Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„პასუხს მოგთხოვთ ჩემი მკვდარი მამის სახელის და კაცობის შეურაცხყოფისთვის...“ – ქარსელაძე

© Facebook / Tekucha Karseladzeთეკუჩა ქარსელაძე და ნინი ქარსელაძე
თეკუჩა ქარსელაძე და ნინი ქარსელაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნინი ქარსელაძე ერთ-ერთ გაზეთში გამოქვეყნებულმა მასალამ გააღიზიანა.

მომღერალი ნინი ქარსელაძე სოციალურ ქსელში ერთ-ერთი გაზეთის გვერდის ფოტოს აქვეყნებს და ჟურნალისტებს გარდაცვლილი მამის შესახებ გამოქვეყნებული მასალის გამო აკრიტიკებს.

თეკუჩა ქარსელაძე და ნინი ქარსელაძე - Sputnik საქართველო
„როგორ მეგონა, რომ გამოგაძვრენდი, ჩემო სიყვარულო, ჩემო იმედო...“ – ნინი ქარსელაძე

მისი თქმით, მამაზე – თეკუჩა ქარსელაძეზე მასალა ისე დაწერეს, ოჯახის წევრებთან არ გადაუმოწმებიათ და ვიღაც უცნობზე დაყდრნობით არასწორი ინფორმაცია გაავრცელეს.

„მე-2 დღეა, რაც ჩემი ძალიან მაგარი მამა მიწაში ჩავდე, არ მინდა ზედმეტი საუბარი ჩემს მდგომარეობაზე. (ალბათ ყველასთვის გასაგებია რას ვგრძნობ) მიგზავნიან გაზეთიდან ინტერვიუს ფოტოს. გაზეთი „ახალი ვერსია“, რედაქტორი მაია ფურცელაძე და ჟურნალისტი არმაზ ხარძიანი. თქვენ ხართ ამორალური, უზნეო, მდაბიო და არაპროფესიონალი ადამიანების ჯგუფი. თქვენ ვერ მოგიხსენიებთ ჟურნალისტებად, რადგან პროფესიონალ და კარგ ხალხს ამით შევურაცხყოფ.
ამ სტატიას გპირდებით არ გაპატიებთ, მხოლოდ იმიტომ, რომ ძალიან მაგარი ბიჭი იყო მამაჩემი. სამართლებრივად მოგთხოვთ პასუხს ჩემი მკვდარი მამის სახელის, სულის და კაცობის შეურაცხყოფისთვის! მამა, გპირდები ამ ინტერვიუს მიმცემს და დამწერს ბოლომდე ჩავყვები და შენს სუფთა სახელს ისე დავიცავ, როგორც შენ იმსახურებდი“, – წერს მომღერალი.

თემურ, იგივე თეკუჩა ქარსელაძე რამდენიმე დღის განმავლობაში ინსულტის დიაგნოზით მართვით სუნთქვაზე კლინიკაში იმყოფებოდა. მომღერლის მამა გასულ კვირაში კლინიკაში გარდაიცვალა.

ყველა ახალი ამბავი
0