ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის მიკროფონი

ქიბარ ხალვაში „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტების მოთხოვნების შესრულებაზე უარს აცხადებს

277
(განახლებულია 16:37 21.07.2019)
პაატა სალია აძლევს სიტყვას ჟურნალისტებს, რომ არ მოხდება ჩარევა საინფორმაციო და პოლიტიკური გადაცემების კონტენტში და ჟურნალისტები მას სიტყვაზე უნდა ენდონ

თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. საზოგადოებრივი საბჭოს შექმნაზე, რომელსაც ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ჟურნალისტები ახალ მფლობელს სთავაზობდნენ, ქიბარ ხალვაში უარს ეუბნება, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

„რუსთავი2“-ის თანამშრომლების სამი მოთხოვნა და ახალი დირექტორის პასუხი >>

ტელეარხის ახალი გენერალური დირექტორი პაატა სალია არხის ჟურნალისტებს შეხვდა, კერძოს კი „კურიერისა" და „პოსტსკრიპტუმის" გუნდს. სალიას თქმით, მან გაიარა კონსულტაციები ქიბარ ხალვაშთან, რომელიც უარს ამბობს შეიქმნას საზოგადოებრივი საბჭო, ჟურნალისტების სარედაქციო დამოუკიდებლობის დასაცავად.

„რუსთავი 2“- ის ახალი გენერალური დირექტორი ასევე აცხადებს, რომ ხალვაში უარზეა გაფორმდეს რაიმე სახის დოკუმენტი, სადაც არხის ახალი მფლობელი აიღებს ვალდებულებას სარედაქციო დამოუკიდებლობაზე. პაატა სალია აძლევს სიტყვას ჟურნალისტებს, რომ არ მოხდება ჩარევა საინფორმაციო და პოლიტიკური გადაცემების კონტენტში და ჟურნალისტები მას სიტყვაზე უნდა ენდონ.

„წერილობითი გარანტია არ არსებობს და არ არსებობს განსაკუთრებით იმ ფორმით, რა ფორმითაც იყო შემოთავაზებული. ეს ვერ იქნება გარანტია იქიდან გამომდინარე, რომ რეიტინგის შემცირება შეიძლება ბევრ ფაქტორზე იყოს დამოკიდებული და მერე ამას შეიძლება ათასი ინტერპრეტაცია მიეცეს. არ არის ეს ის ფორმა, რომელიც ჩვენს შორის უნდა იყოს ნდობის მოსაპოვებლად. ნდობის მოპოვება ერთ დღეში არ ხდება, გავაგრძელებთ მუშაობას და მე ისიც ვუთხარი, რომ თუ რაიმე სიმპტომი იქნება, რომ ვიღაც ცდილობს ჩარევას და ა.შ., ამის შესახებ ჩვენ აუცილებლად უნდა ვისაუბროთ“, - აცხადებს პაატა სალია.

შეგახსენებთ, რომ ტელეარხ „რუსთავი2“-ის საინფორმაციო-პოლიტიკური დეპარტამენტის თანამშრომლებმა პარასკევს ახალ მფლობელსა და დირექტორს განცხადებით მიმართეს და სამპუნქტიანი მოთხოვნები წაუყენეს. მოთხოვნებს შორის არის საზოგადოებრივი საბჭოს შექმნა, რომელშიც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები შევიდოდნენ, საკადრო ცვლილებებზე მორატორიუმის შემოღება და ასევე გასართობი გადაცემების წამყვანების და სარედაქციო გუნდის უცვლელად დატოვება.

ხუთშაბათს ტელეკომპანია „რუსთავი 2" ახალ რეალობაში მას შემდეგ აღმოჩნდა, რაც ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ დაუშვებლად მიიჩნია ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის იურისტებისა და მისი მფლობელების პრეტენზიები საქართველოს სასამართლოსადმი. ტელეკომპანიამ სტრასბურგს მას შემდეგ მიმართა, რაც საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2017 წლის მარტში ძალაში დატოვა ორი ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება „რუსთავი 2"-ის ყოფილი მფლობელისთვის, ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშისა და მისი კომპანია „პანორამასთვის" გადაცემის შესახებ.

277
თემები:
დავა „რუსთავი 2"-ის ირგვლივ (194)
ზუგდიდი

ერთ-ერთი მძევალი სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორია

16
(განახლებულია 23:07 21.10.2020)
ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელმა რამდენიმე წუთის წინ შენობა სამ მძევალთან ერთად დატოვა, რომელთა შორის ერთი - სამეგრელო-ზემო სხვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ავთანდილ გალდავაა

თბილისი, 21 ოქტომბერი - Sputnik. ზუგდიდში ბანკზე თავდამსხმელის ერთ-ერთი მძევალი, რომელთან ერთადაც შენობა რამდენიმე წუთის წინ დატოვა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ავთანდილ გალდავაა. ინფორმაცია ქართულ მედიაში ვრცელდება.

