ახალი ძალა ქართულ ჯარში: სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევა იწყება

© AFP 2024 / VANO SHLAMOVსამხედროები
სამხედროები - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში სამხედრო სამსახური ოთხ კატეგორიად იყოფა - სავალდებულო, საკონტრაქტო, საკადრო და სარეზერვო.

თბილისი, 7 აგვისტო — Sputnik. სამხედრო სავალდებულო სამსახურში საშემოდგომო გაწვევა 12 აგვისტოდან დაიწყება და 28 დეკემბრამდე გაგრძელდება, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაიწვევენ 18-დან 27 წლამდე ასაკის მოქალაქეებს, რომლებსაც, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით, არ აქვთ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების ან სამხედრო სამსახურში გაწვევისგან გათავისუფლების მოთხოვნის უფლება.

ქართული ჯარის ქვედანაყოფები - Sputnik საქართველო
თავდაცვის სამინისტროს სარეზერვო სამსახურში მიღება დაიწყო

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის ძალებში გასაწვევ მოქალაქეთა მაქსიმალური რაოდენობა 4 ათასს აჭარბებს. მათგან თავდაცვის ძალები მხოლოდ 1,5 ათასი ადამიანი იმსახურებს.

სპეციალური პენიტენციურ სამსახურში გაიწვევენ 1,2 ათასზე მეტ ადამიანს, შინაგან საქმეთა სამინისტროს გასამხედროებულ ქვედანაყოფებში 1,2 ათასს, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში კი 200-ს.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის საგაზაფხულო გაწვევის დროს, რომელიც 1 თებერვალს დაიწყო და 29 ივნისის პერიოდში დასრულდა, წვევამდელთა რაოდენობა დაახლოებით 4,5 ათასი იყო, საიდანაც თავდაცვის ძალებში 1,7 ათასი მოხვდა.

საქართველოში სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევა წელიწადში ორჯერ – გაზაფხულსა და შემოდგომაზე ხდება.

სავალდებულო სამსახურის ვადა 12 თვეს შეადგენს.

წვევამდელები - Sputnik საქართველო
თავდაცვის სამინისტრო ჯარში ღია კარის დღეებს გეგმავს

საქართველოში სამხედრო სამსახური ოთხ კატეგორიად იყოფა - სავალდებულო, საკონტრაქტო, საკადრო და სარეზერვო. ამასთან, სავალდებულო სამხედრო სამსახურის გარდა, არსებობს ალტერნატიული შრომითი სამსახური. წვევამდელებს აგზავნიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, სამოქალაქო ობიექტების მშენებლობებზე, სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულების დაცვის სამსახურში და ა.შ.

მოქმედი კანონმდებლობით, ჯარში სამსახურისგან თავისუფლდებიან: საქართველოს მოქალაქეები, რომელთაც სამხედრო სამსახური სხვა სახელმწიფოს სამხედრო ძალებში აქვთ გავლილი; ნასამართლევი არიან სისხლის სამართლის მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის; ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სამხედრო სამსახურისათვის უვარგისად არიან ცნობილი; გავლილი აქვთ არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახური; არიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე; პარლამენტის დეპუტატები; განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული ახალგაზრდები. ვადიანი სამხედრო სამსახურისგან შეიძლება გათავისუფლდეს ასევე ერთადერთი ვაჟი ოჯახში, რომლის ერთი წევრი მაინც დაიღუპა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში ან სამხედრო სამსახურის გავლისას.

ყველა ახალი ამბავი
0