ხალვაში: „რუსთავი 2"-ზე სიტყვის თავისუფლება შენარჩუნდება, გვარამია წავა

გამოწერა
ნიკა გვარამიას ნაცვლად ტელეკომპანიას ქიბარ ხალვაშის ადვოკატი პაატა სალია უხელმძღვანელებს.

თბილისი, 18 ივლისი — Sputnik. ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ზე სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება გარანტირებული იქნება, ნათქვამია ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის განცხადებაში, რომლის მფლობელობაშიც უნდა გადავიდეს ტელეკომპანია.

ნიკა გვარამია - Sputnik საქართველო
„შოკისმომგვრელია...“ – „რუსთავი 2“ სტრასბურგის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არც ერთი მუხლის დარღვევა არ დაადგინა, მათ შორის არც სამართლიანი სასამართლოს უფლება.

„რუსთავი 2"-ის მფლობელებმა სტრასბურგის სასამართლოს მას შემდეგ მიმართეს, რაც საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2017 წლის მარტში ძალაში დატოვა ორი ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ტელეკომპანიის ყოფილი მფლობელისთვის, ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშისა და მისი კომპანია „პანორამასთვის" გადაცემის შესახებ.

„არ ვაპირებ შევეხო „რუსთავი 2"-ის სარედაქციო პოლიტიკას, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება გარანტირებული იქნება. არ ჩავერევი „რუსთავი 2"-ის ჟურნალისტების პროფესიონალურ საქმიანობაში. ყოველივე ეს მაქსიმალური გამჭვირვალობით იქნება გარანტირებული. გარდა ამისა, ვიზრუნებ პროფესიულ განვითარებაზე და ამას ყოველნაირად შევუწყობ ხელს", – განაცხადა ხალვაშმა.

სტრასბურგის სასამართლო - Sputnik საქართველო
სახელმწიფომ საქმე მოიგო – იუსტიციის მინისტრი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე

ბიზნესმენმა იმედი გამოთქვა, რომ „რუსთავი 2“-ის თანამშრომლები ადეკვატურად შეხვდებიან სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას და პროფესიულ საქმიანობას გააგრძელებენ. „და ჩვენ ერთად ვიზრუნებთ იმაზე, რომ „რუსთავი 2“ წარმატებული და პოპულარული არხი იყოს“, – აღნიშნა ხალვაშმა.

მისი სიტყვებით, ცვლილება მხოლოდ ერთ ადამიანს შეეხება.

„ნიკა გვარამია, რომელიც სინამდვილეში არის იმ რეჟიმის დანიშნული, რომელმაც წამართვა კომპანია, ვეღარ გააგრძელებს კომპანიაში საქმიანობას ვერც ჟურნალისტის და ვერც, ცხადია, გენერალური დირექტორის სტატუსით. მის ნაცვლად კომპანიას უხელმძღვანელებს ჩემი ადვოკატი პაატა სალია, რომელსაც პირველ ეტაპზე ვუსაზღვრავ მკაფიო ამოცანას – უზრუნველყოს არხის შეუფერხებელი მუშაობა და ამავდროულად მოახდინოს კომპანიაში არსებული ფინანსური ვითარების შესწავლა", – ნათქვამია განცხადებაში.

კომპანიაში არსებული ფინანსური ვითარების შესწავლის მიზნით ხალვაშმა სალიას მაღალი რეპუტაციის მქონე საერთაშორისო აუდიტორული კომპანიის მოწვევა დაავალა.

ყველა ახალი ამბავი
0