„ალბათ მინისტრმა შუბლზე უნდა დაიწეროს, როცა შინ ტრაგედია აქვს. დასანანია...“ – წულუკიანი

© Sputnik / Alexander ImedashviliМинистр юстиции Грузии Тея Цулукиани
Министр юстиции Грузии Тея Цулукиани - Sputnik საქართველო
გამოწერა
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი უფლებადამცველ ლია მუხაშავრიას ფრაზამ გააღიზიანა.

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი სოციალურ ქსელში ეხმაურება იურისტ ლია მუხაშავრიას ინტერვიუს, სადაც მუხაშავრიამ „რუსთავი2“-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება შეაფასა და აღნიშნა, რომ წულუკიანს შავები, სავარაუდოდ, იმიტომ ეცვა, რომ არ იცოდა რა გადაწყვეტილებას მიიღებდა სასამართლო, წინააღმდეგ შემთხვევაში ფერადებს ჩაიცვამდა.

რუსთავი 2 - Sputnik საქართველო
ხალვაში: „რუსთავი 2"-ში ევროპელი ან ამერიკელი მედია-მენეჯერი დაინიშნება

„არც კი ვიცი, როგორ ხდება ხოლმე ისე, რომ ადამიანი ასე მიდის ხელიდან… და მისთვის იმ ადამიანის პირადი ტრაგედია და გლოვაც კი დასაცინი ხდება ხოლმე მხოლოდ იმიტომ, რომ მას ვერ იტანს. ალბათ პოლიტიკოსმა და მინისტრმა შუბლზე უნდა დაიწეროს, როცა სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებს, რომ შინ ტრაგედია აქვს. დასანანია”, – წერს თეა წულუკიანი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე.

„Sputnik-საქართველომ“ გაარკვია, რომ „რუსთავი 2"-ის საქმეზე გამართულ ბრიფინგზე წულუკიანს შავები ოჯახის ახლობლის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ეცვა.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არც ერთი მუხლის დარღვევა არ დაადგინა, მათ შორის, არც სამართლიანი სასამართლოს უფლება.

ამავე გადაწყვეტილებით სტრასბურგის სასამართლომ ძალაში არ დატოვა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების დროებითი შეჩერების მექანიზმი. შესაბამისად, ძალაში შევიდა საქართველოს შიდა სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილება ტელეკომპანიის ქიბარ ხალვაშისთვის მიკუთვნების შესახებ.

„რუსთავი 2"-ს შეუძლია საქმე სტრასბურგის დიდ პალატაში გაასაჩივროს. „რუსთავი 2" ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ოთხი მუხლით დავობდა, მათ შორის სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის გამო.

ნიკა გვარამია - Sputnik საქართველო
„შოკისმომგვრელია...“ – „რუსთავი 2“ სტრასბურგის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

„რუსთავი 2"-ის მფლობელებმა სტრასბურგის სასამართლოს მას შემდეგ მიმართეს, რაც საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2017 წლის მარტში ძალაში დატოვა ორი ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ტელეკომპანიის ყოფილი მფლობელისთვის, ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშისა და მისი კომპანია „პანორამასთვის" გადაცემის შესახებ.

სტრასბურგის სასამართლომ მაშინ საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება საქმის განხილვის დასრულებამდე შეაჩერა. საქართველოს სასამართლოებში საქმისწარმოება ორ წელზე მეტხანს გრძელდებოდა.

ყველა ახალი ამბავი
0