Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ამჯერად აუცილებლად გაგიმართლებს!“ – ნინა წკრიალაშვილი ახალ პარტნიორთან ერთად ისვენებს

© photo: Nina Tskrialashvili / FBნინა წკრიალაშვილი
ნინა წკრიალაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნინა წკრიალაშვილმა სექსუალურ შეყვარებულთან ერთად ახალი ფოტოები გამოაქვეყნა. ურთიერთობის დეტალებზე კი ვარსკვლავი ისევ დუმს.

ნინა წკრიალაშვილი ერთ-ერთი გამორჩეული ქართველი ქალია, რომლის გარშემო უამრავი ჭორ-მართალი ვრცელდება. რამდენიმე ხნის წინ მისმა ყოფილმა რჩეულმა პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო პორნოგრაფიულ საიტზე აუტვირთა. ნინას თქმით, მომხდარზე კიბერდანაშაულის დეპარტამენტმა საქმე აღძრა და რამდენიმე დამნაშავე დააკავეს.

სამი თვის წინ გაირკვა, რომ მომღერლის, სავარაუდოდ, ახალი შეყვარებული 50 წლამდე ასაკის ილიას აზარია. იგი წარმოშობით ლიბანიდანაა და ამჟამად საბერძნეთში ცხოვრობს. როგორც Facebook-ზე გამოქვეყნებული ფოტოებიდან ირკვევა, ნინა ცოტა ხნის წინ საბერძნეთს სტუმრობდა, სადაც ილიასთან და მის მეგობრებთან ერთად არაჩვეულებრივი დრო გაატარა. შოუ-ბიზნესის კაშკაშა ვარსკვლავის ახალი შეყვარებულის ილიასის ოჯახის წევრებმა ყველასგან მოულოდნელად მაისის თვეში წყვილის რომანტიკული ფოტოები გამოაქვეყნეს, სწორედ მაშინ, როდესაც ია ფარულავას გადაცემაში „ფარული კონვერტი“ ნინას მონაწილეობით დრამატული ეპიზოდი გამოვიდა.
გადაცემის ისტორიაში ნინა ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც კონვერტი გახსნა და პროვოკაციულ კითხვას დაუფიქრებლად და გულახდილად უპასუხა. მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა. სითამამით გამორჩეულმა ვარსკვლავმა წერილი გახსნა სიტყვებით: „ამ ყველაფერს შეიძლება ძალიან ცუდი ამბები მოჰყვეს, მაგრამ მე შენი არ მეშინია", და იდუმალებით მოცულ ამბავს ფარდა ახადა. სკანდალი ბიზნესმენ გიორგი შელეგიას, იგივე „ძიაძიას“ სახელს უკავშირდებოდა, რომელიც მომღერალზე 20 წლით უფროსია.
მოგვიანებით წკრიალაშვილის უახლოესმა მეგობარმა და დიზაინერმა ზალიკო ბერგერმა წყვილის ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც ნინა და ილიასი კოჯრის სამედიცინო ველნეს კურორტ „ბიოლის“ ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ. მომღერლის რჩეული სპორტული აღნაგობითა და სექსუალური იმიჯით გამოირჩევა. როგორც ფოტოებიდან ჩანს, მამაკაცი ნამდვილი ლიბანელი მაჩოა, რომელსაც მოგზაურობა, ფრენბურთი, ნადირობა და ცურვა იტაცებს.
ქართული ბომონდის წევრებსა და საზოგადოების ნაწილს ნინას ახალ რჩეულზე ყველა დეტალი აინტერესებთ, უპირველეს ყოვლისა, მათი გაცნობის ისტორია. მაგრამ წკრიალაშვილი დუმს. პირველ გაზიარებულ ფოტოს კი მოკრძალებულად გული დაურთო და ამ გზით ხალხს საკუთარი ბედნიერება გაუზიარა.
ნინა წკრიალაშვილი 1978 წელს გორში, შეძლებულ ოჯახში დაიბადა. ჰყავს უმცროსი და-ძმა. უმაღლესი განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფრანგული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით მიიღო. 17 წლის ასაკში დაოჯახდა და ერთი ვაჟი ჰყავს. პრეზიდენტის მიერ ღირსების ორდენითაა დაჯილდოებული, ასევე რამდენიმე წელი კულტურის სამინისტროს ღონისძიებათა სამმართველოს უფროსი იყო.

ყველა ახალი ამბავი
0