ახალგაზრდები პარკში

ფსიქოლოგი ნონა ხიდეშელი და მამა პეტრე რატომ ანადგურებს ბრბო განსხვავებულ ადამიანებს

2250
(განახლებულია 19:28 19.07.2019)
რატომ სურს ადამიანს, რომ იყოს განსხვავებული… იქნებ იმიტომ, რომ ის მართლაც არის განსხვავებული და ამაზე ყველანი ერთხმად ვთანხმდებით? თუმცა…

დღეს ადამიანთა გარკვეული ფენა ისე გამოხატავს საკუთარ აზრს, როგორც მათ სურთ; ისე იქცევიან, როგორც მათი სულიერი მხარე თვლის საჭიროდ: იცვამენ განსხვავებულად, არ ემორჩილებიან საზოგადოების „წესებს“, მათთვის მოსაბეზრებელია დოგმატური შეხედულებები და ცდილობენ საკუთარის დანერგვას, ცდილობენ მაქსიმალურად შეებრძოლონ ტრადიციებს და არ დაემსგავსონ „ყველას“.

ზოგჯერ კი ხალხს არ ესმის „განსხვავებული“ ადამიანების და მათში მხოლოდ მიზანთროპ არსებებს ხედავენ... კაცთმოძულენი კი თავისთავად უკვე საშიშნი ხდებიან.

ალბათ პრობლემას საზოგადოების ინტელექტის დაბალი დონე იწვევს. ადამიანი ყოველთვის უფრთხოდა და გმობდა იმას, რაც არ ესმოდა... ერთმანეთის შემყურე მასა, რომელიც განსხვავებულ აზრს შიშის თვალით ხვდება, საბოლოოდ მიზანს ხშირად მაინც აღწევს…

იბადება კითხვა: რატომ სურს ადამიანს, რომ იყოს განსხვავებული? იქნებ იმიტომ, რომ ის მართლაც არის განსხვავებული და ამაზე ყველანი ერთხმად ვთანხმდებით? თუმცა, ვარაუდების მოსმენის ნაცვლად ფსიქოლოგს, საქართველოს ახალგაზრდა მეცნიერთა საზოგადოების მამარდაშვილის ფილოსოფიის ინსტიტუტის დამფუძნებელს ნონა ხიდეშელს და დეკანოზ პეტრეს (კვარაცხელია, პეტრე კოლხი) ვთხოვეთ ესაუბრათ და საზოგადოებისთვის გვეჩვენებინა, თუ როგორ ხსნის აღნიშნულ თემას რელიგია და ფსიქოლოგია.
ფსიქოლოგი ნონა ხიდეშელი

ნონა ხიდეშელი
ნონა ხიდეშელი

განსხვავებულობა არის ინდივიდუალიზმი, რომელიც ადამიანმა უნდა იპოვოს. ადამიანი რომ უნიკალურია, ეს მხოლოდ ფრაზა არ არის, ეს არის არაცნობიერში არსებული მისი უნიკალური სახე. ის, რომ ზოგადად ადამიანს უნდა, რომ იყოს განსხვავებული, ეს მისი სამყაროდან და უნიკალურობიდან მოდის. შესაბამისად, გამოხატულებები ხშირად გარეგნულია და ეს ბუნებრივია, რადგან დედამიწაზე გამოხატულებები ფიზიკურ დონეზე ხდება. მეტი განვითარება ამ ეტაპზე ცნობიერებას არ აქვს. გარკვეულწილად აქ ჩართულია ამბიციები, ეგოცენტრულობა და ვრცლად იშლება.

ადამიანს, ერთი მხრივ, მიდრეკილება აქვს ინდივიდუალიზმისკენ, მეორე მხრივ კი, ერგება კოლექტიურ აზროვნებას და ებრძვის ინდივიდუალიზმს. საზოგადოება კი ვერ იღებს განსხვავებულ ადამიანს. რამდენად გრძნობს საზოგადოება განსხვავებულ ადამიანს – ეს კიდევ სხვა თემაა. რეალურად განსხვავებულობა – ეს არის აბსოლუტური ინდივიდუალიზმი, რომელიც არ ყვირის, არ ჩანს. მასას კი თავისი სტერეოტიპები აქვს, შექმნილი სტანდარტები, თუ როგორი უნდა იყოს ამ სოციუმში ადამიანი. ზოგადად კონკრეტულ ადამიანს კი არ ერჩიან, უბრალოდ ძალიან ემორჩილებიან იმ სტერეოტიპებს, რომლებიც შექმნილია გადარჩენის, უსაფრთხოების მიზნით. როდესაც ვინმე ამოვარდნილია ამ საერთო ფორმიდან, საზოგადოებას უჩნდება აგრესია. არანაკლებ როლს თამაშობს შურიც. საზოგადოებას არ უყვარს ინდივიდები, რადგან განსხვავებულობა ადამიანს აშინებს.

