„ცხელი ხაზი" ითიშება - რა განმარტებას აკეთებს თბილისის მერია

გამოწერა
თბილისის მერია მოსახლეობას ბოდიშს უხდის შექმნილი დისკომფორტისთვის

თბილისი, 15 აგვისტო — Sputnik. თბილისის მერიის სასერვერო ინფრასტრუქტურა სრულად გაითიშება, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი თბილისის მერიის განცხადებაზე დაყრდნობით.

აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში 16 აგვისტოს 23:00 საათიდან 17 აგვისტოს 09:00 საათამდე იქნება.

მერიის ცნობით,  დროის ამ მონაკვეთში მუნიციპალური „ცხელი ხაზი" არ იმუშავებს - მიზეზი ტექნიკური სამუშაოებია.

„ამ პერიოდის განმავლობაში მერიის დისტანციური მომსახურების სამსახურის თანამშრომლები პირადი ტელეფონებით კონტაქტზე იქნებიან მხოლოდ საპატრულო და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურებთან", -აღნიშნულია განცხადებაში.

თბილისის მერია მოსახლეობას ბოდიშს უხდის შექმნილი დისკომფორტისთვის.

ყველა ახალი ამბავი
0