საკლასო ოთახი

პედაგოგებს „შპარგალკაზე" წაასწრეს

213
(განახლებულია 20:13 11.07.2019)
გამოცდაზე კიდევ ერთი მასწავლებელი არაფხიზელ მდგომარეობაში მივიდა.

თბილისი, 11 ივლისი — Sputnik. საქართველოში მასწავლებელთა კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდაზე ორი პედაგოგი „შპარგალკის" გამოყენებას შეეცადა, ერთი კი არაფხიზელ მდგომარეობაში მივიდა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

საქართველოში მასწავლებელთა კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდები 10 ივლისს დაიწყო და 21 ივლისამდე გაგრძელდება.

სამივე პედაგოგი საგამოცდო პროცესიდან მოიხსნა.

ბოლო ორი დღის განმავლობაში სამივე სესიაზე პედაგოგების 81% გამოცხადდა. დაფიქსირდა ცხრა დაგვიანება.

აღნიშნული გამოცდა პედაგოგებს ესაჭიროებათ იმისთვის, რომ უფრო მაღალ საფეხურზე გადავიდნენ და მაღალი ხელფასი მიიღონ. საქართველოში პედაგოგები ოთხ კატეგორიად იყოფიან: პირველ საფეხურზე არიან პრაქტიკოსი პედაგოგები, მეორეზე – უფროსი პედაგოგები, მესამეზე — წამყვანი მასწავლებლები, მეოთხე კატეგორიას კი მენტორი მასწავლებლები იკავებენ.

სამინისტრო განათლების სისტემის კომპლექსურ რეფორმას ახორციელებს. რეფორმის მთავარი მიზანი ისეთი განათლების გარემოს შექმნაა, რომელიც მოსწავლეებს დაეხმარება თანამედროვე სამყაროში აუცილებელი ცოდნისა და უნარების მიღებაშ. უწყებაში აღნიშნეს, რომ ამ მიზნის მისაღწევად საჭიროა მაღალკვალიფიციური, მოტივირებული, ძლიერი პედაგოგები, რომელთაც ექნებათ ღირსეული ხელფასი.

დღეისათვის საჯარო სკოლის პედაგოგის საშუალო ხელფასი 1000 ლარს შეადგენს. საშუალო ნომინალური ხელფასი კი საქართველოში, 2018 წლის მონაცემებით, 1124 ლარია

2019 წლის სექტემბრიდან ყველა უფროს მასწავლებელს, წამყვან მასწავლებელსა და მენტორს ხელფასი, სულ მცირე, 150 ლარით გაეზრდება. მასწავლებლების ხელფასი ყოველწლიურად მოიმატებს. მინისტრის სიტყვებით, 2022 წლისთვის საქართველოში პედაგოგების საშუალო ხელფასი 1500 ლარი იქნება.

ხელფასების მატება მომავალ წლებშიც გაგრძელდება. განათლების მინისტრის თქმით, 2022 წლისთვის პედაგოგების საშუალო ხელფასი საქართველოში 1,5 ათასი ლარი იქნება.

213
თემები:
განათლება საქართველოში (137)