ვარშავა

როგორ დავსაქმდეთ პოლონეთში: პრაქტიკული რჩევები

403
(განახლებულია 19:04 22.07.2019)
მსოფლიოში სულ უფრო მეტი ადამიანი გადაადგილდება ერთი ქვეყნიდან მეორეში უკეთესი სამუშაოს მოსაძებნად.

სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, განვითარებადი ქვეყნების მოსახლეობის მთავარ გამოსავლად შრომითი მიგრაცია რჩება. ასეთი ქვეყნების რიგებშია საქართველოცშრომითი მიგრაციის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი უმუშევრობაა, რომელიც საქართველოში დღემდე ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად რჩება.

ამჟამად საქართველოდან ემიგრაციაში ძირითადად ევროკავშირის ქვეყნებში მიდიან, რადგანაც მიგრაციის ერთ-ერთ მამოძრავებელ ძალად მიჩნეულია უფრო მაღალი ანაზღაურების მიღების სურვილი, უკეთესი სამუშაო გარემო, ადამიანების უფლებების დაცვის მეტი გარანტია.

დღევანდელ სტატიაში შევეცდებით მოკლედ აგიხსნათ, როგორია ევროკავშირის ერთ-ერთი ქვეყნის – პოლონეთის დასაქმების პოლიტიკა და როგორ მოახერხოთ, ლეგალური გზებით იპოვოთ იქ თქვენთვის სასურველი და შესაფერისი სამუშაო.

როგორ დავსაქმდეთ იტალიაში ლეგალურად? პრაქტიკული რჩევები >>>

აღსანიშნავია, რომ  პოლონეთი ბოლო 4 წელია ეკონომიკურად საკმაოდ გაძლიერდა, კერძოდ, მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდის მაჩვენებელმა 2017 წელს 4.6%-ს მიაღწია, რაც ერთ-ერთი უმაღლესი მაჩვენებელია ევროკავშირის მასშტაბით.

პოლონეთში ეკონომიკის ზრდის პარალელურად გაუმჯობესდა შრომის ბაზარზე არსებული სიტუაციაც. განსაკუთრებით აღსანიშნავია დასაქმების მაჩვენებლის ზრდა, ხოლო უმუშევრობის დონემ კი რეკორდულად დაბალ მაჩვენებელს – 4.7%-ს მიაღწია.

პოლონეთში მაღალკვალიფიციური მუშახელის საკმაოდ დიდი დეფიციტია. ამის პირველ მიზეზად შეიძლება ის ჩავთვალოთ, რომ სამუშაო ძალა ეკონომიკის ზრდის ტემპებს ფეხს ვერ უწყობს. შესაბამისად, განსაკუთრებით გაიზარდა შრომითი იმიგრანტების რიცხვი, რომელთაც, მოთხოვნის შესაბამისად, ადგილობრივი დამსაქმებლები აქტიურად ქირაობენ.

მოთხოვნა მიგრანტ მუშახელზე პოლონეთში:

2020 წლის ჩათვლით პოლონეთის შრომის ბაზარზე მოსალოდნელია დეფიციტი შემდეგ პროფესიებში: ინფორმაციული ტექნოლოგიები და კომუნიკაციები, ჯანდაცვა, მენეჯერული პოზიციები, მეცნიერება და ინჟინერია, ხელოსნობა.

პოლონეთში შრომის ბაზრის პოლიტიკის განსაზღვრისთვის დეფიციტური პროფესიების სია არ იწარმოება. პოლონეთში რეგისტრირებულ დამსაქმებელს მესამე ქვეყნის მოქალაქის დაქირავება გამარტივებული პროცედურებით შეუძლია.

გაითვალისწინეთ, პოლონეთში დამსაქმებელს უფლება აქვს მესამე ქვეყნის მოქალაქე შრომის ბაზრის ტესტის გარეშე აიყვანოს, თუ სამუშაოს ხანგრძლივობა 12-თვიან პერიოდში არ აღემატება 6 თვეს. მესამე ქვეყნის წარმომადგენლისთვის, თავის მხრივ, აღნიშნული პერიოდით დასაქმების შემთხვევაში შრომის უფლების მიღება სავალდებულო არ არის.

მიგრანტი მუშახელის დასაქმება პოლონეთში – პრაქტიკული რჩევები

შრომისა და ბინადრობის ნებართვის გაცემის პროცედურები პოლონეთში არ არის ცენტრალიზებული, ანუ აღნიშნულ ნებართვებს გასცემს იმ რეგიონის წარმომადგენლობა, სადაც ნებართვის მიღების მსურველი აპირებს ცხოვრებას ან მუშაობას.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, თუ პოლონეთში მოკლევადიანი (12 თვის განმავლობაში 6 თვემდე ნაკლები პერიოდის) სამსახურის დაწყებას აპირებთ, ამ შემთხვევაში არ გესაჭიროებათ შრომის უფლების მოპოვება.

