კურორტ გოდერძიზე გაზსადენის მშენებლობა დაიწყო

© photo: courtesy of Beshumiმაღალმთიანი აჭარა
მაღალმთიანი აჭარა - Sputnik საქართველო
გამოწერა
კურორტისთვის ბუნებრივი აირის მიწოდება მიმდინარე წლის ბოლოსთვის იგეგმება

თბილისი, 8 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ ახალი, 33 კილომეტრიანი გაზსადენი  „ადიგენი-გოდერძის" მშენებლობა დაიწყო, ნათქვამია კორპორაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გაზსადენის დიამეტრი 300 მმ-ია. სამშენებლო ტერიტორიაზე უკვე მოიხსნა მიწის ნაყოფიერი ფენა, განლაგდა მილები და დაწყებულია მათი შედუღების პროცესი. გაზსადენის მშენებლობას ტენდერში გამარჯვებული კომპანია GPC ახორციელებს. პროექტის დასრულება 2019 წლის ბოლოს იგეგმება.

გაზგამანაწილებელი სადგური - Sputnik საქართველო
აჭარის სრული გაზიფიცირება 2020 წელს დასრულდება

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაში აცხადებენ, რომ მაღალი წნევის გაზსადენის -  „ადიგენი-გოდერძის" მშენებლობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია ქვეყნისა და აჭარის მაღალმთიანი ზონის განვითარებისათვის.

 „საკურორტო ზონა - გოდერძის არასოდეს ჰქონია გაზმომარაგების რაიმე ალტერნატიულ წყარო. პროექტის განხორციელების შედეგად ბუნებრივ აირს მიიღებენ მაღალმთიანი კურორტები გოდერძი და ბეშუმი, რაც თავისთავად ხელს შეუწყობს რეგიონში საკურორტო ინფრასტრუქტურის განვითარებას", - ნათქვამია კორპორაციის განცხადებაში.

გოდერძი საქართველოს ყველაზე ახალგაზრდა სამთო–სათხილამურო კურორტია, იგი ოფიციალურად 2015 წლის დეკემბერში გაიხსნა. ის აჭარაში, გოდერძის უღელტეხილზე, შავი ზღვის სანაპიროდან 100 და თბილისიდან 260 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.

გოდერძი ზღვის სიმაღლიდან 2200 მეტრზე მდებარეობს და აჭარის ყველაზე მაღალ წერტილად მიიჩნევა. ჯერჯერობით გოდერძიზე გართობის ინდუსტრია ნაკლებად არის განვითარებული, სამაგიეროდ თოვლის საფარის სისქე ხშირად ორ მეტრს აჭარბებს, რაც საქართველოს სხვა ზამთრის კურორტებთან შედარებით სამჯერ მეტია.

ყველა ახალი ამბავი
0