თბილისელებს მერიაში მისვლა აღარ მოუწევთ: შესაბამისი სერვის-ცენტრები ათივე რაიონში გაჩნდება

© photo: Sputnik / Stringerთბილისის მერია
თბილისის მერია - Sputnik საქართველო
გამოწერა
სულ მალე თბილისის სხვადასხვა რაიონის მცხოვრებთ საბურთალოზე, მერიის შენობაში მისვლა აღარ მოუწევთ

თბილისი, 8 აგვისტო — Sputnik. თბილისის ათივე რაიონში გაჩნდება სერვის-ცენტრები, სადაც მოსახლეობა ყველა იმ სერვისს მიიღებს, რისთვისაც ამ ეტაპზე დედაქალაქის მერიაში მისვლა უწევს, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ქალაქის მთავრობის სხდომაზე.

თბილისის საკრებულო - Sputnik საქართველო
თბილისში მოსკოვის გამზირს შესაძლოა სახელი შეეცვალოს

სერვის-ცენტრების კეთილმოწყობის პროექტის განხორციელება მომავალი კვირიდან დაიწყება.

„ორშაბათიდან ჩვენ ახალი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ. ქალაქის ათივე რაიონში სპეციალური სერვის-ცენტრები შეიქმნება, სადაც ადამიანებს შეეძლებათ მისვლა და იმ მომსახურების მიღება, რისთვისაც მერიაში უწევთ მისვლა. ახლა ყველა მომსახურებას საკუთარ რაიონებში მიიღებენ", - განაცხადა კალაძემ.

მისი სიტყვებით, უკვე გავლილია სახელმწიფო შესყიდვების ყველა შესაბამისი პროცედურა, დასრულებულია დაპროექტება და დიზაინის მომზადება. სერვის-ცენტრების კეთილმოწყობის სამუშაოები წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს.

ყველა ახალი ამბავი
0