„რუსთავი2“-ის ლოგო

პაატა სალია: „ქიბარ ხალვაში არ არის ვალდებული თუნდაც 1 პროცენტი დაუთმოს ვინმეს“

139
„რუსთავი2“-ის ახალმა გენერალურმა დირექტორმა არალოგიკური უწოდა ტელეარხის დამფუძნებლების ბრალდებები, რომლებიც 60%-იანი წილის დაბრუნებას მოითხოვენ

თბილისი, 1 აგვისტო — Sputnik. „რუსთავი2“-ის დამფუძნებლების, ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის მოთხოვნები უსაფუძვლოა, ტელეარხის ახალი მფლობელი ქიბარ ხალვაში არ არის ვალდებული ვინმეს რამე დაუთმოს, განაცხადა ტელეარხის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ.

„რუსთავი 2“-ის დამფუძნებლებმა საკუთარი პირობები წამოაყენეს >>

დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ, რომლებიც ამტკიცებენ, რომ 2004 წელს წინა ხელისუფლებამ ტელეარხის წილები დაათმობინა, მათთვის 40%-იანი წილის შეთავაზებაზე უარი განაცხადეს. მათ მოქმედი ხელისუფლება ტელეარხის მიტაცების მისწრაფებაში დაადანაშაულეს და განაცხადეს, რომ პროკურატურა მათი საჩივრის განხილვას შვიდი წლის განმავლობაში აჭიანურებს. დვალი და აქიმიძე 60%-იანი წილის დაბრუნებას მოითხოვენ.

„ქიბარ ხალვაში არ არის ვალდებული თუნდაც 1 პროცენტი დაუთმოს ვინმეს და ეს მეორე მხარემაც კარგად იცის. საუბარი, რომ რატომ მეტს არ მჩუქნი, არასერიოზულია“, - განაცხადა სალიამ.

ხალვაშმა სამივე ინსტანციის სასამართლოში დაამტკიცა, რომ 2006 წელს მას ტელეარხი დაათმობინეს და ახლა ის მას უნდა დაუბრუნდეს. სტრასბურგის სასამართლომ ქართულ სამართალწარმოებაში დარღვევები ვერ აღმოაჩინა და 18 ივლისს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადებისთანავე „რუსთავი2“-ს მფლობელი შეეცვალა.

სალიამ ასევე უპასუხა ბრალდებებს იმის შესახებ, რომ ხალვაშის უკან თითქოს დგას ხელისუფლება, რომელსაც „რუსთავი2“-ის გაკონტროლება სურს.

„ყოველდღიურობა გვაჩვენებს, რომ სარედაქციო პოლიტიკაში არც არავინ ჩარეულა და არხი აგრძელებს ისე მუშაობას, როგორც ადრე მუშაობდა, ჟურნალისტებს ხელს არავინ არ უშლის. ვერავინ მეტყვის, რომ ვინმემ რაიმე მითითება მისცა მათ. ბოდიში, მაგრამ დათო დვალის განცხადება იყო, რომ ის აპირებს სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას და ამ შემთხვევაში სად არის ლოგიკა?“ – აცხადებს სალია.

მისი თქმით, ხალვაშის უფლებები დაადასტურა როგორ სტრასბურგის სასამართლომ, ისე ქართულმა სასამართლოებმა. ხოლო როდესაც ხალვაში სთავაზობდა დამფუძნებლებს წილს, მან განმარტა, რომ მათ ექნებოდათ გარკვეული ვალდებულებები, მათ შორის ფინანსური.

შეიცვლება თუ არა „რუსთავი2“-ის მფლობელი >>

„როდესაც კომპანიას ფინანსური ვალდებულებები აქვს, როგორც წესი, პარტნიორები დამატებით ძალისხმევას მიმართავენ- ან საწესდებო კაპიტალს ავსებენ, ან მოაქვთ სესხი და ამით კომპანიის გაჯანსაღებაში მონაწილეობენ. ანუ თუ პარტნიორები ვართ, პარტნიორები უნდა ვიყოთ ყველა გაგებით“, - განაცხადა სალიამ.

მიუხედავად ამისა, ტელეარხის ძირითადი ჟურნალისტები ხალვაშს არ ენდობიან, აქტიურად აკრიტიკებენ საინფორმაციო გამოშვებებში და ხელისუფლების დაკვეთის შესრულებაში ადანაშაულებენ. მათი თქმით, სწორედ ძველი მფლობელებისა და გენერალური დირექტორის ძალისხმევით არხი წლების განმავლობაში იყო დამოუკიდებელი და ყველაზე რეიტინგული.

