ტროტუარს უერთდება, მაგრამ ქვეითად მოსიარულეების სივრცე ამით არ ვიწროვდება
  • თუმცა ყველას არ ყოფნის ბილიკი და ისინი მეტი კომფორტისთვის ავტობუსის ზოლით სარგებლობენ
  • როგორც ჩანს, მიუხედავად თავდაპირველი პროტესტისა, საზოგადოება ეჩვევა ახალ რეალობას
  • და თითქოს საცობებიც შემცირდა
  • თბილისის მერია არ მალავს, რომ ამ ცვლილებების მიზანია, საზოგადოება პირადი ავტომობილებით სიარულს გადაეჩვიონ და ხშირად ისარგებლონ კომფორტული საზოგადოებრივი ტრანსპორტით
  • გამზირი მართლაც განსხვავებულად გამოიყურება. ფოტოზე - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსი
  • სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად ჭავჭავაძეზე საზოგადოებრივი საპირფარეშოები გაჩნდა, თუმცა მათ ჯერ ფუნქციონირება არ დაუწყიათ
ილია ჭავჭავაძის გამზირზე ჩატარებული მასშტაბური რეაბილიტაციის შედეგად ვაკე საგრძნობლად შეიცვალა. თუმცა ახალმა ავტობუსების ზოლმა, რომლებიც ქუჩის ცენტრში განთავსდა, ავტომობილისტების მხრიდან კრიტიკა დაიმსახურა

გამზირის რემონტის დროს გაფართოვდა ქვეითად სასიარულო ზონა და შემცირდა ტრანსპორტის სავალი ნაწილი. გამზირზე ასევე მოეწყო ორბორბლიანი ტრანსპორტის ბილიკები ორივე მხარეს. ავტობუსების გადაადგილების ზოლები და გაჩერებები მერიამ ქუჩის ცენტრალურ ნაწილში განთავსდა, ასევე დამონტაჟდა ბევრი შუქნიშანი, რათა ქვეითებმა კომფორთულად გადაკვეთოს გზის სავალი ნაწილი.

12
  • ილია ჭავჭავაძის გამზირი სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ მართლაც განსხვავებულად გამოიყურება
    © Sputnik / Viktor Kaminsky.

    ილია ჭავჭავაძის გამზირი სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ მართლაც განსხვავებულად გამოიყურება

  • მთავარი სიახლე საზოგადოებრივი ტრანსპორტის ზოლის გზის შუა ნაწილში განთავსებაა
    © Sputnik / Viktor Kaminsky.

    მთავარი სიახლე საზოგადოებრივი ტრანსპორტის ზოლის გზის შუა ნაწილში განთავსებაა

  • ახლა ჭავჭავაძის გამზირი ასე გამოიყურება
    © Sputnik / Viktor Kaminsky.

    ახლა ჭავჭავაძის გამზირი ასე გამოიყურება

  • მოვლენათა ასე განვითარების გამო ბევრი ავტომობილისტი უკმაყოფილოა
    © Sputnik / Viktor Kaminsky.

    მოვლენათა ასე განვითარების გამო ბევრი ავტომობილისტი უკმაყოფილოა

  • ქალაქის ცენტრში საზოგადოებრივი ტრანსპორტის გზის შუა ნაწილში გაშვებით და გაჩერებების იქვე განთავსებით, მერიამ მნიშვნელოვნად შეამცირა დანარჩენი ტრანსპორტისათვის განკუთვნილი გზა
    © Sputnik / Viktor Kaminsky.

    ქალაქის ცენტრში საზოგადოებრივი ტრანსპორტის გზის შუა ნაწილში გაშვებით და გაჩერებების იქვე განთავსებით, მერიამ მნიშვნელოვნად შეამცირა დანარჩენი ტრანსპორტისათვის განკუთვნილი გზა

  • ავტობუსები და სამარშუტო ტაქსები მთელ გამზირზე ახლა უპირატესობით სარგებლობენ
    © Sputnik / Viktor Kaminsky.

    ავტობუსები და სამარშუტო ტაქსები მთელ გამზირზე ახლა უპირატესობით სარგებლობენ

  • გზის შუა ნაწილში განთავსებული გაჩერება
    © Sputnik / Viktor Kaminsky.

    გზის შუა ნაწილში განთავსებული გაჩერება

  • საზოგადოება თითქოს უკვე მიეჩვია სიახლეს - ქვეითების გადაადგილებისათვის ყველა გაჩერებასთან ზებრა გადასასვლელი დაიხაზა და შუქნიშანი განთავსდა
    © Sputnik / Viktor Kaminsky.

    საზოგადოება თითქოს უკვე მიეჩვია სიახლეს - ქვეითების გადაადგილებისათვის ყველა გაჩერებასთან ზებრა გადასასვლელი დაიხაზა და შუქნიშანი განთავსდა

  • ხანდახან ამ გაჩერებებზე ისვენებენ კიდეც
    © Sputnik / Viktor Kaminsky.

