„შუქნიშანთან ბიჭი მიყურებდა, ის წავიდა, მე კი დავრჩი, გული მიცახცახებდა...“ – ჟორდანია

© Photo: Khatuna Zhordania / FBხათუნა ჟორდანია
ხათუნა ჟორდანია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხათუნა ჟორდანია პირველ მეუღლესთან ამაღელვებელ შეხვედრას სოციალური ქსელის მომხმარებლებს უზიარებს.

თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. ფილოლოგიის დოქტორი, მუსიკოსი ხათუნა ჟორდანია სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს და პირველი მეუღლის თემურ, იგივე თეკუჩა ქარსელაძის გარდაცვალებას ეხმაურება.

თეკუჩა ქარსელაძე და ნინი ქარსელაძე - Sputnik საქართველო
„მამა, ახლა წასვლის დრო არ არის“: ნინი ქარსელაძის მამა გარდაიცვალა

ხათუნა ჟორდანია თეკუჩასთან შეხვედრის დღეს იხსენებს. 

„20 წლის ვიყავი, როცა წითელზე შუქნიშანთან მანქანა გავაჩერე და გვერდით რაღაც მანქანა გაჩერდა. გავიხედე, იმიტომ რომ ვიღაც ბიჭი მიყურებდა. როდესაც მწვანე აინთო, ის წავიდა, მე კი დავრჩი იმ შუქნიშანთან კიდევ ნახევარი საათი. მანქანა ვეღარ დავძარი. გული მიცახცახებდა. მალევე გავიცანი და დაახლოებით ერთი წლის მერე თბილისში ყველაზე სიმპათიური და მოდური ბიჭის – თეკუჩა ქარსელაძის ცოლი გავხდი“, – წერს ხათუნა ჟორდანია.

მისი თქმით, მათი თანაცხოვრების პერიოდში იყო ბევრი კარგიც და ცუდიც, ყველაზე დიდი ბედნიერება კი მათი საერთო შვილი, მომღერალი ნინი ქარსელაძეა, რომელიც მამის ასლია.

ნინი ქარსელაძე - Sputnik საქართველო
„გამოდით და ბოდიში მოიხადეთ...“ – ნინი ქარსელაძე Rustavi 2-ის თანამშრომლებს მიმართავს

„თვითონ ყოველთვის ეამაყებოდა, რომ ასეთი შვილი ჰყავდა. სულ ამბობდა, ზუსტად მე ვარ ახალგაზრდობაშიო. თბილისი ჩემთვის დამთავრდა თეკუჩასთან ერთად“, – წერს ხათუნა ჟორდანია.

თემურ ქარსელაძე 12 ივლისს გარდაიცვალა. ის რამდენიმე დღის განმავლობაში ინსულტის დიაგნოზით მართვით სუნთქვაზე კლინიკაში იმყოფებოდა.

ყველა ახალი ამბავი
0