„ჩვენთან ერთად უნდა იაროთ სატანისტურ შეხვედრებზე...“ – ჟორჟოლიანი წულუკიანს მიმართავს

© Photo: Nanuka Zhorzholiani / FBნანუკა ჟორჟოლიანი
ნანუკა ჟორჟოლიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა

თბილისი, 23 ივლისი — Sputnik. იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს, სავარაუდოდ, სატანისტურ შეხვედრებზე მოუწევს სიარული, წერს ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე.

ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ლიგო - Sputnik საქართველო
ხალვაში vs ოქრუაშვილი: „რუსთავი 2-ის“ ირგვლივ დავა გრძელდება

ტელეწამყვანი ასე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილების ბეჭდურ ვერსიას გამოეხმაურა, სადაც აღნიშნულია, რომ ის არ არის საბოლოო და 19 ოქტომბრამდე, გასაჩივრების ბოლო ვადამდე ძალაში არ შედის.

ტელეწამყვანი იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს მიმართავს და ურჩევს, სატანისტურ შეხვედრებზე იაროს.

„ალბათ იცით ახალი ამბავი სტრასტბურგიდან. გადაწყვეტილება ძალაში თურმე ოქტომბერში უნდა შესულიყო. ისიც, თუ არ გავასაჩივრებდით დიდ პალატაში. მიუხედავად ნიკას გაფრთხილებისა წულუკიანმა იჩქარა და ტელევიზია რეკორდულ დროში გადასცა ხალვაშს. ქალბატონო თეა, ახლა მგონი ჩვენთან ერთად უნდა იაროთ სატანისტურ შეხვედრებზე. სხვა თქვენ არაფერი გიშველით“, – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში.

რუსთავი 2 - Sputnik საქართველო
აქიმიძე და დვალი: ჩვენსა და „რუსთავი 2"-ს შორის ერთი ადამიანია და ის ქიბარ ხალვაში არ არის

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის სარედაქციო პოლიტიკის შენარჩუნებაზე დასმული შეკითხვის პასუხად აღნიშნა, რომ ბოლო დროს ბევრი არასწორი ინფორმაცია ვრცელდება.

„ამას წინათ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს მე და ჩემი კოლეგები შავ ფულს ვიღებთ ბიძინა ივანიშვილისგან, რაც არ არის სიმართლე და წარმოადგენს სიბინძურეს. ასე წყაროზე დაყრდნობით მეც შემიძლია ვთქვა, რომ "რუსთავი 2"-ის გუნდის ნაწილი ღამ-ღამობით სატანისტურ შეკრებას ატარებს და შავი კატის წინაშე იფიცებიან, რომ არ უღალატებენ ერთმანეთს და იქნებიან ამ ბრძოლაში“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ყველა ახალი ამბავი
0