სიტუაცია „რუსთავი 2“-ის ირგვლივ

1994 წელს დაარსებულ ტელეარხ „რუსთავი2“-ს მფლობელი ბევრჯერ შეეცვალა. ამჟამად კი ტელეკომპანია ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური ტელეარხია.

დვალმა და აქიმიძემ ტელეკომპანია ეროსი კიწმარიშვილთან ერთად დააფუძნეს. კიწმარიშვილი გარდაცვლილია. დვალსა და აქიმიძეს 60% წილი ჰქონდათ.

რაც შეეხება ტელეკომპანიის ირგვლივ მიმდინარე ბოლო მოვლენებს, მას შემდეგ, რაც 18 ივლისს ხალვაშმა „რუსთავი 2“ გადაიფორმა, საკუთარ უფლებებზე განცხადება გააკეთა თავდაცვის ექს-მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა. მან თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა და პირველ ეტაპზე „რუსთავი 2"-ის წილების დაყადაღება მოითხოვა. სასამართლომ მისი სარჩელი არ მიიღო, რაც ოქრუაშვილის მხარემ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

ოქრუაშვილის მტკიცებით, ხალვაში ტელევიზიის მხოლოდ ნომინირებული მფლობელი იყო, სინამდვილეში კი არხი მას ეკუთვნოდა. ამგვარად, მოსამართლეებს ახალი ჩახლართული საქმის გარჩევა მოუწევთ.

ვინ არის ნიკა გვარამია >>

თავის მოთხოვნებს ოქრუაშვილი ასაბუთებს 2010 წელს ბერლინში ხელმოწერილი დოკუმენტით, რომლის პირობების დარღვევის შემთხვევაში, ამავე ხელშეკრულების პირობების თანახმად, ხალვაშმა ოქრუაშვილს 7 მილიონი დოლარი უნდა გადაუხადოს.

ხალვაშის ადვოკატებმა დოკუმენტს ყალბი უწოდეს. უფრო მეტიც, მათ საქართველოს პროკურატურას მიმართეს მოთხოვნით, აღიძრას სისხლის სამართლის საქმე ოქრუაშვილის წინააღმდეგ ყალბი დოკუმენტების სასამართლოში გამოყენების გამო.

პარალელურად „რუსთავი 2"-ის ყოფილი მფლობელები და ყოფილი გენერალური დირექტორი ამზადებენ სარჩელს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს დიდ პალატაში წარსადგენად, სადაც გაასაჩივრებენ საქმის ერთ-ერთ ნაწილს – მოსამართლეთა მიუკერძოებლობის შესახებ.

139
თემები:
დავა „რუსთავი 2"-ის ირგვლივ (194)
კორონავირუსთან დაკავშირებით არსებული ვითარება ინდონეზიაში

ჯანმო: რიგ ქვეყნებში COVID-19–ის ხელმეორე პიკია და არა მეორე ტალღა

203
(განახლებულია 09:48 04.07.2020)
კორონავირუსის გავრცელების მეორე ტალღა – ეს მეცნიერული ვარაუდია, მაგრამ დამტკიცებით იმის თქმა, ნამდვილად იქნება ის თუ არა, არ შეიძლება, მიიჩნევს ჯანმოს წარმომადგენელი

თბილისი, 3 ივლისი – Sputnik. ზოგიერთ ქვეყანაში ახლა მიმდინარეობს არა კორონავირუსის მეორე ტალღა, არამედ გამეორებითი პიკი, განაცხადა გაეროს ჟენევის განყოფილებასთან არსებული უცხოელი კორესპონდენტების ასოციაციის ბრიფინგზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) ჯანდაცვის სფეროში საგანგებო სიტუაციების პროგრამის დირექტორმა მაიკლ რაიანმა.

„რომ იქნება მეორე ტალღა, ამაში დარწმუნებული არავინაა. ეს მეცნიერული ვარაუდია, რაც ეფუძნება იმას, რომ ვიცით კორონავირუსები და რესპირატორული ვირუსები. ის, რაც ახლა ხდება ბევრ ქვეყანაში – ეს მეორე ტალღა არაა, არამედ მეორე პიკია პირველი ტალღის“, – განაცხადა რაიანმა, იუწყება РИА Новости.

ჯანმოს წარმომაგდენლის თქმით, სადაც ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ საკმარისი ზომები არ გამოიყენეს, დროის იმავე პერიოდში დაავადების მეორე პიკი მოხდა.

