„დილა მშვიდობისა!“-  ლიზა ყენიას ერთი უწყინარი დღე უცნაურად იწყება

© Photo: Liza Kenia / FBლიზა ყენია
ლიზა ყენია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნებისმიერ ადამიანს ზაფხულის მხურვალე დღეებში რუტინისგან გაქცევა და რელაქსაცია სურს. არც ვარსკვლავები არიან გამონაკლისი

საზოგადოებას, სელებრითების დასვენების ადგილი, ყველა დეტალი და მარშრუტიც კი აინტერესებთ. ზოგიერთ ცნობად სახეს ცივი ქვეყნები და მთა იზიდავს, ზოგს კი ზღვა, მზე და ქვიშა მოსწონს.

ცნობილი ქართველი მომღერალი და არასტანტარტული გარეგნობით გამორჩეული ლიზა ყენია თანატოლებში საკმაოდ აქტუალურია. მაია ჯაბუას ქალიშვილი ქართული ბომონდის განუყოფელი ნაწილი და გასართობი შოუების ხშირი სტუმარია. გარდა ამისა, სხვადასხვა რეალითი გადაცემის რეიტინგული მონაწილეა.
როგორც აღმოჩნდა ლიზა ყენია ზღვაზე, მთაში და დედაქალაქის რომელიმე წერტილში თანაბრად ჰარმონიულად გრძნობს თავს. მთავარია ბუნებასთან სიახლოვე იგრძნოს, და უპრობლემოდ ეგუება გარემოს. ეს ყველაფერი, ასევე შინაგანი სიძლიერე ლიზამ ტელეკომპანია „იმედის“ მასშტაბურ რეალითი შოუში მრავალჯერ დაამტკიცა.
შესაბამისად, თბილისის ყველაზე ეფექტურ გოგონას გამორჩეული სითამამითაც იცნობენ. ივლისის თვე ლიზასთვის განსაკუთრებულად ნაყოფიერად დაიწყო. ის პროექტ „ყველაზე ძლიერის“ ერთ-ერთი გუნდის მონაწილეა. რთული გრაფიკისა და დავალებების  მიუხედავად, თანამედროვე შემსრულებელმა დედაქალაქის სიმხურვალეს თავი ყაზბეგის ცივ მთებს შეაფარა. რამდენიმე ფოტო Instagram- ის გამომწერებს უსახსოვრა და კომენტარებში კომპლიმენტების „ბუმი“ ატყდა.
სოციალური ქსელიდან ნათლად ჩანს, რომ ლიზას ცხოვრების მოდუნებული ტემპი არ იზიდავს და ახალ დაბრკოლებებს ეძებს. მისი დილაც უჩვეულოდ იწყება. ბევრი ადამიანის დილა ძვირადღირებული სასტუმროს აუზზე არ იწყება, მით უმეტეს ულამაზეს საცურაო კოსტიუმში. ყაზბეგის მწვანე მთები, მზიანი ამინდი, რა თქმა უნდა, ლიზას ცეცხლოვანი ტანი ამ ადგილს მეტს ხიბლს მატებს.შეამჩნევდით, რომ თამამი, მიმზიდველი და თანამედროვე ლიზა ყენია გამოირჩევა თანატოლებს შორის.
მისი ხმის ტემბრი, გარეგნობა და მანერები სხვადასხვა პროექტებიდან დაამახსოვრდა საზოგადოებას. მიუხედავად იმისა, რომ ცნობილი მომღერლის ქალიშვილია, მან საკუთარი იმიჯი შექმნა და დედის ჩრდილქვეშ არ მოექცა.

ყველა ახალი ამბავი
0