Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„კაცისთვის პრივატული სტრიპტიზი ვიცეკვე...“ – დიზაინერის სკანდალური განცხადება

© Photo: Ramaz Shamanauri / FBრამაზ შამანაური
რამაზ შამანაური - Sputnik საქართველო
გამოწერა
რამაზო რომას სკანდალურმა განცხადებამ წამყვანი გააოცა.

ცნობილი ქართველი დიზაინერი რამაზ შამანაური, იგივე რამაზო რომა ამბობს, რომ მამაკაცისთვის პრივატული სტრიპტიზი უცეკვია. ამ უხერხული ინფორმაციის გამჟღავნება დიზაინერს გადაცემაში „სიცრუის დექტექტორი“ მოუწია.

დიზაინერის თქმით, ეს მან კი არა, მადლენამ გააკეთა ბერლინში, კლუბ „ბერგაინში“, და ეს ხშირად გაუკეთებია.

„ეს მე კი არა, მადლენამ გააკეთა. რამაზო სტრიპტიზს არასდროს ცეკვავს“, – უთხრა წამყვანს დიზაინერმა.

ამერიკელი მოდელი კენდალ ჯენერი - Sputnik საქართველო
კენდალ ჯენერმა ერთ კვირაში ორჯერ აირჩია ქართველი დიზაინერის ფეხსაცმელი

დიზაინერის თქმით, მადლენა მისი მეორე მეა, რომელსაც ძალიან უყვარს კლუბები და ნარკოტიკი, ამიტომ ასვენებს, რომ მას ზიანი არ მიაყენოს.

ყველასთვის ცნობილი ქართველი დიზაინერი რამაზო რომა, რომელსაც მიაჩნია, რომ პოპულარობა ჯერ კი­დევ 90-იანი წლე­ბის სა­ქარ­თვე­ლო­ში, 12 წლის ასაკში და­ა­ტყდა თავს, ხშირად ჩნდება ბომონდურ წვეულებებზე. განსაკუთრებით აქტიურია სოციალურ ქსელშიც.

მისი „ინსტაგრამის“ გვერდი ყოველთვის იქცევს განსაკუთრებულ ყურადღებას, განსაკუთრებით კი „სთორები“, სადაც დიზაინერი დროდადრო თაყვანისმცემლების მიერ მოწერილ წერილებს ასაჯაროებს. საგულისხმო ისაა, რომ თაყვანისმცემლები მას, როგორც „მადლენას“ ისე მოიხსენიებენ. დიზაინერი ხშირად იცვამს ქალის ტანსაცმელს და განსაკუთრებით უცხოეთის კლუბებში უყვარს ასეთ ფორმაში სიარული.

ყველა ახალი ამბავი
0