ფონიჭალა-გუგუთის მიმართულებით ტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება

გამოწერა
ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის შეზღუდვის მიზეზი გზის მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოებია

თბილისი, 14 აგვისტო — Sputnik. საბაჟო-გამშვები პუნქტის „გუგუთის" მიმართულებით სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება იზღუდება, აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია.

ლურჯი ავტობუსები - Sputnik საქართველო
თბილისის აეროპორტისკენ მიმავალი გზა სამი თვით იკეტება: იცვლება ტრანსპორტის მოძრაობის სქემა

შეზღუდვები 19 აგვისტოდან 30 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში იმოქმედებს.

უწყების ცნობით, ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის საავტომობილო გზის 85-98-კმ მონაკვეთზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ხორციელდება, რის გამოც აღნიშნული მიმართულებით მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანისატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება შეიზღუდება.

შემოსავლების სამსახური დაინტერესებულ პირებს სთავაზობს, სომხეთის რესპუბლიკასთან არსებული ალტერნატიული სახმელეთო საბაჟო გამშვები პუნქტებით – „სადახლო საავტომობილო" და „ნინოწმინდა" ისარგებლოს.

ყველა ახალი ამბავი
0