ტაქსი

„არც შეერგება“- აეროპორტიდან ბახტრიონის ქუჩამდე ტურისტებს ტაქსიში 200 ლარი გადაახდევინეს

2664
(განახლებულია 18:54 14.08.2019)
სოციალურ ქსელში ტურისტებთან დაკავშირებული კიდევ ერთი უცნაური ისტორია ხდება ცნობილი

სოციალური ქსელის მომხმარებელი ერთ-ერთ ჯგუფში წერს, რომ ტურისტებს აეროპორტის ტაქსმა ბახტრიონის ქუჩამდე 200 ლარი გამოართვა. მისი თქმით, ტაქსის მძღოლმა ბარგის ჩამოტანის შემდეგ იქაურობა მალევე დატოვა.

შემთხვევის შესახებ კი დეიდაშვილთან სტუმრობისას შეიტყო, რომელიც ერთ-ერთ სასტუმროში ადმინისტრატორად მუშაობს.

„მივედი, ვლაპარაკობდით და მოვიდა ოჯახი - 3 ადამიანი. დედა, მამა და პატარა ბავშვი მოიყვანა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ტაქსმა. აეროპორტიდან ბახტრიონის ქუჩამდე 200 ლარი ღირს მოსვლა? ძალიან გაღიზიანებული ვარ. იცოდეთ, არ იმგზავროთ მაგ ტაქსით. როდესაც მოიყვანა, ბარგი ჩამოალაგა და მოტყდა ეგრევე, გაქრა და წავიდა. შემიძლია გავიგო რომელი ტაქსისტი იყო? სულ ყელში უნდა ამოვადინო ის 200 ლარი. არც შეერგება ეგეთი ფული“,- წერს მომხმარებელი.

2664
თემები:
შემთხვევები საქართველოში (1789)
ტესტირება

ქობულეთში სამკერვალო ფაბრიკის ხუთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

17
(განახლებულია 10:53 24.09.2020)
საქართველოში ბოლო დღეებში გამოვლენილი  კორონავირუსის შემთხვევების უმეტესობა სწორედ აჭარას უკავშირდება

თბილისი, 24 სექტემბერი -  Sputnik. ქობულეთში, სამკერვალო ფაბრიკა „აჭარატექსტილის“ ხუთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა, რის გამოც საწარმომ რამდენიმე დღით მუშაობა შეწყვიტა, იუწყება პირველი არხი.

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 9 პაციენტის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა>>

„აჭარატექსტილის“ ყველა თანამშრომელს PCR ტესტირება უტარდება. ფაბრიკის დირექტორის, გია ლომინაძის განცხადებით, ინფიცირების წყარო უცნობია.

„ფაბრიკაში ჩატარდა დეზინფექცია და პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა ღონისძიება. ყველა თანამშრომელს ჩაუტარდა ტესტირება. ნაწილი პასუხებისა ცნობილია და მხოლოდ ხუთი დადასტურებული შემთხვევაა. ტესტირების პასუხებს კიდევ ველოდებით. დავიწყეთ მუშაობა, ოღონდ ნაწილობრივ, მხოლოდ ის თანამშრომლები გამოვიდნენ სამსახურში, ვისი ტესტის პასუხიც უკვე ცნობილია და უარყოფითია“,- განაცხადა გია ლომინაძემ.

აჭარის რეგიონში სულ ინფიცირების ათასზე მეტი აქტიური შემთხვევაა დადასტურებული. ბოლო დღეებში გამოვლენილი  კორონავირუსის შემთხვევების უმეტესობა სწორედ აჭარას უკავშირდება.

აღნიშნულთან დაკავშირებით გუშინ აჭარის მთავრობის მეთაურმა თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, რომ აჭარაში ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის მიუხედავად რეგიონში ყველა უწყება გამართულად მუშაობს, ამიტომ შეზღუდვების გამკაცრების აუცილებლობა არ არის.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია მეორე დღეა, ბათუმში იმყოფება და ვითარებას ეცნობა.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 259-ით გაიზარდა და 4399-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 1705 ადამიანი, გარდაიცვალა 25 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

17
თემები:
COVID-19 საქართველოში
ლაბორატორია

კორონავირუსი საქართველოში: რამდენია გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა

17
(განახლებულია 10:50 24.09.2020)
ამ დროისათვის საქართველოში ახალი კორონავირუსი 4399 ადამიანს დაუდგინდა. გამოჯანმრთელდა 1705, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე გარდაიცვალა 25 ადამიანი.

თბილისი, 24 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში ბოლო დღე-ღამეში COVID-19-სგან 62 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ნათქვამია სამთავრობო ვებ-გვერდზე stopcov.ge.

ამ დროისათვის საქართველოში ახალი კორონავირუსი 4399 ადამიანს დაუდგინდა. გამოჯანმრთელდა 1705, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე გარდაიცვალა 25 ადამიანი.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5390, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 836 პაციენტია. ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც 23 მაისამდე მოქმედებდა.

17
თემები:
COVID-19 საქართველოში
ცესკო

ცესკოში საპარლამენტო არჩევნებზე დამკვირვებელთა რეგისტრაცია გრძელდება

0
(განახლებულია 10:00 24.09.2020)
ამ დროისათვის საერთაშორისო დამკვირვებლის სტატუსით რეგისტრაცია ცესკოში ექვსმა ორგანიზაციამ გაიარა.

თბილისი, 24 სექტემბერი  — Sputnik. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ამ დროისთვის უკვე დაარეგისტრირა ექვსი საერთაშორისო და 49 ადგილობრივი ორგანიზაცია, რომლებიც არჩევნების მსვლელობას დააკვირდებიან, ნათქვამია ცესკოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მასალებში.

საქართველოში 31 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. პარალელურად ამ დღეს ჩატარდება არჩევნები აჭარის უმაღლესი საბჭოს და რამდენიმე მუნიციპალიტეტში მერებისა და საკრებულოს დეპუტატების არჩევნები. 

ამ ეტაპზე სადამკვირვებლო ორგანიზაციებს მხოლოდ განაცხადები შეაქვთ. ორგანიზაციების და დამკვირვებლების ზუსტი რაოდენობა ცნობილი არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე გახდება.

ამ დროისათვის საერთაშორისო დამკვირვებლის სტატუსით რეგისტრაცია გაიარეს: „ადამიანის უფლებათა საერთაშორისო საზოგადოება" (ISHR), „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი" (IRI), „საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი" (NDI), „საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი" (IFES), „ინიციატივა დიალოგისა და დემოკრატიისთვის" (SILBA) და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში.

ადგილობრივი ორგანიზაციების რაოდენობა გაცილებით მეტია – 53, მათ შორის არიან ისეთი გამოცდილი ორგანიზაციები, როგორიცაა „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ და „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ და ა.შ. კენჭისყრის პროცესების გაშუქების მიზნით ცესკოში აკრედიტაციას მასმედიის წარმომადგენლებიც გადიან. ამ დროისთვის რეგისტრაცია უკვე გაიარა 16–მა მედია–ორგანიზაციამ.

0
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020