გარდა ამისა, შრომის ნებართვის მიღება არ არის სავალდებულო იმ შემთხვევაშიც, თუ თქვენ ფლობთ პოლონეთში მუდმივი ბინადრობის უფლებას ან ევროკავშირის სხვა წევრი ქვეყნების მიერ გაცემულ ბინადრობის უფლებას.  

სხვა შემთხვევაში კი თქვენ შრომის ნებართვა დაგჭირდებათ. ამისათვის განაცხადი უნდა გაკეთდეს იმ რეგიონში, სადაც რეგისტრირებულია დამსაქმებელი. როგორც ევროკავშირის სხვა ქვეყნებში, შრომის ნებართვაზე განაცხადს დამსაქმებელი აკეთებს, რომელსაც სამუშაოს მსურველი შესაბამის დოკუმენტაციას (პასპორტი, განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი და სხვ.) აწვდის.

გაითვალისწინეთ, შრომის ნებართვა კეთდება კონკრეტული სამუშაოსთვის და თუ სამსახურის გამოცვლა გადაწყვიტეთ, სავალდებულოა შრომის ნებართვის თავიდან მიღება.

პოლონეთში სეზონური სამუშაოებისთვის არსებობს შრომის ნებართვა სეზონური სამუშაოსთვის. სეზონური შრომის ნებართვა გაიცემა არაუმეტეს 9 თვის ვადით. აღნიშნულ ნებართვაზეც განაცხადს დამსაქმებელი აკეთებს. განაცხადის გაკეთებისას მესამე ქვეყნის მოქალაქე შეიძლება იმყოფებოდეს როგორც პოლონეთში, ასევე სხვა ქვეყანაში.

403
თემები:
სასარგებლო რჩევები (280)
ანუკი ქორქია

ანუკი ქორქიას უმცროსი ქალიშვილის საუცხოო სილამაზე - როგორ გამოიყურება პატარა ლიკა?

37
(განახლებულია 15:13 22.09.2020)
ანუკი კორქია წლების დაოჯახებულია. მას და მის მეუღლეს ორი შვილი ჰყავთ. ანუკის ბავშვობისა და მისი უმცროსი ქალიშვილის გარეგნობის მსგავსება გაგაოცებთ. როგორ გამოიყურება ლურჯთვალება ლიკა?

ანუკი ქორქია უკვე რა ხანია დაოჯახებულია. მისი მეუღლე კახა ჩიქოვანი გახლავთ. წყვილმა ქორწინების დასაწყისშივე ინტერვიუში აღნიშნა, რომ ერთმანეთი ინტერნეტის მეშვეობით გაიცნეს. კახა და ანუკი 2012 წელს დაქორწინდნენ. ანუკი ქორქიას მეუღლე ეს­პა­ნეთ­ში სწავ­ლობ­და. მას მუ­სი­კა­ლურ წრე­ებ­ში სა­ქარ­თვე­ლო­სა და ევ­რო­პა­ში კარ­გად იც­ნო­ბენ. კახა ჩი­ქო­ვა­ნი წამ­ყვან არ­ტის­ტებ­თან თა­ნამ­შრომ­ლობს და მისი მოწ­ვე­ვით ისი­ნი სა­ქარ­თვე­ლოს ხში­რად სტუმ­რო­ბენ.

View this post on Instagram

🦄 ᒪIKᗩ

A post shared by anukeme (@anukiqorqia) on

ანუკის და კახას უსაყვარლესი შვილები - ბიჭი და გოგო ჰყავთ.  მოდელი Instagram- ზე საკმაოდ აქტიური იყო და ბევრი გამომწერიც ჰყავდა. თუმცა, მსოფლიოში გამოცხადებულმა პანდემიამ ყველაფერი შეცვალა. ანუკის დღის განრიგიც შეიცვალა. მისი ცხოვრების რიტმი რუტინული გახდა. ახლა მის სოციალურ ქსელს ულამაზესი ფოტოსესიების კადრები აღარ ამშვენებს. სამაგიეროდ, News feed- ში ორი ულამაზესი შვილის ერთი ჩვეულებრივი დღე დომინირებს.

ანუკი ქორქიამ მეორე შვილი 2019 წელს გააჩინა. პატარა გოგონას ანუკის შეუდარებელი დის ლიკა ქორქიას სახელი დაარქვეს. მოდელის უფროს შვილს, პატარა ბიჭუნას ზამთარში 6 წელი შეუსრულდა. ბავშვები დედას ძალიან გვანან. ამას ანუკის ბავშვობის ფოტოც ამტკიცებს, რომელზეც სუპერ-მოდელი უმცროსი ქალიშვილის თანატოლია.

ანუკი ქორქია, ისევე, როგორც ბევრი ქართველი სელებრითი, სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა. ამჯერად, დიდი ყურადღება არა ანუკიმ და მისმა ქმარმა, არამედ მათმა შვილმა მიიქცია. ერთი წლის ლიკუნა ჩიქოვანი უფრო და უფრო აღაფრთოვანებს საკუთარი სილამაზით სოციალური ქსელის მომხმარებლებს. ამაში თავადაც დარწმუნდებით.