„შეიძლება აღმოვჩნდეთ ვითარებაში, როდესაც ვირუსის მაღალი ეპიდემიურობა გვექნება, ან დაავადების მუდმივი დონე, შესაძლოა, იმაზე მაღალი, ვიდრე ვისურვებდით“, – განაცხადა მან.

მაიამიში კომენდანტის საათი გამოცხადდა: ერთ დღეში ინფიცირებულთა რაოდენობა რეკორდს ხსნის>>

მისი თქმით, მეორე ტალღის პერსპექტივები ეფუძნება იმას, რომ ეს რესპირატორული დაავადებაა, ხოლო რესპირატორული ვირუსები ადამიანების სეზონურ მოძრაობებზეა დამოკიდებული და სწრაფად ვრცელდება ადამიანების მჭიდრო ჯგუფებში და უფრო დაბალი ტემპერატურის პირობებში.

203
თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში
საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის დროშები

დიდმა ბრიტანეთმა თავისი მოქალაქეების საქართველოში ჩამოსვლა სარისკოდ მიიჩნია

304
(განახლებულია 23:34 03.07.2020)
ბრიტანეთის საგარეო უწყების რეკომენდაცები სხვა ქვეყნებში გამგზავრებასთან დაკავშირებით ეფუძნება რისკებს თავისი მოქალაქეებისთვის, მათ შორის, იმ ქვეყნის საზოგადოებრივი ჯანდაცვის მდგომარეობის შეფასებას, სადაც მისი მოქალაქეები აპირებენ ჩასვლას

თბილისი, 3 ივლისი – Sputnik. დიდი ბრიტანეთის მთავრობამ გამოაქვეყნა იმ ქვეყნების ჩამონათვალი, სადაც მათ მოქალაქეებს ახალი კორონავირუსით ინფიცირების რისკი არ ემუქრება. ამ სიაში საქართველო არ აღმოჩნდა.

ამგვარად, საქართველო საზღვარგარეთ გამსვლელი ბრიტანელებისთვის „მიუღებლად მაღალი რისკის“ ქვეყანა აღმოჩნდა.

ამასთან, დიდი ბრიტანეთის მთავრობაში აღნიშნავენ, რომ ბრიტანეთის საგარეო უწყების რეკომენდაციები ეფუძნება რისკებს თავისი მოქალაქეებისთვის, რომელთა შორის არის იმ ქვეყანაში არსებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის მდგომარეობის შეფასება, სადაც ბრიტანელებს სურთ წასვლა.

ამგვარად, ყველამ, ვინც საქართველოდან დიდ ბრიტანეთში დაბრუნდება, 14–დღიანი კარანტინი უნდა გაიაროს.

ევროკავშირმა საქართველო იმ 15 ევროკავშირის არაწევრი ქვეყნის ჩამონათვალში შეიყვანა, რომლებისთვისაც ის საზღვრებს ხსნის 1 ივლისიდან. საზღვრები საქართველოსთვის გახსნეს შვეიცარიამ, გერმანიამ, ლარვიამ, საფრანგეთმა, ესპანეთმა, ნიდერლანდებმა, იტალიამ.

ევროკავშირი საქართველოსთვის საზღვრებს 1 ივლისიდან ხსნის>>

საქართველო თავის ცას კონკრეტული ავიაკომპანიებისთვის 1 ივლისიდან ხსნის მიუხედავად იმისა, რომ რეგულარული ავიამიმოსვლის აღდგენა 1 აგვისტომდე გადაიდო, განაცხადა პრემიერმა. ამასთან, მისი თქმით, საქართველოს მთავარი საზრუნავია მოქალაქეების ჯანმრთელობა და სწორედ ამით იყო განპირობებული გადაწყვეტილება რეგულარული ავიამიმოსვლის აღდგენის გადავადების შესახებ.

304
თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში
პოლიციის ლენტი

კასპში ახალშობილი გარდაცვლილი იპოვეს

0
გამოძიება 112-ე მუხლით დაიწყო, რაც დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.

თბილისი, 4 ივლისი – Sputnik. კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალქალაქში პარასკევს ახალშობილი გარდაცვლილი იპოვეს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალმა სახლში 2 ივლისს იმშობიარა, ახალშობილი კი საპირფარეშოში დატოვა. მას მშობიარობის შედეგად სამედიცინო დახმარება დასჭირდა, ექიმებმა კი სამართალდამცველებს შეატყობინეს.

ბავშვის ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული, შესაბამისი სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა ქალსაც. მას ერთი შვილი ჰყავს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 112-ე მუხლით დაიწყო, რაც დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.

0
თემები:
შემთხვევები საქართველოში