პრემიერი: საქართველოსთვის დიდგორის ბრძოლა გრძელდება

© photo: Mamuka Bakhtadze / FBსაქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში დიდგორობის დღესასწაული, როგორც ერთიანობის სიმბოლო, ტრადიციულად, დიდგორის ველზე აღინშნება

თბილისი, 12 აგვისტო — Sputnik. დიდგორის ველი ქართველთა ერთიანობის, თავდადებისა და ჩვენი პატრიოტიზმის მაგალითია, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დიდგორობის დღესასწაულზე.

საქართველოში დიდგორობა, როგორც ერთიანობის სიმბოლო, ტრადიციულად, 12 აგვისტოს დიდგორის ველზე აღინშნება.

Дидгороба - Sputnik საქართველო
დღეს დიდგორობა აღინიშნება

„პატრიარქმა რამდენიმე დღის წინ ბრძანა - საქართველოსთვის დიდგორის ბრძოლა გრძელდება და დიახ, საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის დიდგორის ბრძოლა გრძელდება. დარწმუნებული ვარ, რომ სწორი სტრატეგიით, ერთსულოვნებით, მუხლჩაუხრელი შრომით, აუცილებლად გვექნება ერთიანი და წარმატებული სახელმწიფო. ისეთი ევროპული ყაიდის, როგორისთვისაც იბრძოდნენ ჩვენი დიდი წინაპრები და დავით აღმაშენებელი", - განაცხადა პრემიერმა.

დიდგორობა ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და ცნობილ თარიღთან არის დაკავშირებული: ამ დღეს, 1121 წელს, მეფე დავით აღმაშენებელმა დაამარცხა თურქ-სელჩუკთა მრავალრიცხოვანი არმია, რომელსაც ისტორიკოსებმა „ძლევაი საკვირველი" უწოდეს.

დიდგორის ბრძოლის გამარჯვებამ დასაბამი მისცა ქვეყნის საბოლოო გათავისუფლება-გაერთიანებას და საქართველომ საბოლოოდ დაიმკვიდრა რეგიონის უძლიერესი სახელმწიფოს სახელი.

დიდგორობის ღონისძიების ორგანიზატორების ინფორმაციით, დიდგორის მემორიალის ტერიტორია დამთვალიერებლის წინაშე წარდგება როგორც მუზეუმი ღია ცის ქვეშ.

კარვებში გამოიფინება ქართული რეწვის და ხელოვნების ნიმუშები, ტრადიციული ნაწარმი. საბავშვო თეატრის მსახიობები წარმოადგენენ უძველეს ქართულ თამაშობებს: ლახტაობა, კოჭაობა, ქორობია. მოეწყობა სახვითი ხელოვნების სხვადასხვა ჟანრში, პატრიოტულ თემაზე, ბავშვების მიერ შესრულებული ნამუშევრების თემატური კომპოზიციების გამოფენა.

ყველა ახალი ამბავი
0