თბილისი, 11 აგვისტო - Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მართლწესრიგის ოფიცრის 100 ვაკანსიაზე განცხადებების მიღება გამოაცხადა, აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, განცხადებების მიღება უკვე მიმდინარეობს. მართლწესრიგის ოფიცრის 100 ვაკანსიაზე განცხადებების გაგზავნა შესაძლებელია hr.police.ge-ზე და hr.gov.ge-ზე.
აღნიშნული პოზიციის დასაკავებლად უმაღლესი განათლება აუცილებელი მოთხოვნაა. შერჩეული კანდიდატები, საკონკურსო ეტაპების გავლის შემთხვევაში, მართლწესრიგის ოფიცრის მოსამზადებელ სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას გაივლიან შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში.
ახალი წესის თანახმად, აკადემიაში მათი სწავლის პერიოდი ანაზღაურებადი იქნება.
კერძოდ, შერჩეული პირები, ოფიცრის მოსამზადებელი პროგრამის გავლისას მიიღებენ შრომის ანაზღაურების ნახევარს. სწავლების წარმატებით დასრულების შემთხვევაში კი ოფიცრები ეტაპობრივად გადანაწილდებიან სამოქმედო ტერიტორიებზე.
მართლწესრიგის ოფიცრის კომპეტენციაში შედის ისეთი საკითხები, როგორიცაა: არასრულწლოვნებთან, ოჯახში ძალადობასთან, სამეზობლო დავებთან, უკანონო მიგრაციასთან, მოწყვლად ჯგუფებთან დაკავშირებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე რეაგირება. უწყების ცნობით, აღნიშნული ინსტიტუტი ეტაპობრივად, ჯერ თბილისის მასშტაბით, ხოლო მოგვიანებით - მთელ საქართველოში დაინერგება.
ქართველ IT-სპეციალისტებს უცხოეთში დასაქმებაში დაეხმარებიან >>
დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ დეტალური ინფორმაცია მიიღონ შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე - Officer.ge, რომელიც სპეციალურად მართლწესრიგის ოფიცრებისათვის შექმნილი საკომუნიკაციო არხია.
მართლწესრიგის ოფიცრებმა უბნის ინსპექტორები ჩაანაცვლეს. უბნის ინსპექტორის ინსტიტუტი კრიმინალური პოლიციის რეფორმის ფარგლებში გასულ წელს გაუქმდა.
თბილისი, 1 მარტი – Sputnik. თოვლისა და ლიპყინულის გამო საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.
გზის აღნიშნულ მონაკვეთზე დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ამასთან, გუდაური (ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მოძრაობა შესაძლებელია მხოლოდ მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობას საპატრულო პოლიცია გააკონტროლებს.
თბილისი, 1 მარტი – Sputnik. საქართველოში ორშაბათიდან, 1 მარტიდან კიდევ რამდენიმე შეზღუდვა იხსნება, რომლებიც გასული წლის ნოემბერში ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების გამო დაწესდა.
როდის მოიხსნება დარჩენილი შეზღუდვები: ამირან გამყრელიძის პროგნოზი>>
კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების ეტაპობრივი გეგმა გასულ კვირაში საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა წარმოადგინა.
ორშაბათიდან:
ქვეყანაში 25 თებერვლიდან აღდგა სასტუმროების მუშაობა სამთო–სათხილამურო კურორტებზე და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა.
შეზღუდვები, რომლებიც 25 თებერვლიდან შემსუბუქდება - სრული ჩამონათვალი>>
ამას გარდა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამუშავდა უქმე დღეებშიც.