მაინც ყველაფერი მიდის ადამიანის შინაგან შეუმდგარ ბუნებამდე. ადამიანი ეძებს, მაგრამ არ იცის რას. სინამდვილეში სისრულეს, საკუთარ თავს ეძებს. ამის გარეშე კი ყველაფერი სუროგატია. შესაძლოა არასრულფასოვნების კომპლექსის გამოც სურდეს ადამიანს გამოიყურებოდეს განსხვავებულად: ფერად-ფერადი თმები, საყურეები, ტატუები – ეს ყველაფერი თავისებურად ლამაზია, მაგრამ ამის სურვილი კომპლექსებიდან არის გამომდინარე, რასაც აყალიბებს სოციუმი, რადგან, როგორ კარგადაც არ უნდა იყო, მაინც გაგრძნობინებენ, თითქოს არავინ ხარ. არასრულფასოვნების განცდა ყალიბდება კომპლექსად.

როდესაც ხვდები, რომ აღარ ხარ მასის ნაწილი და ხარ ინდივიდი, აღარ გაქვს სურვილი ტანსაცმელზე, ტატუებზე, თმებზე გააკეთო აქცენტი. მაგრამ სანამ არ არის შინაგანი ტრანსფორმაცია, მანამდე არის სურვილი გარეგნულად რაღაცის შეცვლის და ატყუებ მხოლოდ საკუთარ თავს. თუმცა ეს მიუღებელი არ არის მაშინ, როდესაც თინეიჯერს პირველი გამოვლინება აქვს ასეთი.

საკუთარ პიროვნებაზე უნდათ ხაზგასმა, რადგან კოლექტივი ყლაპავს ყოველთვის ინდივიდს. გაქვს სურვილები, ამბიციები, მაგრამ ზიხარ გაკვეთილზე და მასწავლებელი ყველას ერთ დონეზე გესაუბრებათ, არ ჩანხარ, უფლებები არ გაქვს, მიღებული დისციპლინის დაცვა გიწევს. სახლშიც გეუბნებიან – არც ეს გააკეთო და არც ის, დისციპლინა დაიცავი... ამ დროს კი საკუთარი სურვილების გამოხატვა სჭირდება ადამიანს. საკუთარი ხედვის გამოხატვა უნდა, იმ ფერების გადმოცემა უნდა, ის როგორც ხედავს სამყაროს. მთელი ჩვენი სვლა ცხოვრებისკენ არის გამოხატულება იმისა, რომ ჩვენში არის ძალიან მრავალფეროვანი სამყარო...

მამა პეტრე კოლხი

მამა პეტრე კოლხი
მამა პეტრე კოლხი

ნებისმიერი ადამიანი არის განსაკუთრებული და განსხვავებული უფლის წინაშე. არ არსებობს ორი ერთნაირი ადამიანი. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ განსხვავებულს ზურგი უნდა ვაქციოთ და წინააღმდეგობა გავუწიოთ. საზოგადოებას ყოველთვის უჭირს განსხავებული აზრის მიღება. ზოგჯერ ხალხს არ ესმის განსხვავებული ადამიანების. ამის მიუხედავად ადამიანმა გაუკვალავი ბილიკებით, თავისი გზით უნდა იაროს, მერე რა მოხდა, რომ სხვისთვის, შეიძლება, მიუღებელი აღმოჩნდეს ეს გზა. მთავარია ადამიანი იყოს ზნეობის, მორალის და სიწმინდის დამცველი. ადამიანის შინაგან მდგომარეობას ხშირად გარეგნული ნიშნები ასახავს, განსაკუთრებით მოზარდებს სურთ წარმოაჩინონ, რომ არიან განსხვავებულნი, გამორჩეულნი, განსაკუთრებულნი. ასეთ დროს მათ აქვთ სურვილი შეიტანონ ცვლილებები გარეგნობაში, მაგრამ გარდატეხის ასაკის შემდგომ პერიოდში ამ ყველაფერს უარყოფენ და უბრუნდებიან საწყის ეტაპს. ამ პერიოდის შემდგომაც თუ იგივე სირთულეები ახასიათებთ მათ, ეს უკვე მხოლოდ ასაკის ბრალი არ არის. ეს ხასიათის ბრალია.

