მაკო გომური

ვრცელდება ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ დაკარგა მაკო გომურმა თვალი

664
(განახლებულია 20:12 22.07.2019)
აქციის დარბევის კადრები Youtube-ზე გავრცელდა.

Youtube-ზე 20-21 ივნისის აქციის დარბევის ახალი კადრები გავრცელდა, რომელშიც ის მომენტია ასახული, როდესაც სპეცრაზმელის მიერ ნასროლი ტყვია 18 წლის მაკო გომურს ხვდება.

კადრებში ისმის თვითმხილველის კივილი: „ვაიმე, თვალში მოხვდა!“

ხუთშაბათს 18 წლის მაკო გომური სამსახურის შემდეგ ღამით სახლში ბრუნდებოდა, როდესაც პარლამენტის შენობის წინ აქციის დარბევის დროს პოლიციელების ნასროლი ტყვია თვალში მოხვდა. გოგონას ექიმებმა თვალი ვერ შეუნარჩუნეს.

 

664
თემები:
ცხელი პოლიტიკური ზაფხული: ახალი საპროტესტო ტალღა თბილისში (371)
ბათუმი

დაგეგმეთ დასვენება ზღვისპირეთში: როდიდან გამოიდარებს საქართველოში

15
(განახლებულია 15:34 03.08.2020)
საქართველოს დედაქალაქში უნალექო ამინდებია მოსალოდნელი. 4–6 აგვისტოს თბილისში პლუს 29–31, 7–8 აგვისტოს კი 34 გრადუსამდე სითბოა ნავარაუდევი.

თბილისი, 3 აგვისტო  — Sputnik.  საქართველოში გამოიდარებს – 9 აგვისტომდე ხანმოკლე წვიმები მხოლოდ ქვეყნის ცალკეულ რაიონებშია მოსალოდნელი, ნათქვამია გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში. 

 „3 აგვისტოს დღის მეორე ნახევრიდან საქართველოს უმეტეს ნაწილში გამოიდარებს. ქვეყნის ცალკეულ რაიონებში ხანმოკლე წვიმები 9 აგვისტომდეა ნავარაუდევი. 4–6 აგვისტოს ჰაერის ტემპერატურა დაბლობში პლუს 27–32, 7–8 აგვისტოს კი პლუს 30–35 გრადუსია ნავარაუდევი“, – ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს დედაქალაქში უნალექო ამინდებია მოსალოდნელი. 4–6 აგვისტოს თბილისში პლუს 29–31, 7–8 აგვისტოს კი 34 გრადუსამდე სითბოა ნავარაუდევი.

15
თემები:
ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში
ილია ფილფანი

საქართველოში მესამე კვირაა 13 წლის მოზარდს ეძებენ

25
(განახლებულია 15:16 03.08.2020)
ილია ფილფანი სახლიდან ველოსიპედით სასეირნოდ 18 ივლისს, დილით გავიდა. მას შემდეგ იგი არავის უნახავს.

თბილისი, 3 აგვისტო  — Sputnik.  საქართველოში მესამე კვირაა ეძებენ სვანეთში უგზო-უკვლოდ დაკარგულ 13 წლის ილია ფილფანს, სამძებრო ოპერაციაში მაშველები და პოლიციაა ჩართული,  განაცხადა  „Sputnik საქართველოსთან“ ბიჭის დედამ ქსენია ფილფანმა.  

ილია ფილფანი ყაზახეთის მოქალაქეა. ის ალმათიდან ზამთრის თვეებში ჩამოვიდა დასასვენებლად მამის ნათესავებთან, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო უკან ყაზახეთში ვეღარ დაბრუნდა. 

მოზარდი სახლიდან ველოსიპედით სასეირნოდ 18 ივლისს, დილით გავიდა. მას შემდეგ იგი არავის უნახავს. ბიჭის დაკარგვის შესახებ შეტყობინება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 19 ივლისს შევიდა. ბოლოს ილია სოფელ ლენჯერში ნახეს. 

„გარკვეული ადგილები ხელახლა მოწმდება, მაშველების ახალი ჯგუფები ჩამოდიან, თავიდან სწავლობენ ტერიტორიას. მუშაობენ მდინარეზე, წყალსაცავზე, ზუგდიდის მხარეს ტრასაზე. ძებნის არეალი საკმაოდ დიდია“, – განაცხადა ქსენიამ.

მისი თქმით, სამძებრო ოპერაციაში აქტიურად არის ჩართული პოლიცია.

 „პოლიცია მთელი საქართველოს მასშტაბით მუშაობს, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ბათუმის, ქობულეთისა და ურეკის ზონებს, და რა თქმა უნდა, თბილისს. დედაქალაქში, მერიის მხარდაჭერით, მეტროში საკუთარი ძალებით განცხადებები გავაკარით. შეტყობინებები მოდის, ადამიანები ხედავენ მსგავს ბავშვებს, მაგრამ იმის დადასტურება, რომ იგი ილიაა, ჯერჯერობით არ გვაქვს“, – განაცხადა ფილფანმა.

პოლიცია მოქალაქეებიდან შესულ ყველა შეტყობინებას ამოწმებს, მაგრამ ბიჭის კვალზე გასვლა ვერ ხერხდება.

25
თემები:
შემთხვევები საქართველოში

ცხოვრება სტიქიის შემდეგ: რაჭაში წყალდიდობის შედეგების აღმოფხვრაზე მუშაობენ - ვიდეო

0
რაჭაში გადაუღებელი წვიმის გამო მოვარდნილი წყალდიდობის შედეგების ლიკვიდაცია და აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. იხილეთ Sputnik-საქართველოს კადრები შემთხვევის ადგილიდან

რაჭაში ძლიერი წვიმის შედეგად კალაპოტებიდან გადმოვიდა მდინარეები, რომლებმაც ონის რაიონში დააზიანა სახლები, გზები და ინფრასტრუქტურა. ადიდებულმა მდინარეებმა დატბორა მიმდებარე ტერიტორიები. 12 სოფელი, რომლებშიც 2 ათასამდე მოსახლეა, გარესამყაროს მოწყდა.

სტიქიური უბედურების ზონაში მცხოვრებთა ევაკუაცია სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებით განხორციელდა.

ახლა რაჭაში მიმდინარეობს გზისა და ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები. წინასწარი შეფასებით, წყალდიდობის შედეგების აღმოსაფხვრელად 50 მილიონი ლარი დაიხარჯება.

0