„მე და ჩემი პატარა ფისო ერთად ვსაუზმობთ“ – შალვა ნათელაშვილის ფოტო ინტერნეტს იპყრობს

© photo: Shalva Natelashvili / FBშალვა ნათელაშვილი
შალვა ნათელაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა თბილი ფოტო გამოაქვეყნა, რომელმაც ინტერნეტ-სივრცე რამდენიმე საათში დაიპყრო.

სასაცილო და პოზიტიური პოლიტიკოსი აგრესიას არავისში იწვევს. მისი გამონათქვამები საქართველოში დიდმა თუ პატარამ ზეპირად იცის და შალვა ნათელაშვილი საზოგადოების გამხიარულებას არ წყვეტს.

ყველასათვის ცნობილმა ქართველმა პოლიტიკოსმა Facebook-ის გვერდზე კატასთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა. როგორც ჩანს, ცხოველებს ემეგობრება და მათთან ერთადაც კი საუზმობს. საყვარელ ფოტოზე პოლიტიკოსი და მისი კატა არიან აღბეჭდილი. პატარა ფერადი კნუტი მაგიდაზეა წამოსკუპებული, მის წინ შალვა ნათელაშვილი მომღიმარი სახით ზის და ქილიდან მაწონს კოვზით აჭმევს. მან ფოტოს წარწერაც დაურთო – „მე და ჩემი პატარა ფისო ერთად ვსაუზმობთ“ და მეგობრები გაამხიარულა.
მის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოს სულ რამდენიმე საათში 1000-ზე მეტი მოწონება, 300-მდე გაზიარება და უამრავი პოზიტიური კომენტარი მოჰყვა. რა თქმა უნდა, პოლიტიკოსმა გამოხმაურებები უპასუხოდ არ დატოვა.
 „ბატონო შალვა, მოდას თქვენც აჰყევით?“ – დაწერა რევაზ კვირკვაიამ, რაზეც შალვა ნათელაშვილმა პასუხი არ დააყოვნა: „მოდას რატომ? მე ბავშვობიდან მიყვარს კატები და, საერთოდ, ცხოველები!“
ნამდვილად ასე აღმოჩნდა. პოლიტიკოსს ბუნება ძალიან ჰყვარებია. გარდა კატებისა, შალვა ნათელაშვილს უამრავი ფოტო აქვს გამოქვეყნებული ძაღლებთან, თუთიყუშთან და ცხენთან ერთად. ამასთანავე ცალკე „ფაილი“ აქვს შექმნილი პეიზაჟური ფოტოების, რომელსაც „ჩემი გულის ნაწილი“ დაარქვა და სიმწვანის, ულამაზესი ხედებისა და მრავალფეროვანი მცენარეების ფოტოები აქვს ატვირთული.

ყველა ახალი ამბავი
0