მედიის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმსხმელმა სამ მძევალთან ერთად, რომელთაც ხელზე ე.წ. ბორკილები ედოთ, ბანკის შენობა დატოვა.

სავარაუდოდ, თავდამსხმელს ხელში ყუმბარა ეკავა. ის მძევლებთან ერთად პოლიციის ავტომანქანაში ჩაჯდა.

ამ დროისთვის უცნობია თუ რა მიმართულებით გადაადგილდა აღნიშნული ავტომანქანა. მანამდე შენობა გათავისუფლებულმა მძევლებმა დატოვეს.

შსს-ს მხრიდან ჯერჯრეობით დამატებითი კომენტარები არ გაკეთებულა.

სოციალურ ქსელში ერთ-ერთი გათავისუფლებული მძევლის ირაკლი კვარაცხელიას განცხადება გავრცელდა, სადაც ის ამბობს, რომ გამტაცებელს პოლიციამ თანხა მიუტანა. გავრცელებული ინფორმაციით, თანხა მას სწორედ ავთანდილ გალდავამ მიუტანა, ეს უკანასკნელი კი საბოლოოდ მძევალი აღმოჩნდა.

ავტომატით და ხელყუმბარით შეიარაღებულმა მამაკაცმა ოთხშაბათს ზუგდიდის ცენტრში „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთი ფილიალის შენობაში მძევლები აიყვანა. დამნაშავე მოითხოვდა ნახევარმილიონ დოლარს და ვერტმფრენს ადგილის უსაფრთხო დატოვებისთვის.

16
თემები:
ზუგდიდში შეიარაღებულმა პირმა 19 ადამიანი მძევლად აიყვანა
ნინო ლომჯარია

მძევლის დისკრედიტირება დაუშვებელია: სახალხო დამცველმა განცხადება გააკეთა

37
როგორც სახალხო დამცველმა აღნიშნა, ახლა მნიშვნელოვანია მძევლების, სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების სიცოცხლე და უსაფრთხოებაა

თბილისი, 21 ოქტომბერი - Sputnik. საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ დაიცვა მძევალი, რომელიც მასმედიას დაუკავშირდა შეიარაღებული დამნაშავის ბრძანებით, რომელმაც დღეს ზუგდიდში „საქართველოს ბანკში“ 17 პირი აიყვანა მძევლად.

ზუგდიდში თავდამსხმელმა კიდევ ერთი მძევალი გაათავისუფლა >>

ომბუდსმენის თქმით, ახლა მისი პოლიტიკურ კუთვნილებაზე საუბრის დრო არაა.

„მძევალი, რომელიც მედია საშუალებებთან კონტაქტზე გამოვიდა, ყველაზე მოწყვლადია ამ ურთულეს სიტუაციაში, რადგან სწორედ მას იყენებს შეიარაღებული პირი საკომუნიკაციოდ, მის მიმართ სხვაზე მეტი "ინტერესი" აქვს. შეიარაღებული პირის ფსიქოპორტრეტი, მისი რეალური მიზნები არავინ იცის, ამიტომ ძალიან სახიფათოა, სხვა რომ არაფერი ვთქვათ, მძევლის დისკრედიტაციის წამოწყებული კამპანია და მის პოლიტიკურ კუთვნილებაზე აქცენტირება“, - დაწერა თავის Facebook -გვერდზე ლომჯარიამ.

როგორც სახალხო დამცველმა აღნიშნა, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია მძევლების, სამართალდამცველების სიცოცხლე და უსაფრთხოება. მისი აზრით, მოვლენების არასწორ გაშუქებას, არასწორი აქცენტების გაკეთებას მძიმე შედეგები შეიძლება მოჰყვეს.

„ვიყოთ სოლიდარულები უდანაშაულო ადამიანების და მათი ოჯახის წევრების მიმართ, მიუხედავად ჩვენი პოლიტიკური შეხედულებებისა“, - განაცხადა ლომჯარიამ.

ზუგდიდში უკვე ექვს საათზე მეტია, უცნობ შეიარაღებულ პირს „საქართველოს ბანკის“ ფილიალში მძევლები ჰყავს აყვანილი. იგი ხელისუფლებისგან ნახევარ მილიონ დოლარსა და ვერტმფრენს ითხოვს. მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში დამნაშავე მძევლების დახოცვით იმუქრება.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მედიასაშუალებებს მიმართავს >>

შსს-ს მონაცემებით, მასთან მოლაპარაკება მიმდინარეობს. ტელეარხ „ფორმულას“ მტკიცებით, შენობაში ოთხი მძევალი რჩება. ეს ინფორმაცია შსს-ს ოფიციალურად არ დაუდასტურებია.

ხელისუფლებამ მასმედიას მიმართა თხოვნით, არ გადასცენ პირდაპირი ეთერით სპეცოპერაციის კადრები და თავშეკავება გამოიჩინონ.

37
თემები:
ზუგდიდში შეიარაღებულმა პირმა 19 ადამიანი მძევლად აიყვანა