ადამიანები მეტ-ნაკლებად უცნაურობებით გამოვირჩევით, ყველა თავისებურია, მაგრამ მთავარია ჩვენ ერთმანეთი არ დავაზიანოთ. თმის ფერსა და საყურის ტარებაში არ არის ტრაგედია, ტრაგედია ის არის, როდესაც ადამიანი სხვას აყენებს ტკივილს და შეურაცხყოფას. მთავარია, რომ ადამიანმა თავის ადამიანურ ბუნებას და ხასიათს გაუწიოს წინააღმდეგობა და მას არ აუჯანყდეს. მთავარია ჩვენს ნამდვილ საწყის ეტაპს – ადამიანურ ბუნებას უარი არ ვუთხრათ და არ მოვიშოროთ. სხვა დანარჩენი კი ბუნებრივია – მოდას აყოლილები არიან, ხან დეპრესიის ფონზე ცვლილებების შეტანა სურთ. ეს ყველაფერი ფუჭი და ამაოა, რადგან დეპრესიას, სტრესს, სიმძიმეს და დაძაბულობასაც ღმერთთან სიახლოვე ხსნის. დანარჩენი თავის მოტყუებაა. მაგრამ თუ ადამიანს შველის თმის ფერის შეცვლა, ესეც შეიძლება დავუშვათ, მხოლოდ ზომიერების ფარგლებში, რომ ამ სურვილებმა საბოლოოდ უფსკრულის პირამდე არ მიიყვანოს.

ყველას გვახასიათებს უცნაურობა, მთავარია ამ უცნაურობების მიღმა და მაღლა დავდგეთ. როდესაც ადამიანი სრულ დეპრესიაშია და ვერ შველის თუნდაც თმის შეღებვა თუ ტატუს დახატვა, ყველაფერი სუიციდამდე მიდის, როდესაც თავს ვერ აკონტროლებს და მას ვერაფერი აჩერებს. ამიტომ უნდა ვუთხრათ ამ ადამიანებს, რომ დეპრესიის წამალი გარეგნობის შეცვლა არ არის, ამით შინაგანი ბუნება არ დამშვიდდება. მთავარია შინაგანად მოვწესრიგდეთ. ღმერთს არ უნდა ავუჯანყდეთ. შინაგანი მოწესრიგებულობა კი ქრისტეს გზაზე გადის. ყველა ადამიანს, მორწმუნე არის თუ ურწმუნო, საბოლოოდ ღმერთთან შეხვედრა მოუწევს. ჩვენ შეიძლება კონკრეტულ ადამიანებზე ვიყოთ გაბრაზებული მათი ცხოვრების წესიდან გამომდინარე, მაგრამ ღმერთზე ჩვენ არ უნდა გავბრაზდეთ, რადგან ეს არ არის ჯანსაღი. ყველა ჩვენგანმა ჩვენი თავით და უფლით უნდა გავიტანოთ ის სირთულეები, რასაც ცხოვრება კი არ გვიმზადებს, არამედ არასწორი ცხოვრების წესით ვუმზადებთ საკუთარ თავს.

2250
თბილისის აეროპორტი

ავიაბილეთები საქართველოში - როგორი იქნება საქართველოს საზღვრის გადმოკვეთის წესები

12
(განახლებულია 15:46 02.06.2020)
საქართველო პირველ ტურისტებს 1 ივლისიდან მიიღებს და უკვე ბევრი კითხვაა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი იქნება რეგულაციები, რომელიც აეროპორტებში დაწესდება კორონავირუსის პრევენციის მიზნით.

იმის გასაგებად, თუ როგორ უნდა მოიქცეს ჩამოსული ტურისტი აეროპორტში, „Sputnik საქართველო“ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს დაუკავშირდა. პასუხი ნათელი და მოკლეა - პროტოკოლი ჯერ შედგენილი არ არის.

