ცნობილი გახდა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება „რუსთავი 2"-ის საქმეზე

გამოწერა
„რუსთავი 2" ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ოთხი მუხლით დავობდა, მათ შორის სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის გამო.

თბილისი, 18 ივლისი — Sputnik. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის" საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არც ერთი მუხლის დარღვევა არ დაადგინა, მათ შორის არც სამართლიანი სასამართლოს უფლება, იუწყება ტელეკომპანია Imedi

ამავე გადაწყვეტილებით სტრასბურგის სასამართლომ ძალაში არ დატოვა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების დროებითი შეჩერების მექანიზმი. შესაბამისად, ძალაში შევიდა საქართველოს შიდა სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილება ტელეკომპანიის ქიბარ ხალვაშისთვის მიკუთვნების შესახებ.

„რუსთავი 2"-ს შეუძლია საქმე სტრასბურგის დიდ პალატაში გაასაჩივროს. „რუსთავი 2" ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ოთხი მუხლით დავობდა, მათ შორის სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის გამო.

„რუსთავი 2"-ის მფლობელებმა სტრასბურგის სასამართლოს მას შემდეგ მიმართეს, რაც საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2017 წლის მარტში ძალაში დატოვა ორი ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ტელეკომპანიის ყოფილი მფლობელისთვის, ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშისა და მისი კომპანია „პანორამასთვის" გადაცემის შესახებ.

სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება საქმის განხილვის დასრულებამდე შეაჩერა. საქართველოს სასამართლოებში საქმისწარმოება ორ წელზე მეტხანს გრძელდებოდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0