    ხანდახან ამ გაჩერებებზე ისვენებენ კიდეც

  • საზოგადოებრივი ტრანსპორტი აქ შეფერხების გარეშე გადაადგილდება - სოცქსელებში წერენ, რომ თავისუფლების მოედნიდან ვაკის პარკემდე მისვლა ათ წუთშია შესაძლებელი
    © Sputnik / Viktor Kaminsky.

    საზოგადოებრივი ტრანსპორტი აქ შეფერხების გარეშე გადაადგილდება - სოცქსელებში წერენ, რომ თავისუფლების მოედნიდან ვაკის პარკემდე მისვლა ათ წუთშია შესაძლებელი

  • ვაკის პარკის შესასვლელი ასევე მოწესრიგდა
    © Sputnik / Viktor Kaminsky.

    ვაკის პარკის შესასვლელი ასევე მოწესრიგდა

  • პარკის გვერდით, გზის ცენტრალურ ნაწილში დასვენების ზონა მოეწყო
    © Sputnik / Viktor Kaminsky.

    პარკის გვერდით, გზის ცენტრალურ ნაწილში დასვენების ზონა მოეწყო

  • გზებზე წესრიგს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები იცავენ
    © Sputnik / Viktor Kaminsky.

    გზებზე წესრიგს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები იცავენ

  • დარღვევა აქ ძალზე იშვიათია, მაგრამ მოძრაობის სქემა ჯერ მხოლოდ ახლა ამოქმედდა
    © Sputnik / Viktor Kaminsky.

    დარღვევა აქ ძალზე იშვიათია, მაგრამ მოძრაობის სქემა ჯერ მხოლოდ ახლა ამოქმედდა

  • ჭავჭავაძის გამზირზე გაფართოვდა ტროტუარები
    © Sputnik / Viktor Kaminsky.

    ჭავჭავაძის გამზირზე გაფართოვდა ტროტუარები

  • ახლა ტროტუარებზე მანქანის გაჩერება უკვე შეუძლებელია
    © Sputnik / Viktor Kaminsky.

    ახლა ტროტუარებზე მანქანის გაჩერება უკვე შეუძლებელია

  • ჭავჭავაძეზე ორივე მხარეს მოეწყო ორბორბლიანი ტრანსპორტის სამოძრაო ბილიკი
    © Sputnik / Viktor Kaminsky.

    ჭავჭავაძეზე ორივე მხარეს მოეწყო ორბორბლიანი ტრანსპორტის სამოძრაო ბილიკი

  • ზოგ ადგილზე ეს ბილიკი ტროტუარს უერთდება, მაგრამ ქვეითად მოსიარულეების სივრცე ამით არ ვიწროვდება
    © Sputnik / Viktor Kaminsky.

    ზოგ ადგილზე ეს ბილიკი ტროტუარს უერთდება, მაგრამ ქვეითად მოსიარულეების სივრცე ამით არ ვიწროვდება

  • თუმცა ყველას არ ყოფნის ბილიკი და ისინი მეტი კომფორტისთვის ავტობუსის ზოლით სარგებლობენ
    © Sputnik / Viktor Kaminsky.

    თუმცა ყველას არ ყოფნის ბილიკი და ისინი მეტი კომფორტისთვის ავტობუსის ზოლით სარგებლობენ

  • როგორც ჩანს, მიუხედავად თავდაპირველი პროტესტისა, საზოგადოება ეჩვევა ახალ რეალობას
    © Sputnik / Viktor Kaminsky.

    როგორც ჩანს, მიუხედავად თავდაპირველი პროტესტისა, საზოგადოება ეჩვევა ახალ რეალობას

  • და თითქოს საცობებიც შემცირდა
    © Sputnik / Viktor Kaminsky.

    და თითქოს საცობებიც შემცირდა

  • თბილისის მერია არ მალავს, რომ ამ ცვლილებების მიზანია, საზოგადოება პირადი ავტომობილებით სიარულს გადაეჩვიონ და ხშირად ისარგებლონ კომფორტული საზოგადოებრივი ტრანსპორტით
    © Sputnik / Viktor Kaminsky.

    თბილისის მერია არ მალავს, რომ ამ ცვლილებების მიზანია, საზოგადოება პირადი ავტომობილებით სიარულს გადაეჩვიონ და ხშირად ისარგებლონ კომფორტული საზოგადოებრივი ტრანსპორტით

  • გამზირი მართლაც განსხვავებულად გამოიყურება. ფოტოზე - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსი
    © Sputnik / Viktor Kaminsky.

    გამზირი მართლაც განსხვავებულად გამოიყურება. ფოტოზე - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსი

  • სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად ჭავჭავაძეზე საზოგადოებრივი საპირფარეშოები გაჩნდა, თუმცა მათ ჯერ ფუნქციონირება არ დაუწყიათ
    © Sputnik / Viktor Kaminsky.

    სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად ჭავჭავაძეზე საზოგადოებრივი საპირფარეშოები გაჩნდა, თუმცა მათ ჯერ ფუნქციონირება არ დაუწყიათ