„პროტოკოლებზე მუშაობა მიმდინარეობს, რადგან საბოლოო გაიდლაინი ჯერ არ შემუშავებულა. ევროკავშირის ქვეყნებშიც კი ბოლომდე კონსესუსი მიღწეული ჯერ არ არის, დიდი ალბათობით, ერთი კვირის განმავლობაში მზად იქნება. გაიდლაინები აეროპორტებს ჯერ არ მიგვიღია. ჩვენთან ერთად მუშაობს საკოორდინაციო საბჭო და სამოქალაქო ავიაცია. საბოლოო გადაწყვეტილება მათ უნდა მიიღონ და ჩვენ მათი გადაწყვეტილება უნდა შევასრულოთ“ - განუცხადეს სააგენტოს აეროპორტების გაერთიანებაში.

იქამდე, სანამ გაიდლაინები მუშავდება, რთულია დაზუსტებით საუბარი, რადგან გაიდლაინები ყველა ქვეყანაში რეალობას მორგებული უნდა იყოს. ამასთან ერთად, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტის სხდომაზე თქვა, რომ შემოსულ ტურისტს ბოლო 72 საათის განმავლობაში PCR ტესტი უნდა ჰქონდეს გაკეთებული.

„საქართველოში შემოსულ ტურისტს უნდა ჰქონდეს აქტუალური, 72-საათიანი PCR ტესტი. წინააღმდეგ შემთხვევაში ის საქართველოში არ შემოვა. მოგეხსენებათ, ევროპის ქვეყნებში უკვე Covid პასპორტის თემას განიხილავენ. ჩვენ, რა თქმა უნდა, ქვეყანაშიც შევქმნით შიგნით, ამ PCR  ტესტების აღების შესაძლებლობას იშვიათი შემთხვევებისთვის, როდესაც ჩამოსულ ადამიანს ასეთი ტესტი არ ექნება. მაგრამ ორგანიზებული ტურისტული ჯგუფები ქვეყანაში შემოვლენ მხოლოდ მაშინ, როცა ასეთი წესი იქნება დაცული“ - განაცხადა პრემიერმა. 

სააგენტოსთან საუბარში ავიაკომპანიების წარმომადგენლებმა თვითმფრინავით მგზავრობის სავარაუდო წესებზეც ისაუბრეს:

მგზავრებს ეკიპაჟის წევრებთან რაც შეიძლება ნაკლები შეხება უნდა ჰქონდეთ;

მოკლე ფრენების შემთხვევაში არსებობს რეკომენდაცია, რომ საკვების დარიგებაც შეიზღუდოს. მოკლე ფრენებად მიიჩნევა სამ საათზე ნაკლები ხანგრძლივობის ფრენა;

იქ, სადაც მგზავრთა კონცენტრაცია მაღალია, მაგალითად, „ჩექ-ინის“, რეგისტრაციისას, თუ ბარგის მიღების დროს, არსებობს ფიზიკური დისტანციის დაცვის ზოგადი რეკომენდაცია;

იქნება გარკვეული რეკომენდაციები ჰაერის ფილტრაციასთან, ვენტილაციასთან, ხშირ დეზინფექციასთან დაკავშირებით როგორც ტერმინალებში, ისე საჰაერო ხომალდებზე.

როგორც „Sputnik–საქართველოს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში განუცხადეს, პროტოკოლი ამ დროისთვის შემუშავების პროცესშია.

ასევე, დამატებითი ინფორმაციისთვის, სააგენტო მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, ჯანდაცვისა და სოციალური პოლიტიკის კვლევის ცენტრის დირექტორს სერგო ჩიხლაძეს დაუკავშირდა.

„ტურიზმის ამუშავება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყანა რომ თავზე არ ჩამოგვექცეს. ვფიქრობ ერთ-ერთი მთავარი საკითხია PCR ტესტირება მოხდეს იმ ქვეყანაში, საიდანაც ტურისტი მოფრინავს, რათა თავიდან ავიცილოთ მთელი რიგი გართულებები. თუნდაც ის, რომ ტურისტმა დაავადება არ გაავრცელოს და უკან დასაბრუნებელი არ აღმოჩნდეს. აეროპორტებმა კი უნდა დაიცვან უსაფრთხოების ყველა წესი მაქსიმალურად. ვირუსთან ერთად ცხოვრება უნდა ვისწავლოთ, რადგან ვფიქრობ, რომ რამდენიმე წელი შესაძლოა ტურიზმი სრულად არ აღდგეს“ - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

პასუხები ერთნაირია და სანამ საქართველოში გაიდლაინებს ველოდებით,  სხვების მაგალითებზე შეგვიძლია მოგითხროთ:

მაგალითად, რომის აეროპორტებში უკვე გამოიყენება უკონტაქტო სიცხის გასაზომი ხელსაწყოები;

Emirates გახდა პირველი ავიაკომპანია, რომელმაც დაიწყო თითის ტესტების გამოყენება კორონავირუსის აღმოსაჩენად;

ცნობილი ავიაკომპანიები უკვე სავალდებულო წესად თვლიან თვითმფრინავის პერსონალის მიერ ნიღბების გამოყენებას;

ზონური ჩასხდომის პროცესი უფრო გამკაცრდება, ზოგიერთი კომპანია კი საერთოდ ბლოკავს შუა სკამების გაყიდვას და მგზავრებს ყოველ მეორე რიგში ანთავსებს;

საბერძნეთში აცხადებენ, რომ საჭირო იქნება კოვიდპასპორტი და მათ სხვა ქვეყნები არ ეთანხმებიან;

ბრიტანეთმა განაცხადა, რომ იტალიიდან და ესპანეთიდან ჩასულ ტურისტებს 14-დღიან კარანტინში გაუშვებენ და რომ მგზავრებმა აუცილებად უნდა ატარონ ნიღაბი, რეგისტრაცია ონლაინ უნდა გაიარონ და ბარგი ავტომატურად უნდა ჩააბარონ.

ეს ყველაფერი ერთი შეხედვით მარტივი შესასრულებელია.

გარდა ამისა აეროპორტების ხელმძღვანელობას, თავის მხრივ ევალებათ სალონების დეზინფექცია ჩაუტარონ ყოველი რეისის შესრულების შემდეგ.

ამ დროისთვის, ოცივე ავიაკომპანია, რომელიც საქართველოში პანდემიამდე ოპერირებდა, აპირებს რეისების განახლებას.

ჯერჯერობით უცნობია ყველა ავიაკომპანიის ჩამონათვალი, თუმცა შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველასათვის ცნობილი დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიები Wizz Air-ი და Ryanair-ი ნამდვილად დაიწყებენ ოპერირებას საქართველოში.

 

საქართველოსა და სხვა ქვეყნებს შორის ავიამიმოსვლა 20 მარტიდან პრაქტიკულად მთლიანად შეწყდა. ახლა კი უკვე ივნისია. ასეა თუ ისე, ცხოვრება ნელ-ნელა ჩვეულ რეჟიმს უბრუნდება. მოგზაურებისთვის კი 1 ივლისი, სავარაუდოდ, ყველაზე დიდი დღესასწაული გახდება.

ამასთან, სავარაუდო რეალობამ მეორე მხარეც დაგვანახა...ტურისტები, რომლებიც დასასვენებლად და გასართობად აპირებენ ქვეყნის მონახულებას, ისურვებენ კი ამისათვის ორ კვირიან კარანტინში ყოფნას?!.

 

 

12
ტრანსპორტი

ვინ და რატომ აძვირებს საქალაქთაშორისო ტრანსპორტით მგზავრობას

50
(განახლებულია 15:16 02.06.2020)
მძღოლებმა მგზავრობის ღირებულების მნიშვნელოვანი მომატება გადაწყვიტეს, რადგანაც ამ ეტაპზე ისინი გაცილებით ნაკლებ მგზავრს ემსახურებიან.

 

თბილისი, 2 ივნისი - Sputnik.  საქართველოში საქალაქთაშორისო ტრანსპორტით მგზავრობა თითქმის 2,5–ჯერ ძვირდება, იუწყება ტელეკომპანია Imedi. 

საქართველოში საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა, რომელიც კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით 24 მარტს აიკრძალა, 8 ივნისიდან აღდგა.

მგზავრობის საფასურის გაძვირების მიზეზად მძღოლები სოციალური დისტანციის დაცვის აუცილებლობას ასახელებენ, როს გამოც მათ გაცილებით ნაკლები რაოდენობის მგზავრების მომსახურება უწევთ.

მძღოლების სიტყვებით, ადრე სამარშრუტო ტაქსები ბოლომდე ივსებოდა და ერთდროულად 22 ადამიანი გადაჰყავდათ. ახლა კი მათ გაცილებით ნაკლები ადამიანი გადაჰყავთ, რამაც ფასების ზრდა გამოიწვია.

50
თემები:
COVID-19 საქართველოში