„კრაზანამ იმერეთში ორი ადამიანი იმსხვერლა, ბავშვებს სათამაშოდ გარეთ ვერ უშვებენ...“

გამოწერა
იმერეთს კრაზანები შეესია, რომლებიც ადამიანის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნიან.

თბილისი, 31 ივლისი — Sputnik. ვანის რაიონის სოფელ ბზვანს კრაზანები შეესია, ინფორმაციას სოციალურ ქსელში ავთო ძაგანია ავრცელებს.

აზიური ფაროსანა - Sputnik საქართველო
სამურაი–კრაზანა: აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა თუ ახალი საფრთხეები
მისი ინფორმაციით, ვანის რაიონის სოფელ ბზვანში არასოდეს ყოფილა მსგავსი ჯიშის და რაოდენობის კრაზანები, რაც წელსაა. და მსგავსი სიტუაციაა მთელ იმერეთში, სადაც კრაზანამ ორი ადამიანი იმსხვერპლა.  

„2 ჯანმრთელი არაალერგიული ადამიანი. ვუზიარებ მათ ოჯახებს და ბოდიშს ვუხდი. ბოდიშს ვუხდი იმისთვის, რომ ჯანდაცვის და არამარტო ჯანდაცვის სხვა სამინისტროებიც არაფრის მცოდნე ხალხით რომაა დაკომპლექტებული, წვლილი მეც მიმიძღვის. სოფელში ხალხი შუქს ვერ ანთებს (არა იმიტომ, რომ გადასახადი ისეა გაზრდილი საშუალება არა აქვთ), სოფელში ბავშვებს სათამაშოდ ვერ უშვებენ, სახლში ჰყავთ ჩაკეტილი, ხოლო გარეთ კრაზანები ბატონობენ. უფროსს უმცროსს ჯიბეში დექსამეტაზონი უდევს იქნებ ამან მაინც გადამარჩინოსო ფიქრობენ (ისე იქნებ დექსამეტაზონის გაძვირება მაინც არ იჩქაროთ, ხალხს ამის იმედი დარჩა მხოლოდ)“, – წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი.

მისი თქმით, წლებია, საქართველოს მთავრობები ხელს უწყობენ და ყველაფერს აკეთებენ „არასწორი ურბანიზაციის დონის გაზრდისთვის“, რომ სოფლებში ცხოვრება გაუსაძლისი გახდეს.

ყველა ახალი ამბავი
0