Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ქალიშვილმა მამის მსგავსი იპოვა...“-ნინო ნადირაძის სიძე გუგა კუზანოვს ტყუპისცალივით ჰგავს

© photo: Nino Nadiradze / FBნინო ნადირაძე
ნინო ნადირაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნინო ნადირაძემ და გუგა კუზანოვმა უფროსი ქალიშვილი ივლისში დააოჯახეს. ახალდაქორწინებული წყვილი თაფლობისთვის აღსანიშნად საბერძნეთის მზიან კუნძულ კრეტაზე გაემგზავრა. ნინო ნადირაძე კი, საამაყო შვილისა და სიძის ახალი ფოტოების გამოქვეყნებას არ წყვეტს.

ნინო ნადირაძის მიერ გაზიარებულმა უახლესმა ფოტომ დიდი გამოხმაურება გამოიწვია. საზოგადოებისთვის ექიმების ოჯახის სასიხარულო ამბავი 3 თვის წინ გახდა ცნობილი. ნინო ნადირაძემ სოციალურ ქსელში ოჯახური იდილიის ამსახველი ვიდეო-მიმართვა გაავრცელა და თაყვანისმცემლებს მომავალი სიძე გააცნო.

მოგვიანებით, გაირკვა, რომ კუზანოვების ოჯახის ახალი წევრი და ბაიას რჩეული მისი თანატოლი მამაკაცი- გიორგი ბეჟაშვილია. ბაიას მეორე ნახევარი, ვარსკვლავური ოჯახისგან განსხვავებით ნაკლებად ცნობადი სახე აღმოჩნდა.

წყვილს, ჟურნალისტების გარემოცვა და კამერები არ მოსწონთ, მიუხედავად ამისა, მათი ცხოვრების დეტალები ნინო ნადირაძე-კუზანოვას მეშვეობით ცნობილი ხდება.

შეყვარებული წყვილი ახლახანს თაფლოფისთვიდან ჩამოვიდა. ოჯახური საღამოები ექიმების წრეში გრძელდება. ცნობილმა ექიმმა და ტელეწამყვანმა სიძისა და ქალიშვილის ახალი ფოტოები Instagram- ზე გამოაქვეყნა. ოჯახი სავახშმოდ რესტორანში იმყოფებოდა. ნინა და ბაია, გუგა და გიორგი  თითქოს და-ძმის სახელებია და ფოტოებზეც, სწორედ ასე გამოიყურებიან.  ამიტომ, გუგას და გიორგის გარეგნული მსგავსება სოციალური ქსელის მომახმარებლებმა სწრაფად დააფიქსირეს და კომენტარებმაც არ დააყოვნა.

გუგა და ბაიას მეუღლე ერთმანეთს ძალიან დაუმეგობრდნენ. მათი თბილი დამოკიდებულება ფოტოებზეც კარგად ჩანს.

აღსანიშნავია, რომ ნინო ნადირაძე-კუზანოვას ოჯახი დიდი აქტუალობით გამოირჩევა. საკმარისია, ვინმემ გვარი კუზანოვი გაიგოს, ჯერ დიდი ივა კუზანოვი ახსენდებათ, შემდეგ გუგა კუზანოვი.

მოგეხსენებათ, გუგას და ნინოს ორი შვილი ჰყავთ - ბაია, რომელიც მშობლების პროფესიას წარმატებით ეუფლება და ივიკო, რომელიც 16 წლის არის და სკოლის მოსწავლეა.

ყველა ახალი ამბავი
0