Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ყოფილი ქმარი ბევრად ჯობს!”- მაკა ზამბახიძემ ახალი რჩეულის ფოტოები გააზიარა

© Photo: Maka Zambaxidze / FBმაკა ზამბახიძე
მაკა ზამბახიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში ქმრების ვარსკვლავური კოლექციით შოუ-ბიზნესის არც ისე ბევრი წარმომადგენელი გამოირჩევა

ევროპისა და ამერიკის მსახიობებსა და მომღერლებთან შედარებით,  ქართველი არტისტები მეუღლეების რაოდენობით არ კონკურირებენ... თუმცა, მაკა ზამბახიძე მათ შორის გამონაკლისია.

შორენა ბეგაშვილი - Sputnik საქართველო
ვინ სად ირუჯება - სელებრითების ფოტოები აუზებიდან

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჰოლივუდის ვარსკვლავებს ქორწინების სახლში ახალ პარტნიორთან ერთად რამდენჯერმე გამოჩენა ხიბლავთ. ალბათ, იმ იმედით, რომ ეს საბოლოო და სამუდამო სიყვარულია. მაგრამ,  ადრე თუ გვიან ილუზიები იმსხვრევა. წლების მანძილზე და განსაკუთრებით 2019 წელს, ერთმანეთს ისეთი წყვილები დაშორდნენ, რომელთა გაყრის დღემდე არავის სჯერა. ირინა შეიკი და ბრედლი კუპერი, ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი, მონიკა ბელუჩი და ახალგაზრდა შეყვარებული ნიკოლას ლეფევრი, პამელა ანდერსონი და ადილ რამი. იქნებ მათ უბრალოდ ყველაფრის თავიდან დაწყება და ახალი ემოციების შეგრძნება სურთ?!

ჯერ კიდევ უცნობია მაკა ზამბახიძეს ილუზიები დაემსხვრა თუ გრძნობები გაუფერულდა, მაგრამ ფაქტია, საქართველოში ეს წარმოსაჩენი და განსხვავებული ტემბრის მქონე მომღერალი მესამე ქორწინებით აგრესიას არავისში იწვევს. მეტიც, ქართული ბომონდით დაინტერესებული საზოგადოება დიდი სიხარულითა და სიყვარულით შეხვდა მაკას 7 წლით უმცროს შეყვარებულს.
რაც არ უნდა მტკივნეული იყოს, რეალობას ვერ გავექცევით. როგორც ჩანს, მაკას არ უყვარს პირად ცხოვრებაზე საუბარი, მაგრამ კულუარებში არაფერი რჩება. დუეტ „ჯორჯიას“ ყოფილი შემსრულებლის პირველი მეუღლე და მისი ერთადერთი ქალიშვილის მამა- მუსიკოსი ნოდარ ჩიტაძეა. მათ საერთო გოგონა სალომე ჰყავთ. ირკვევა, რომ მაკას პირველი მეუღლე მუსიკოსია და გასაგები ხდება, თუ სალომე ნიჭით ვის გავს. მრავალი კონკურსის მონაწილეა და მუსიკალურ ინსტრუმენტზეც მონდომებით  უკრავს.
მეორე მეუღლე საკმაოდ აქტიური და სიმპათიური ბან­კი­რი ვახო ჭუმ­ბუ­რი­ძეა, რომელმაც მაკასთან დაშორების შემდეგ 2017 წელს ახალი ოჯახი შექმნა და გრანდიოზული ქორწილიც გადაიხადა. თბილისის ერთ-ერთი ულამაზესი წყვილი სასიყვარული ისტორია მალე დასრულდა. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ინფორმაცია მაკას ახალ სიყვარულზე ვრცელდებოდა. რა თქმა უნდა, როგორც ყველა ცნობადი ადამიანი, მაკაც მალავდა ამ ისტორიას.
არტისტის ახალი მეორე ნახევარი სპორტსმენია. 30 წლის ძიუდოისტი მიხეილ ჩოხელია. მაკა ზამბახიძეზე 7 წლით უმცროსია, მაგრამ მათ ურთიერთობაში ეს დისკომფორტს არ ჰქმნის. პირიქით, როგორც ინტერვიუებში მაკას ქალიშვილი აღნიშნავს, ყველაზე მეტად  დედის გაბედნიერება ახარებს და მამინაცვალთან საუკეთესო ურთიერთობა ჩაოუყალიბდა. გარდა ამისა, მიხეილი მაკას მეგობრებთანაც ახლობლობს. Instagram- ზე უამრავ ფოტოს ნახავთ ლელა წურწუმიასთან, რატი დურგლიშვილთან, ვიკა კალანდიასთან, ნოდიკო ტატიშვილთან და მაკას სხვა მეგობრებთან.
მაკა, როგორც ყოველთვის ბრწყინავს და ვარდივით იფურჩქნება. სამწუხაროდ, მის მშვიდ და წყნარ ცხოვრებაში თავს ბოროტი ადამიანებიც იჩენენ. რამდენიმე ფოტოს კომენტარებიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მაკას დაოჯახებას ბევრი სკეპტიკურად უყურებს, მაგრამ პოზიტიური კომენტარები ჭარბობს!„ულევი ბედნიერება!“; „მაკა გილოცავ, დიდ სიყვარულს იმსახურებ“; „მიყვარს ეს ღიმილა გოგონა“; „ულამაზესი წყვილი ხართ, მუდამ ასეთი ტკბილად გეცხოვროთ!“- წერენ Instagram- ის ფოლოვერები.

ყველა ახალი ამბავი
0