მაკო გომური

ვინ არის პოლიციელი, ვინც მაკო გომურს აგინა ახალი დეტალები

367
(განახლებულია 17:54 01.08.2019)
გურიის პოლიციის მაღალჩინოსანმა აქციის მონაწილე მაკო გომურს დედა შეაგინა, ხოლო აქციის მონაწილე გიორგი დიასამიძე და უფრო ადრე თინა ბოკუჩავა სცემა.

თბილისი, 1 აგვისტო — Sputnik. ის, ვინც 20 ივნისის სისხლიანი ღამის აქციის მონაწილეებს, ვისაც თვალები დასთხარეს, დედა აგინა, ხოლო ოპოზიციის ლიდერები სცემა, გურიის პოლიციის დეპარტამენტის ბახვის პოლიციის უფროსი მამუკა ჯანანაშვილია, ინფორმაციას ოპოზიცია ავრცელებს.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის ხატია დეკანოიძის თქმით, გურიის პოლიციის მაღალჩინოსანმა აქციის მონაწილე მაკო გომურს დედა შეაგინა, ხოლო შეკვეთილში მიმდინარე აქციის მონაწილე გიორგი დიასამიძე სცემა. მანამდე, ზუგდიდში ადგილობრივი არჩევნების დროს სწორედ მამუკა ჯანანაშვილმა გამოიყვანა უკანონოდ, ძალის გამოყენებით თინა ბოკუჩავა ერთ-ერთი საარჩევნო უბნიდან.

დეკანოიძის თქმით, მამუკა ჯანანაშვილი 2012 წლამდე გათავისუფლდა ზუსტად პოლიციელისთვის შეუფერებელი საქმიანობის გამო.

„კასპის გამგებელი ოლეგ იაძე ხომ გახსოვთ? მისი მეგობარი და საქმის მომგვარებელია. 2013 წელს პოლიციაში აღადგინეს ქოცებმა და კასპის პოლიციის უფროსად დანიშნეს. შემდეგ მარნეულში გადაიყვანეს. იქ საწვავის ტალონების გაყიდვა დაიწყო. ახლა გურიაშია დამსჯელ პოლიციელად. ზუგდიდის არჩევნებზე თინა ბოკუჩავას ფიზიკურად გაუსწორდა. ეს არის გახარიას სახე დღეს“, – აცხადებს დეკანოიძე.

ვრცელდება ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ დაკარგა მაკო გომურმა თვალი >>>

საქართველოში საპროტესტო აქციები 20 ივნისიდან იმართება, რაც ქვეყნის პარლამენტში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის სერგეი გავრილოვის გამოჩენას მოჰყვა. ის, როგორც მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის გენერალური ასამბლეის პრეზიდენტი, ამ საერთაშორისო ორგანიზაციის სესიას ხელმძღვანელობდა. პარალელურად აქცია მიმდინარეობს შეკვეთილშიც, ბიძინა ივანიშვილის აგარაკთან.

367
თემები:
ცხელი პოლიტიკური ზაფხული: ახალი საპროტესტო ტალღა თბილისში (371)