ბათუმის უნივერსიტეტში ნაღმს მთელი ღამე ეძებდნენ – ვინ დგას ცრუ შტყობინების უკან

© FB / Batumi Shota Rustaveli State Universityბათუმის უნივერსიტეტი
ბათუმის უნივერსიტეტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
შეტყობინება უნივერსიტეტში ნაღმის არსებობის შესახებ ტყუილი აღმოჩნდა.

თბილისი, 1 აგვისტო — Sputnik. ნაღმის არსებობის შესახებ შეტყობინების შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში მთელი ღამე მუშაობდნენ, თუმცა რაიმე სახის საფრთხე ვერ აღმოაჩინეს, იუწყება „აჭარის ტელევიზია".

თბილისსა და ბათუმში გამნაღმველები მუშაობენ>>>

გუშინ უნივერსიტეტის ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე რუსულ ენაზე დაწერილი წერილი მივიდა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ უნივერსიტეტის შენობაში ნაღმია და ასაფეთქებელი მოწყობილობა 48 საათის შემდეგ ამოქმედდება. ამის შემდეგ დაწესებულებიდან თანამშრომლების ევაკუაცია განხორციელდა, შენობაში კი მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ გამნაღმველები.

გადაუდებელი დახმარების ცენტრი „112“ - Sputnik საქართველო
ცრუგამოძახება: „ქარვასლაში“ ბომბი არ აღმოჩნდა

ხუთშაბათს უნივერსიტეტმა მუშაობა ჩვეულ რეჟიმში გააგრძელა.

მსგავსი რამ ორი წლის წინაც მოხდა. მოგვიანებით პოლიციამ დაადგინა, რომ ეს ცრუ განგაში იყო.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია „ტერორისტული აქტის მუქარის" მუხლით, რაც 6-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამასთან, შსს-მ მოსახლეობა ცრუ გამოძახებების შედეგებზე გააფრთხილა – ოპერატიულად მოხდება ცრუ შეტყობინებების ავტორების დადგენა და მათი კანონის მთელი სიმკაცრით დასჯა. აფეთქების საფრთხის შესახებ ცრუ შეტყობინება სისხლის სამართლის დანაშაულია და სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0