37
თემები:
სელებრითების ცხოვრება
ბორჯომი და ქართული ლიმონათი სუფრაზე

დაბადების დღის კლასტერი სოფელი დიღომი ეპიდემიოლოგების ყურადღების ქვეშაა

47
(განახლებულია 17:06 22.09.2020)
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ინფიცირებულთა რაოდენობამ 3 913–ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 1574, გარდაიცვალა 23.

თბილისი, 22 სექტემბერი - Sputnik.  თბილისში, სოფელ დიღომში კორონავირუსით ინფიცირებულთა ე.წ. კლასტერი  ჩამოყალიბდა, განაცხადა  დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

მისი თქმით,  ინფიცირების შემთხვევები დაბადების დღესთან დაკავშირებულ შეკრებას უკავშირდება.

„სოფელ დიღომში კორონავირისით ინფიცირებულთა კლასტერი დაბადების დღესთან არის  დაკავშირებული.  ჩემი ინფორმაციით, ეს იყო ძველი თანაკლასელების შეხვედრა.  ამ ეტაპზე მათი ყველა კონტაქტი გამოკვლეულია “, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ. 

 

გამყრელიძემ მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა, დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროს ყველა რეკომენდაცია, გამოიჩინონ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, ატარონ პირბადე, დაიცვან სოციალური დისტანცია და თავი შეიკავონ ხალხმრავალი შეკრებებისგან.

ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუარესების გამო, უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყანაში ადრე დაწესებული რიგი შეზღუდვები კვლავ ამოქმედდა. 10 სექტემბრიდან იკრძალება  კულტურული და სპორტული ღონისძიებების გამართვა როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში, რომელშიც 200-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობს, ასევე რიტუალური ღონისძიებების, ქორწილების, დღესასწაულების, იუბილეებისა და ქელეხების გამართვა (არაუმეტეს 10 ადამიანისა) და ა.შ..

დღეს საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა 218–ით, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 40–ით გაიზარდა.  დღეს ასევე დაფიქსირდა კორონავირუსით გარდაცვალების სამი ფაქტი.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ინფიცირებულთა რაოდენობამ 3 913–ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 1574, გარდაიცვალა 23. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4988, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 836 პაციენტია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

47
თემები:
COVID-19 საქართველოში
ნიკოლოზ ბასილაშვილი

ბასილაშვილის კრიზისი გრძელდება: საქართველოს პირველი ჩოგანი კიდევ დამარცხდა

0
(განახლებულია 17:22 22.09.2020)
კორონავირუსის პანდემიის გამო შეჩერებული საჩოგბურთო სეზონის განახლების შემდეგ ბასილაშვილმა შვიდი მატჩი წააგო ისე, რომ არც ერთი სეტი არ მოუგია.

თბილისი, 22 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა (33–ე ნომერი АТР–ს რეიტინგში) საჩოგბურთო სეზონის განახლების შემდეგ უკვე მეშვიდედ წააგო.

ჰამბურგის ტურნირის პირველივე წრეში (Hamburg European Open) ბასილაშვილი ესპანელ რობერტო ბაუტისტა–აგუტთან (11) ორ სეტში დამარცხდა. მატჩს საათნახევარზე ნაკლები დრო დასჭირდა.

ქართველ ჩოგბურთელს ჰქონდა გარკვეული შანსები, თუმცა თავად მან მისცა ბაუტისტა აგუტს ოთხი ბრეიკის გაკეთების საშუალება. ამან კი საბოლოოდ მისი დამარცხება გამოიწვია.

ბასილაშვილი ჰამბურგის ტურნირებს ბოლო ორი წელი იგებდა. ამჯერად მან ვერ შეძლო თავისი ტიტულის დაცვა და 500 სარეიტინგო ქულა დაკარგა. ეს ნიშნავს, რომ АТР–ს განახლებულ რეიტინგში, რომელიც 28 სექტემბერს გამოქვეყნდება, ბასილაშვილი 33–ე ადგილიდან დაახლოებით მე–60 პოზიციაზე გადაინაცვლებს.

საჩოგბურთო სეზონის განახლების შემდეგ, რომელიც COVID-19–ის პანდემიის გამო იყო შეჩერებული, ბასილაშვილმა შვიდი მატჩი წააგო ისე, რომ არც ერთი სეტი არ მოუგია.

ბასილაშვილს ბრალი არ დამძიმებია: გენპროკურატურა ინფორმაციას უარყოფს>>

ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ ბასილაშვილის ასეთი უსახური თამაში ყოფილ მეუღლესთან დაკავშირებულ ვითარებას უკავშირდება. ნეკა დოროყაშვილი ბასილაშვილს ოჯახურ ძალადობაში ადანაშაულებს. ამ საკითხზე სასამართლო პროცესი 20 ოქტომბერს არის დანიშნული. ასეთ ვითარებაში სპორტსმენს, როგორც ჩანს, უჭირს ჩოგბურთზე კონცენტრირება.

0
თემები:
სპორტის ამბები