ქართველი სამხედროები

ქართველი მშვიდობისმყოფელები ავღანეთიდან სამშობლოში დაბრუნდნენ

84
(განახლებულია 17:06 02.08.2019)
ქვედანაყოფი როტაციის წესით III ქვეითი ბრიგადის გაძლიერებულმა ასეულმა შეცვალა.

თბილისი, 2 აგვისტო — Sputnik. საქართველოს შეიარაღებული ძალების I ქვეითი ბრიგადის ნაკრები ასეული ავღანეთიდან სამშობლოში სრული შემადგენლობით დაბრუნდა, იუწყება თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახური.

ქართველ მშვიდობისმყოფელებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი ალექსანდრე კიკნაძე და პირველი ქვეითი ბრიგადის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი როლანდ ძნელაძე დახვდნენ.

მათ სამხედრო მოსამსახურეებს სამშვიდობო მისიის ღირსეულად შესრულებისთვის მადლობა გადაუხადეს, მხარდაჭერა აღუთქვეს და წარმატებები უსურვეს.

I ქვეითი ბრიგადის ნაკრები ასეული „მტკიცე მხარდაჭერის" მისიას შვიდი თვის განმავლობაში ავღანეთში, მაზარ-ი-შარიფში, ბაზა "მარმალზე“ ასრულებდა გერმანული სარდლობის დაქვემდებარებაში.

ქართული ასეული ოპერაციის რაიონის კონტროლისა და სწრაფი რეაგირების ამოცანების შესრულებაზე იყო პასუხისმგებელი.

ქვედანაყოფი როტაციის წესით III ქვეითი ბრიგადის გაძლიერებულმა ასეულმა შეცვალა.

ნატოს არასაომარი სამშვიდობო მისია „მტკიცე მხარდაჭერა" (Resolute Support) ავღანეთში 2015 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა. ნატოსა და ავღანეთს შორის არსებული ორმხრივი შეთანხმების თანახმად, ქვეყანაში იმყოფება 13 000 სამხედრო მოსამსახურე, რომელთა ფუნქციებში ავღანური ძალოვანი სტრუქტურების სწავლება და კონსულტაციის გაწევა შედის.

84
თემები:
საქართველოს თავდაცვა (88)
კორონავირუსზე შემოწმება გარდაბნის რაიონში

სოფელ ყარაჯალარში მკაცრი კარანტინი მოიხსნა

31
(განახლებულია 10:15 10.08.2020)
სოფელში 17–დღიანი მკაცრი კარანტინის შემდეგ მოიხსნა ბლოკპოსტები და დღეიდან მოსახლეობას თავისუფლად გადაადგილება შეუძლია

თბილისი, 10 აგვისტო - Sputnik. გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარი გუშინ გვიან ღამით გაიხსნა – მთავრობამ ყველა შეზღუდვა მოხსნა.

როგორც Rustavi 2 იუწყება, სოფელში მოსახლეობის რამდენიმედღიანი გაფართოებული ტესტირება დასრულდა. მუნიციპალიტეტის მერის რამაზ ბუდაღაშვილის ინფორმაციით, PCR–ტესტირება ჩაუტარდა 1500–მდე ადამიანს. ტესტი დადებითი მხოლოდ ორ შემთხვევაში აღმოჩნდა. დღეს კიდევ 120 ნიმუშის შედეგებს ელოდებიან.

დღესდღეობით გარდაბნის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 71 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება და აქედან 42 სოფელ ყარაჯალარშია.

გამოჯანმრთელდა 10 ადამიანი.

ვირუსის გავრცელების აღსაკვეთად ყარაჯალარში მკაცრი კარანტინის რეჟიმი 24 ივლისს გამოცხადდა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ამჟამად კორონავირუსით ინფიცირებული 1250 ადამიანია. ბოლო დღე–ღამეში ნახტომისებრი ზრდა დაფიქსირდა – გამოვლინდა 25 ახალი შემთხვევა.

გამოჯანმრთელდა 1010 ადამიანი, გარდაიცვალა – 17.

31
თემები:
COVID-19 საქართველოში
თელასი

„თელასი": თბილისის რომელ უბნებს შეეზღუდება ელექტროენერგიის მიწოდება 10 აგვისტოს

76
(განახლებულია 12:46 09.08.2020)
გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 10 აგვისტო — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 7 აგვისტოს გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბანში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

ნაძალადევის რაიონი

10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების X, Xა, Xბ კვარტლების, თემქის დასახლების IV, X, Xა, Xბ კვარტლების, გურამიშვილის გამზირის, ცოტნე დადიანის, ჭყონდიდელის, მექანიზაციის, თორნიკე ერისთავის და ხევძმარის ქუჩების მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის I, III, IV, V კვარტლების, აკაკი ბელიაშვილის და მიქელაძის ქუჩების მოსახლეობას.

ისნის რაიონი

10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, ვაზისუბნის I მიკორრაიონის, ვაზისუბნის დასახლების, მხატვრების დასახლების, შანდორ პეტეფის, ხელოვანთა, შალვა მშველიძის და ნიკო მუსხელიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის II, IVბ მიკრორაიონების (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის III, IVა მიკრორაიონების 

მოსახლეობას.

11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის, გლდანის მასივის III, IIIა, V მიკრორაიონების, ქერჩის, ხევისპირის, წყაროთუბნის, დავით ჯაბიძის, ფარსმან II ქველის, მარინა ტაბატაძის, გრაფ შულენბურგის და მწვანე ქუჩების მოსახლეობას.

14:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თიანეთის გზატკეცილის, გლდანის ხევის დასახლების, საბაშვილის, მიქატაძის და კანდელაკის ქუჩების მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხეხილ-სანერგე მეურნეობის, ხუდადოვის, ანასტასია თუმანიშვილი-წერეთლის, რაულ ეშბას, ცაიშის, რეხის, გაბისკირიას, ალექსანდრე ყანჩელის და მახათას ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონი

10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თაყაიშვილი ქუჩის მოსახლეობას.

11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: არაყიშვილის, ირაკლი აბაშიძის და ფალიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, დიდი დიღმის I მიკრორაიონის, ვეფხისტყაოსნის, თინათინის, პეტრე იბერის, მეფე მირიანის და გიორგი ბრწყინვალის ქუჩების მოსახლეობას.

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის და პეტრე ქავთარაძის ქუჩის მოსახლეობას.

12:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ალექსიძის ქუჩის მოსახლეობას.

სამგორის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნაკადულის ქუჩის მოსახლეობას.

14:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გარდაბნის გზატკეცილის, კახეთის გზატკეცილის და ემირ ბურჯანაძის ქუჩის მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

76
თემები:
თბილისი დღეს
თბილისი

როგორი ამინდი იქნება თბილისში 12 აგვისტოს

0
(განახლებულია 10:15 10.08.2020)
დედაქალაქში ოთხშაბათს ძირითადად მზიანი ამინდი იქნება, მაგრამ მოსალოდნელია წვიმაც. დღისით ჰაერი 32 გრადუსამდე მოიმატებს

თბილისი, 10 აგვისტო - Sputnik. სინოპტიკოსების პროგნოზით თბილისში ოთხშაბათს, 12 აგვისტოს უპირატესად მზიანი ამინდია მოსალოდნელი, თუმცა შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით.

ჰაერის ტემპერატურა ღამით იქნება +22, ხოლო დღისით +32 გრადუსი.

ქარი 10–15 მეტრი წამში სიჩქარით დაუბერავს.

მზე 06:06 საათზე ამოვა და 20:04 საათზე ჩავა.

0
თემები:
ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში